სამი GIF, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა ეჩვენებინათ რიცხვ პის ახსნისას
ფოტო: igordabari / Shutterstock
დღეს, 14 მარტს, მსოფლიოში რიცხვ პის დღე აღინიშნება. მიზეზი მარტივია — მესამე თვის რიცხვი 14.
π-ს შესახებ ალბათ გსმენიათ და ისიც იცით, რომ წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია. ყველამ, ვინც სკოლაში ოდნავ ყურადღებას მაინც უთმობდა გაკვეთილებს იცის, რომ მისი მნიშვნელობა 3,14-ს უდრის; შედარებით ცოტას ახსოვს, რომ უფრო ზუსტად იგი 3,14159-ია; ხოლო დანარჩენებს, ყურმოკრული მაინც აქვთ, რომ სინამდვილეში, ეს რიცხვი საერთოდ არ მთავრდება და უსასრულო რაოდენობის ციფრებისგან შედგება.
წარმოგიდგენთ 3 GIF-ს, რომელიც ყველაზე მარტივად აგიხსნით, რა არის და საიდან მოდის პი.
GIF #1
ფოტო: Wikipedia
რადგან π წრეწირის სიგრძის და დიამეტრის შეფარდებაა, თუკი ავიღებთ ერთეულოვან წრეწირს (ანუ წრეწირს, რომლის დიამეტრი 1 პირობითი ერთეულის ტოლია) და გავშლით მას წრფეზე, ერთეული სიგრძის დიამეტრი ამ მონაკვეთში 3-ზე ცოტა მეტჯერ უნდა ჩაეტიოს. უფრო ზუსტად კი — 3,14-ჯერ. კიდევ უფრო ზუსტად კი... 3,14159-ჯერ. საბოლოო სიზუსტით ამ რიცხვს ვერასდროს დავწერთ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის არასოდეს მთავრდება.
GIF #2
ფოტო: Nerdist
მეორე გზა, რომლითაც π-ს გააზრება შეგვიძლია, კუთხის საზომი ერთეული — რადიანია. ერთი რადიანი არის წრის ორ რადიუსს შორის არსებული კუთხე, რომლის შესაბამისი რკალის სიგრძეც, თავად ამ რადიუსების ტოლია. თუკი გავზომავთ, ვნახავთ, რომ ნახევარ წრეში 3 ცალი რადიანი და კიდევ სულ ცოტა (0,14159…) ეტევა. დაკვირვებულები უკვე შეამჩნევდით, რომ ეს რიცხვი ზუსტად იმდენია, რამდენი დიამეტრიც ჩაეტია ზემოთ, წრის სიგრძეში :)
ეს გასაკვირი არ არის, რადგან როგორც ვიცით, წრის რადიუსი, მისი დიამეტრის ნახევარია. ხოლო განმარტებასაც თუ გავიხსენებთ, მარტივად მივხვდებით, რომ ამ შემთხვევაშიც, ნახევარ წრეში პი-ცალი რადიანი ჩაეტევა.
GIF #3
მესამე მეთოდი, რომლითაც წრის გარშემოწერილობის და მისი დიამეტრის შეფარდების სხვაგვარად წარმოდგენა შეგვიძლია, სინუსოიდაა. დახატული და მოციმციმე სინუსოიდა, სავარაუდოდ, ხშირად გინახავთ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებში, ან, სამედიცინო დაწესებულებებში, ან, შეიძლება, სკოლაშიც კი, ტრიგონომეტრიის სწავლისას. სინუსოიდა სინუს-ფუნქციის აღმწერი ორგანზომილებიანი გრაფიკია. ეს ფუნქცია კი, რეალურად, ძალიან მარტივი რამეა — მართკუთხა სამკუთხედში, ჩვენთვის საინტერესო მახვილი კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან (ანუ ის გვერდი, რომელიც მართკუთხა სამკუთხედში ყველაზე გრძელია).
როგორც ზედა GIF-დან ჩანს, სინუსოიდა ასევე შეგვიძლია წარმოვადგინოთ, როგორც კოორდინატები ერთეულოვან წრეწირზე და, როგორც კი ნახევარ წრეწირს „გავირბენთ”, ზუსტად π მანძილი გვექნება „გავლილი” სინუსოიდის აბსცისთა ღერძზე.
და ბოლოს — თუ ძალიან ცნობისმოყვარე ხართ და გაინტერესებთ, რა ციფრები მოდის 3,14-ის შემდეგ, ინებეთ პის პირველი ათასი სიმბოლო ათწილადის ნიშნის შემდეგ:
3.1415926535897932384626433832795028841971693993751058209749445923078164062862089986280348253421170679821480865132823066470938446095505822317253594081284811174502841027019385211055596446229489549303819644288109756659334461284756482337867831652712019091456485669234603486104543266482133936072602491412737245870066063155881748815209209628292540917153643678925903600113305305488204665213841469519415116094330572703657595919530921861173819326117931051185480744623799627495673518857527248912279381830119491298336733624406566430860213949463952247371907021798609437027705392171762931767523846748184676694051320005681271452635608277857713427577896091736371787214684409012249534301465495853710507922796892589235420199561121290219608640344181598136297747713099605187072113499999983729780499510597317328160963185950244594553469083026425223082533446850352619311881710100031378387528865875332083814206171776691473035982534904287554687311595628638823537875937519577818577805321712268066130019278766111959092164201989
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
კომენტარები