როგორ მოვუაროთ ავტომობილის კონდიცირების სისტემას
ცხელ ზაფხულში ავტომობილის მთავარი კომფორტი მის ინტერიერში მაქსიმალური სიგრილეა. #თეგეტასსახელმძღვანელო მარტივად აგიხსნით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ზაფხულში ავტომობილში სიცხემ არ შეგაწუხოთ, კონდიცირების სისტემა კი დიდხანს გემსახუროთ.
ჰაერის კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობა და გამძლეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად უვლით მას. თქვენი ყურადღების გამახვილება ისეთ ფაქტზე გვსურს, რომელსაც ყურადღებას ძალიან იშვიათად ან არასდროს აქცევენ ხოლმე.
თუ თქვენი ავტომობილის სალონი გრილდება, კონდიციონერი მუშაობს, მაგრამ დიდი ხანია, სისტემა არ შეგიმოწმებიათ, ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ყველაფერი წესრიგშია. თუ კონდიციონერს ფრეონი აკლია, კომპრესორი უმეტეს შემთხვევებში მაინც ირთვება და სალონიც გრილდება. შესაძლოა, ისე აღარ აგრილებდეს, როგორც ადრე, მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობისთვის განსხვავება ხშირად შეუმჩნეველია.
სანამ კონდიციონერის მოხმარებას აქტიურად დაიწყებთ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ფრეონის დონე და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს. ეს სერვისი საკმაოდ დაბალი ღირებულებისაა, რაც კონდიციონერის კომპრესორს დაზიანებისგან იხსნის და სამომავლოდ, უფრო დიდ ხარჯს აირიდებთ თავიდან.
გახსოვდეთ: ფრეონის თუნდაც მცირე დოზით ნაკლებობა, კონდიციონერის სისტემის ნელ-ნელა დაზიანებას იწვევს და დიდია იმის შანსი, რომ კომპრესორი მწყობრიდან გამოვიდეს, მისი შეცვლა კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
თეგეტა მოტორსი გირჩევთ
დაზიანების შემთხვევაში, ახალი ან მეორადი კომპრესორის დაყენებისას აუცილებელია, გამოირეცხოს სისტემა და შეიცვალოს კონდიციონერის ფრეონის ფილტრი. თეგეტა მოტორსის ფილიალებში სისტემის გამორეცხვის სერვისი უახლესი დანადგარით ხდება.
ჰაერის კონდიცირების სისტემის სრულყოფილი მუშაობისთვის აუცილებელია სალონის ფილტრის დროულად შეცვლაც. სალონის ფილტრის გამოცვლა საკმაოდ მარტივია და ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ნახეთ ვიდეო, რათა გაიგოთ, თუ როგორ უნდა შეცვალოთ სალონის ფილტრი თქვენ თვითონ.
თეგეტა მოტორსში თქვენი ავტომობილის კონდიცირების სისტემას პროფესიონალები შეამოწმებენ და საშუალება გექნებათ ისარგებლოთ სტანდარტული და ახალი თაობის (R1234yf) ფრეონის შემოწმებისა და დამატების სერვისით. თქვენი კომფორტისთვის თეგეტა გთავაზობთ Online რეზერვაციას — დაჯავშნეთ სერვისი თეგეტაში ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე.
რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ მოცემულ ბმულზე — reservation.tegetamotors.ge, ასევე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით: (032) 226 44 44
თვალი ადევნეთ #თეგეტასსახელმძღვანელოს და იზრუნეთ თქვენს მანქანაზე თეგეტასთან ერთად, შეხვდით ზაფხულის ცხელ დღეებს მომზადებული.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
კომენტარები