ქართული ოცნება 33%, ენმ – 25%, გახარია 10% — Edison Research-ის კვლევის შედეგები
ფოტო: Getty Images
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიებს მისცემდით ხმას — 33%-მა ქართული ოცნება უპასუხა, 25%-მა ნაციონალური მოძრაობა, ხოლო 10%-მა გიორგი გახარიას საქართველოსთვის. კვლევის მიხედვით:
- გამოკითხულთა 6%-მა ლეიბორისტული პარტია აირჩია;
- გირჩი-მეტი თავისუფლება — 4%;
- ლელო — 3%;
- ანა დოლიძე ხალხისთვის — 3%;
- პატრიოტთა ალიანსი — 3%;
- მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი — 2%;
- ევროპული საქართველო — 2%;
- გირჩი — 2%;
- ერი — ლევან ვასაძე — 2%;
- დროა — ელენე ხოშტარია — 1%;
- მოქალაქეები — ალეკო ელისაშვილი — 1%;
- სხვა — 2%.
პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ სამ ადგილს ექს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იკავებენ.
კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს დადებითად მოსახლეობის 55% აფასებს, ნიკა მელიას 46%. კალაძესა და გახარიას ნეგატიურად მოსახლების 45% აფასებს, ხოლო მელიას 54%.
კითხვაზე თქვენს ქალაქში მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას (თბილისს გარეთ) — 35%-მა უპასუხა, რომ ქართული ოცნების კანდიდატს მისცემდა ხმას, 33%-მა გაერთიანებული ოპოზიციიდან კანდინდატი დაასახელა, 15%-მა საქართველოსთვის — გიორგი გახარია, 6% არცერთ მათგანს მისცემდა ხმას, 11%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
კვლევის თანახმად, დღეს რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებდა 73%, ალბათ მიიღებდა 19%, ალბათ არ მიიღებდა 4% და ნამდვილად არ მიიღებდა, ასევე, 4%.
კვლევის ფარგლებში დაისვა კითხვა, ვის დაუჭერენ მხარს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა ქართულ ოცნებას მისცეს. 65% კვლავ ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 11% საქართველოსთვის — გიორგი გახარიას, 6% ენმ-ს, 2% გირჩი მეტი თავისუფლება, 2% პატრიოტთა ალიანსს, 1% ლელოს, 1% ხალხისთვის ანა დოლიძეს, 7% სხვა პარტიებს.
გამოკითხული მოსახლეობის 72%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 28% კი მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოსახლეობის უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ (39-39%, ჯამში 78%) 5 ივლისის მოვლენებს უკავშირებს. მხოლოდ 22% ამბობს, რომ ლაშქარავას გარდაცვალება ამ დღეს საერთოდ არ უკავშირდება.
გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე მეტი — 92% ჯარს ენდობა, 84% — ეკლესიას, 83% — ექიმებს, 77% — უნივერსიტეტებს, 70% — დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრებს, 68% — პოლიციას, 64% — მედიას.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები