"ცუდი აზრი იყო" — ბარბრა სტრეიზანდი A Star Is Born-ზე
ფოტო: Warner Bros. / Russell James
ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა, ბარბრა სტრეიზანდმა, 2018 წელს გამოსულ პოპულარულ ფილმზე, A Star Is Born-ზე ისაუბრა, რომელიც 1976 წლის ვერსიის რიმეიქია; ამ უკანასკნელში კი თავად სტრეიზანდი მონაწილეობს.
"როცა პირველად გავიგე, რომ თავიდან იღებდნენ, მასში უილ სმითსა და ბიონსეს უნდა ეთამაშათ", — ამბობს ბარბრა, — "მაშინ ვიფიქრე, რომ ეს საინტერესო იყო და ორიგინალური ვერსიისგან უფრო განსხვავებული იქნებოდა: განსხვავებული ტიპის მუსიკა, შეხმატკბილებული მსახიობები — მეგონა, შესანიშნავი იდეა იყო. ამიტომ, გავოცდი, როცა ვნახე, რამდენად ჰგავდა საბოლოო ვერსია 1976 წელს გადაღებულს".
ავსტრალიურ სატელევიზიო გადაცემაში, The Sunday Project, სტრეიზანდმა აღნიშნა, რომ რიმეიქის გადაღება "ცუდი აზრი" იყო, თუმცა, მის წარმატებაზე "სიტყვა არ ეთქმის".
ფილმის წარმატება კი ნამდვილად თვალშისაცემია; კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ის ნომინირებული იყო საუკეთესო კინოსურათის კატეგორიაში, გამოიმუშავა $436 მილიონი, ლედი გაგამ კი თავისი პირველი ოსკარი მიიღო. ფილმის საუნდტრეკის ერთ-ერთი სიმღერა, Shallow, მოგვიანებით მსოფლიო ჰიტადაც იქცა.
თუმცა, სტრეიზანდი იმასაც დასძენს, რომ ფილმის წარმატება "დიდად არ ადარდებს, რადგან ის ორიგინალურს ქმნის".
აღსანიშნავია, რომ 1976 წლის ვერსიაც არ ყოფილა ორიგინალური. ის, თავის მხრივ, რიმეიქია 1954 წელს გამოსული ფილმისა, სადაც მთავარ როლებს ჯუდი გარლანდი და ჯეიმს მეისონი ასრულებდნენ. ეს ვერსია კი ასევე რიმეიქია 1937 წლის ორიგინალური ვერსიისა, რომელშიც ჯენეტ გეინორმა და ფრედრიკ მარჩმა ითამაშეს.
თავად სტრეიზანდმა წინათ კუპერისა და გაგას ვერსიას ხოტბა შეასხა. 2018 წელს მან აღნიშნა, რომ "ფილმი მოეწონა, გაგა კი მასში შესანიშნავი იყო", თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ განსხვავებულს ელოდა.
"ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ლამის 40 წლის წინ იყო. ვფიქრობ, რეჟისორმა გაგაზე შესანიშნავად იმუშავა. ისე, როცა გავიგე, რომ ამას იღებდნენ, ვიფიქრე, რომ განსხვავებული იქნებოდა: განსხვავებული წარმომავლობის მსახიობები ითამაშებდნენ, მუსიკად კი ალბათ რეპს გამოიყენებდნენ. თუმცა, რაც გამოვიდა, ჩემს ფილმს უფრო ჰგავს".
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები