თავისუფლების მემორანდუმი — ღია წერილი აშშ-ს პრეზიდენტს საქართველოდან
ფოტო: www.deseret.com
ქართველი პოლიტიკოსები, სამოქალაქო თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ხელოვანები და ჟურნალისტები აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ და სთხოვენ, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ნებას თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ახლა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქვეყანას ისე სჭირდება, როგორც არასდროს. გთავაზობთ წერილს სრულად:
"ჩვენ, დოკუმენტზე ხელმომწერები, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებებით, ერთად ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არაძალადობრივ ბრძოლაში. მაშინ, როცა თეთრი სახლი 2021 წლის დემოკრატიის სამიტისთვის ემზადება, თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში, რომლის მიღწევაშიც შეერთებული შტატები მონდომებით გვეხმარებოდა, ბეწვზე ჰკიდია. ჩვენ, ქართველი ხალხი, ვუერთდებით სხვა თავისუფლებისმოყვარე ერების ბრძოლას ავტორიტარული რეჟიმების ჰიბრიდული შეტევების წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, საქართველოს მმართველი პარტია იყენებს ყველა მეთოდსა და საშულებას ძალაუფლების გასახანგრძლივებლად ისე, რომ არ ითვალისწინებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კონტროლისა და ბალანსის საჭიროებას, შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი, როგორც თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის პასუხისმგებლობაა, ვიმუშაოთ პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად, თუმცა არათანასწორ ბრძოლაში ვართ, რადგან რეჟიმს უზარმაზარი რესურსები აქვს. შეერთებული შტატების ურყევი პოლიტიკური ნების გამოხატვა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ახლა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს.
რა საფრთხეების წინაშე ვართ
2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემამ გზა გაუხსნა ქვეყნის რწმენას დემოკრატიის შესახებ — შესრულდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის დაპირება. თუმცა, თითქმის 10 წლის შემდეგ პირობა დაირღვა და შესაძლებლობა გაიფლანგა. ქართული ოცნების ერთპარტიულმა მმართველობამ, რომელიც არაფორმალურად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლდება, ძირის გამოუთხარა პოლიტიკური პროცესების ლეგიტიმაციას და ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის მარგინალიზაციას.
კანონის უზენაესობის სისუსტემ და სასამართლოს პოლიტიზებამ ჩამოშალა საინვესტიციო გარემო. ამერიკული კომპანიები ჩამოაშორეს სტრატეგიულ პროექტებს, მათ შორისაა 2,5 მილიარდის ღირებულების ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ქვეყანაში არსებულ ვითარებას განმარტავს როგორც ივანიშვილის მიერ "ქვეყნის მიტაცებას", The Economist-ის დემოკრატიის ინდექით კი ქვეყანას აქვს რეგრესი.
ბოლო არჩევნებზე, უფრო ზუსტად, 2018 წლიდან მმართველი პარტია ძალაუფლების გასაფართოებად მიმართავს ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას და ადმინისტრაციული რესურსის მასობრივ გამოყენებას. წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნება იყენებდა ახდენდა სახელმწიფო უწყებების პოლიტიზებას, მათ შორის უსაფრთხოების ძალების, პოლიციის, პროკურატურისა და საგანმანათლებლო სისტემის. საქართველოს მთავრობა ამუშავებს ე.წ. "ტროლების ფაბრიკებს", რომლებსაც, ასევე იყენებს კრემლი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისთვის. ეუთოს მრავალეროვნული სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, ბოლო არჩევნები (2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის) იყო "კონკურენტუნარიანი, მაგრამ არა თავისუფალი".
საქართველოს დემოკრატიის უკან დახევის ყველაზე ბოლო გამოვლინება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეა. ამერიკელმა სენატორებმა, შაჰინმა, ჯონსონმა, რიშმა და კარდინმა გაავრცელეს განცხადება, სადაც შეშფოთება გამოთქვეს სააკაშვილის დაპატიმრებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. Amnesty International სააკაშვილის პატიმრობას ახასიათებს როგორც დამამცირებელი მოპყრობა და "პოლიტიკური შურისძიება". ევროპარლამენტარებმა უკვე გამოთქვეს მოსაზრება იმ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებაზე, ვინც დაუშვა მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
საქართველოს წინსვლის ხედვა
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო გახდა შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე და თავისუფლების იმედი ავტორიტარული ძალებით სავსე რეგიონში. სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტი ჩართულობით, საქართველო წარუმატებლობის ზღვარზე მყოფი ქვეყნიდან გადაიქცა აქტიურ, ახალგაზრდა დემოკრატიად და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორად ერაყში, ავღანეთში და ა.შ. ამის მიუხედავად, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ, ჰიბრიდულმა გამოწვევებმა, ინსტიტუციური მმართველობის გამოცდილების სისუსტემ, ოლიგარქიული მმართველობის ეფექტმა შეაფერხა ჩვენი შესაძლებლობები, მიგვეღწია უფრო მეტს.
საქართველოს დემოკრატიული ძალები გაფართოვდა, მიიღო გამოცდილება და გამრავალფეროვნდა. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მეტს, მაგრამ, არ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მარტოებმა რეგიონში, სადაც დომინირებს ავტორიტარული ძალები. ჩვენი, შეიძლება დავშორდით ერთმანეთს პოლიტიკური არჩევანით, მაგრამ კვლავ ვიზიარებთ თავისუფალი, აყვავებული და დაცული საქართველოს იდეას, რომელიც იქნება აშშ-ს, NATO-სა და ევროკავშირის საიმედო მოკავშირე.
რა მოიტანს ცვლილებებს
დარწმუნებულები ვართ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები ხელს შეუწყობს ამერიკის ინტერესებს და ტრანსატლანტიკურ პრინციპებს საქართველოს, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი და გლობალური დემოკრატიული საზოგადოების შექმნისას შეერთებული შტაბების მოკავშირე ქვეყნის გაძლიერებით.
შედეგებზე ორიენტირება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
ცხადად აცნობეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს მიტაცება, დემოკრატიის უკან დახევა და ტოქსიკური პოლარიზაცია ვერ გაგრძელდება. წაახალისეთ პოლიტიკური გადატვირთვა, რისი საუკეთესო გამოხატულებაც იქნება 2022 წლისთვის საპარლამენტო არჩევნები. მიზანი უნდა იყოს ამ ტიპის ბოლო არჩევნების ჩატარება. შემოთავაზებული რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რომელიც უნდა იყოს აპარტიული, რათა გაქრეს განცდა, რომ მმართველი პარტია აკონტროლებს საქართველოს ცესკოს. არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, წინასაარჩევნო კამპანია და თავად არჩევნები უნდა ჩატარდეს ზეწოლისგან დაცლილი, უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი წესებით. ჩვენ, ასევე, ვითხოვთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების გაფართოებას, როგორებიცაა ეუთო/ოდირი და სახელმწიფო დეპარტამენტი.
ცხადი ამოსავალი წერტილი თეთრი სახლისთვის უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სიტყვის უფლება დემოკრატიის სამიტზე.
მკაცრად გადააფასეთ დახმარების პირობები
მტკიცედ დადექით საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის ძალისხმევის უკან. დააწესეთ პირობები პოლიციის და უსაფრთხოების აპარატურის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით მმართველი პარტიის ტექნიკისგან მათ ხელშესახებ განცალკევებაზე. ჩაატარეთ პოლიტიკური კონტექსტის ყოვლისმომცველი შეფასება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პარტნიორებთან ერთად, რათა აშშ-ს დახმარება მოერგოს მიმდინარე გამოწვევებს. გადაიტანეთ USAID-ის პროგრამების წონა დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოების სანდო პარტნიორებზე. მართლმსაჯულების სისტემას დაურთეთ მკაფიო პირობა, სანამ არ გადაიდგმება სწრაფი და ხელშესახები ნაბიჯები ადრინდელი ვალდებულებების შესასრულებლად, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას.
პასუხისმგებლობა დააკისრეთ კლეპტოკრატიის წყაროებს
დააწესეთ გლობალური მაგნეტსკის აქტი მმართველი პარტიის იმ საკვანძო ფიგურების მიმართ, რომლებმაც აღმოფხვრეს კანონის უზენაესობა, სასამართლო და უსაფრთხოების აპარატი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენეს და მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები გააუარესეს. ამის გათვალისწინებით, დაჟინებით მოითხოვეთ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო და ჰუმანური მოპყრობა ყველა შესაძლო სამართლებრივი ჩარჩოში.
ჩვენ მზად ვართ, კოორდინაცია გავუწიოთ ერთობლივ მოქმედებებს და წარვმართოთ ცვლილებები, რაც საქართველოს, როგორც აშშ-ის მოკავშირეს, მსოფლიოს კრიტიკულ რეგიონში წარმატებულად აქვს.
ხელმომწერათა სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
კომენტარები