Eastern Promotions და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti
ფოტო: თიბისი
16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში, რადისონ ქოლექშენში (Tsinandali Estate) რიგით მეხუთე ფესტივალი — Jazz and Wine Kakheti გაიმართება.
ფესტივალში, ტრადიციულად, ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - ფესტივალის ფარგლებში გაიმართება რუდი ვალენტინოსა და ბალერას (იტალია) კონცერტი; სპეციალურად Jazz and Wine Kakheti-სთვის ქართველმა, ამერიკელმა, პოლონელმა და იტალიელმა მუსიკოსებმა შექმნეს პროექტი სახელწოდებით UNITED PIANIST feat.: დენი გრისეტი / Danny Grissett (აშშ), მიხალ ტოკაი / Michal Tokaj (პოლონეთი), რობერტ ტარენზი/ Robert Tarenzi (იტალია), პაპუნა შარიქაძე /Papuna Sharikadze (საქართვლო), რომელიც მხოლოდ ფესტივალის სტუმრებისთვის შესრულდება; სტუმრების განწყობაზე ასევე იზრუნებენ დიჯეი მაესტრო და სუზან ალტ / DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდები).
Jazz and Wine Kakheti-ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები, ტრადიციულად, მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; იტალიელი მზარეულები მაურიციო სიცილიანო და ემანუელა კარლი კი გამართავენ კულინარიულ შოუს და სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებენ.
Jazz and Wine Kakheti კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება — სტუმრებისთვის კოვიდ-რეგულაციების ნორმების დაცვას ფესტივალის პარტნიორი კლინიკა რეიმანის გენეტიკურ-მოლეკულური ლაბორატორია რეიგენი უზრუნველყოფს. გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისა, საფესტივალო სივრცეში, დამატებითი უსაფრთხოებისთვის, დამონტაჟებული იქნება დანადგარი, ეარსენსი, რომელიც გამოიყენება ჰაერში კოვიდ-19-ის არსებობის დასადგენად ვირუსის ადრეულ ეტაპზევე. ეარსენსი არის უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც უკვე იყენებენ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და თავშეყრის ადგილებში.
რეგულაციების სრულად დაცვის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მაინც დაფიქსირდება საფესტივალო სივრცეში, ყველა დამსწრე ადამიანი დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ამის შესახებ.
კოვიდ-ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, Jazz and Wine Kakheti-ის ფესტივალზე დასასწრებად, სტუმრებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ, 72-24 საათის შუალედში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კოვიდ პასპორტი. სპეციალურად Jazz and Wine Kakheti-ის ფესტივალის სტუმრებისთვის PCR ტესტის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა რეიმანის გენეტიკურ ლაბორატორიაში ექსკლუზიურ ფასად (მის.: სანდრო ეულის 7). აღსანიშნავია, რომ რეიმანის გენეტიკურ ლაბორატორიაში ტესტის ჩატარება შესაძლებელია როგორც ინოვაციური სპესიმაქს სალივა (SpeciMAX Saliva) მეთოდით (მხოლოდ ნერწყვის ნიმუშის გამოყენებით), ასევე სტანდარტული PCR ტესტით.
ფესტივალის ნაკრების შეძენა სტუმრებს შეუძლიათ ბმულზე: www.tkt.ge
თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
16 ოქტომბერი, წინანდლის მამული რადისონ ქოლექშენი — ფესტივალის პროგრამა:
14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:
რუდი ვალენტინო და ბალერას / Rudy Valentino & Baleras -ის კონცერტი (იტალია),
ქართული ღვინის დეგუსტაცია;
მაურიციო სიცილიანო და ემანუელა კარლი / Maurizio Siciliano & Emanuela Carli-ის კულინარიული შოუ (იტალია)
20:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:
სპეციალური პროექტი: “UNITED PIANIST” feat.: დენი გრისეტი / Danny Grissett (აშშ), მიხალ ტოკაი / Michal Tokaj (პოლონეთი), რობერტ ტარენზი/ Robert Tarenzi (იტალია), პაპუნა შარიქაძე /Papuna Sharikadze (საქართვლო).
22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:
დიჯეი მაესტრო და სუზან ალტ / DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდები).
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
კომენტარები