შეთანხმდნენ თუ არა კლუბები და მთავრობა
ფოტო: მოდული
მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესომბუდსმენის და კლუბებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მედიასთან კომენტარი მხოლოდ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელმა, დავით ლეჟავამ გააკეთა. მისი განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ დღეს კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა, თუმცა ამის იმედი რჩება.
"შემოთავაზება და სურვილი გამოხატა დღეს მთავრობამ, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და ამ ახალი შტამის გავრცელების პირობებში, შემოგვთავაზეს, ასე ვთქვათ, მათთვის რა არის ყველაზე უსაფრთხო მოდელი, რომელიც მოიცავს რამდენიმე მომენტს. ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ტექნიკურად არის თუ არა ამის განხორციელება შესაძლებელი", — თქვა მან.
ლეჟავას განმარტებით, საუბარია უფრო გამკაცრებულ დაშვების მოდელზე, რომელსაც ემატება კიდევ ერთი კომპონენტი — გამკაცრებული კორონა საშვი. მან აღნიშნა, რომ ეს პროტოკოლი საკმაოდ რთულია
"საუბარია კორონა საშვის გამკაცრებაზე PCR ტესტით. თუმცა არის რამდენიმე საკითხი, უფრო ტექნიკური ხასიათის. კონცეპტუალურად ჩვენ თანახმანი ვართ. ის, რასაც გვთავაზობენ, ჩვენთვის მისაღებია და საინტერესოა, თუმცა არის ტექნიკური საკითხები, რომლებზეც ვერც ჩვენ ვიყავით მზად გადაწყვეტილება მიგვეღო, რადგან უნდა გავიაროთ ეს დეტალები და ასევე, მთავრობის წარმომადგენლებიც არ იყვნენ მზად, რომ ჩვენს გამოხმაურებაზე ჰქონოდათ პასუხები", — თქვა ლეჟავამ.
მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და არ განელდეს, ხვალ, 26 დეკემბრის 12:00 საათზე კლუბებს ექნებათ ჩამოყალიბებული თავიანთი მოდელი, რომელსაც 14:00 საათის შემდეგ მთავრობასთან ერთად განიხილავენ.
"შემოთავაზებული მოდელების ჩვენებური ვერსიები უნდა გავცვალოთ კლუბებმა და მთავრობამ. მანამდე უნდა დაველაპარაკოთ სხვა მუსიკალურ სივრცეებსაც. მოდელის, რომელიც შემოგვთავაზეს, მოდიფიკაციაზეც მეტ-ნაკლებად შეთანხმებული ვართ. ხვალ 12 საათისთვის მივაწოდებთ ამ მოდელს ჩაშლილს ისე, რომ შევთავაზოთ რამდენიმე სხვადასხვა ვერსია. ტექნიკურად განხორციელებაზეა საუბარი, კონცეპტუალური შეთანხმება არის. შემდეგ ისინიც ჩვენთან ერთად გაივლიან ამას და დღის მეორე ნახევრისთვის, სავარაუდოდ, გვეცოდინება, ვმუშაობთ თუ არა", — განაცხადა ლეჟავამ.
მისი თქმით, საუბარია მომდევნო კვირის, ახალი წლის ღონისძიებებზე, თუმცა მათი სურვილის, რომ აღდგენა იყოს მდგრადი. დავით ლეჟავამ აღნიშნა, რომ თუ სასურველი შედეგი არ დადგა, აქციები იქნება.
"იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ, ყველაზე რთული პროტოკოლი ავირჩიეთ და მოვირგეთ, თუკი რამე არსებობს. ჩვენი სურვილია, რომ ამ 22-თვიან გაჩერებას აღარ დავამატოთ არც ერთი ვიქენდი, რომ შევძლოთ ლეგალურად, ნებადართულად, უსაფრთხოდ გაიხსნას სივრცეები და ამუშავდეს. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს და რაც შეიძლება მდგრადი იყოს ეს გახსნა და შემდეგ ისევ ჩაკეტვა არ მოხდეს. თუმცა წინასწარ განსჯა, როგორი სიტუაცია იქნება ეპიდემიოლოგიურად უახლოეს სამ კვირაში, ძალიან რთულია, მით უმეტეს ომიკრონის შემთხვევაში და ეს არის, რატომაც ვამატებთ ამას", — თქვა ლეჟავამ.
რაც შეეხება კლუბებიდან ლუქების მოხსნას, ასევე, ჯარიმების ჩამოწერას, დავით ლეჟავას ინფორმაციით, შეთანხმების შემთხვევაში, ესეც გათვალისწინებულია.
"თავისთავად. ეს იყო გამოხატულება მთავრობისგან, რომ მათ სურთ, ეს სექტორი გაიხსნას. გვესწრებოდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ სექტორის მნიშვნელობას ტურიზმისთვის და ეს მათ ინტერესებშიც არის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინტერესი, ეს ყველას ინტერესია და არავის ინტერესი არაა აქციები, ამ სიცივეში გარეთ ყოფნა, არალეგალური ივენთების კეთება, თუმცა იძულებული ვიყავით თავი დაგვეცვა ამ დისკრიმინაციულ ფონზე, როცა სხვას აქვს უფლება და შენ არა. აქ უბრალოდ ღონისძიებაზე არ არის საუბარი, აქ ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა იყო, ამიტომ გვქონდა დაფიქსირებული ჩვენი პროტესტი", — თქვა მან და დასძინა, რომ ხვალ უკეთე ეცოდინება, შეძლებენ თუ არა კლუბები "ამ ურთულესი, კიდევ უფრო გართულებული პროტოკოლის" განხორციელებას.
მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრული ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან.
ამის შემდეგ, 17 დეკემბერს, გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ ღამის კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. საპასუხოდ, კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გახნის შესახებ მთავრობამ იცოდა და ღონისძიებებს ჩაატარებდნენ. პარასკევს კლუბები მართლაც გაიხსნა და შრომის ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეორე დღეს, 18 დეკემბერს თბილისის ღამის კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ერთი კვირით გადადებაზე შეთანხმდნენ. მათ თქვეს, რომ ეს ბოლო კომპრომისია.
19 დეკემბერს, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კი შრომის ინსპექცია წერდა, რომ გადაწყვეტილებას "კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" საკოორდინაციო საბჭო ერთობლივი განხილვების შემდეგ მიიღებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.
ამას მოჰყვა კლუბების განცხადება, რომლის თანახმად, 18 დეკემბრის ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, შრომის ინსპექცია კლუბების ხელმძღვანელებს სისხლისსამართლებრივი დევნით, დახურვუთა და ჯარიმებით დაემუქრა, უკვე შეთანხმებული პირობები კი თავის განცხადებაში არ ასახა.
ერთი კვირის შემდეგ, როცა კლუბებში მომდევნო ღონისძიებები იგეგმებოდა, შრომის ინსპექციამ რამდენიმე მათგანი დალუქა. ბასიანთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებმაც აქცია გამართეს. იქ დაგეგმილი ღონისძიება მაინც ჩატარდა, თუმცა კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმეს.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები