იცით რა არის "საბურავების სასტუმრო"?
ფოტო: თეგეტა
როგორც კი ოდნავ აცივდება, მაშინვე ზამთრის ავკარგიანობაზე იწყება ფიქრი. ამ კუთხით ყველას თავისი საზრუნავი აქვს — დიასახლისები ზამთრის მარაგის შენახვაზე ფიქრობენ, ბავშვები თოვლის ბაბუაზე და ახალ წელზე, ახალგაზრდები თოვლიან კურორტებზე, ხოლო რაც შეგვეხება მე და ჩემს ავტომობილიან მეგობრებს, რა თქმა უნდა, მანქანის ზამთრისთვის მოსამზადებელ პროცედურებს განვიხილავთ. ლუდის თანხლებით ერთმანეთს ავტოპრობლემებს ვუზიარებთ და გულუხვად ვარიგებთ რჩევებს ჩვენთვის საჭირო პროდუქტების შესახებ.
ბოლო შეხვედრისას ანტიფრიზზე და საბურავზე ვისაუბრეთ, რადგან ოთხივე შევთახმდით, რომ აკუმულატორები მწყობრში გვქონდა. ეს კი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ქართული, მკაცრი ზამთრისთვის. ანტიფრიზის ჩასხმის გადაწყვეტილების შემდეგ საბურავების თემას მივადექით.
ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, ამბობს: "საბურავების სეზონური ცვლილება საკმაოდ მარტივი მექანიზმია. მიდიხარ სერვისცენტრში, იხდი თანხას, პერსონალი გიცვლის საბურავს..." "კიბატონო, თეორიულად ასეა" — ვაწყვეტინებ მე. "მაგრამ, სერვისცენტრიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე ფიქრობ, რომ რაღაც ისე არ არის, თითქოს იქ რაღაც ისეთი დატოვე, რაც მომავალშიც გამოგადგებოდა. ამ დროს გონება გინათდება. რა თქმა უნდა! დაგრჩა ზაფხულის საბურავები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ შეცვალე".
ბრუნდები სერვისცენტრში და ვაივაგლახით "ტენი" საზაფხულოებს საბარგულში, სადაც ერთი სათადარიგო ისედაც გიდევს. მერე მოდიხარ სახლში და საბურავების ამოწყობაზე წვალობ, პარალელურად კი მათ ახალ ადგილსამყოფელზე ფიქრობ. მოკლედ ფიზიკურ და გონებრივ ტანჯვაში ატარებ მთელ საღამოს.
ამბავი დავასრულე თუ არა, გვერდიდან ჩემმა კიდევ ერთმა მეგობარმა წამოჰყო თავი, რომელმაც თვალებანთებულმა დაიწყო თავისი საბურავების ისტორიის მოყოლა.
ჩემგან განსხვავებით, მას საზაფხულოების წამოღებაზე პრობლემა არ შექმნია, რადგან საკუთარი ჯიპით, საკმაოდ კომფორტულად მიიტანა ისინი სახლამდე. შემდეგ, მარტივად დაალაგა ავტოფარეხში, სადაც მთელი ზამთარი ინახავდა. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ეს ისტორიაც ნამდვილ დრამად იქცა. როდესაც მარტის ქარიან ამინდში მან საბურავების სეზონური შეცვლა დააპირა, აღმოაჩინა, რომ ფარეხში შენახულ საბურავებს დეფორმაცია ჰქონდათ მიღებული და გარედან, მღრღნელების მიერ დანატოვარი ნიშნებიც ეტყობოდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, სამწუხაროდ, ახალი საბურავების ყიდვა გახდა საჭირო, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯი აღმოჩნდა.
კიდევ რამდენიმე წუთი საბურავების ირგვლივ ვტრიალებდით. ვიხსენებდით ისტორიებს და ვწუწუნებდით იმაზე თუ როგორი რთულია საბურავების შენახვა სახლის პირობებში, რომ მათ თავისი შენახვის წესი აქვთ. ბოლოს იმ აბსურდულ თეორიამდეც მივედით, რომ საბურავების სეზონურ შეცვლას დიდი არაფერი სხვაობა მოაქვს და ჯობია, რომ ორივე სეზონი ერთი და იგივე საბურავით გავატაროთ.
თითქმის ნახევარ საათიანი განხილვის შემდეგ, ჩვენმა მეგობარმა, რომელსაც საუბრის დასაწყისში აზრის ბოლომდე თქმა არ ვაცადეთ, გაგვაჩერა და ორი ჯადოსნური სიტყვისაგან შემდგარი წინადადებით დაასრულა ის, რის თქმასაც თავიდანვე აპირებდა — "საბურავების სასტუმრო".
შემდეგი რამდენიმე წუთის მანძილზე გვიხსნიდა, რომ თურმე თბილისში თეგეტა მოტორსს ჰქონია "საბურავების სასტუმრო", სადაც ნებისმიერი ტიპის საბურავის შენახვა შეგვეძლო. აქ ერთი ცალი 15-იანი საბურავის შენახვა, ერთი თვე 6 ლარი დაგვიჯდებოდა, ხოლო 16-იანის და მის ზემოთ, კი 7 ლარი. ფაქტობრივად, ერთი ლანჩის ფასად ვინახავდით საბურავს, რომელიც ჩვენი დაუდევრობის გამო ათმაგი გვიჯდებოდა.
მეორე დღესვე ჩავჯექი ავტომობილში და ჩემი 1 წლის ზაფხულის საბურავები გამოსაზამთრებლად თეგეტა მოტორსში დავტოვე.
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
კომენტარები