“ბიზნესი არ არის 100-მეტრიანი გარბენი, ბიზნესი მარათონია" — დავით გავაშელი, საერთაშორისო სტარტაპ Stack-ისა და Liloshop.ge-ს თანადამფუძნებელი
ფოტო: ლილოშოპ.ჯი
ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ანტრეპრენერმა, პროფესიით იურისტმა, დავით გავაშელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა ლონდონში გააგრძელა და თავის გუნდთან ერთად პირველი ქართული ჭკვიანი ბრაუზერი — Stack შექმნა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. ანტრეპრენერმა Liloshop.ge-ს შექმნასაც ჩაუყარა საფუძველი , რომელიც დღეს ყველაზე დიდ ქართულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმად იქცა B2B და B2C მომხმარებლებისთვის.
როგორ მოიპოვა Stack-მა საერთაშორისო აღიარება?
— Stack პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტიანსა და მოქნილს ხდის.
"პირველი ცვლილება, რაც ბრაუზერებში მოხდა, იყო ტაბების დამატება. ეს კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ადამიანი ერთი საიტიდან მეორეზე მარტივად გადასულიყო. თუმცა 25 წლის განმავლობაში ეს დიზაინი არავის აღარ შეუცვლია. ინტერნეტი კი ძალიან შეიცვალა. გარდა საიტებისა, ჩვენ ძირითად ნაწილს აპლიკაციების მოხმარებაში ვატარებთ, როგორიცაა ფეისბუქი, მესენჯერი და ა.შ. როცა ამ ფაქტს დავაკვირდით, მივხვდით, რომ ცვლილება გვჭირდებოდა. Stack-ს ბრაუზერს ვეძახით, რათა მომხმარებელმა დაახლოებით გაიგოს რასთან აქვს საქმე, სინამდვილეში ის აპლიკაციების მენეჯმენტში გვეხმარება და უფრო ოპერატიული სისტემის სტილი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი ბრაუზერის", — განმარტავს დავითი.
სტარტაპ იდეისთვის დავითის გუნდმა GITA-ს გრანტი მოიპოვა, Tech Crunch-ის დიდი დაინტერესება გამოიწვია და 500 Startups-ის საშუალებით პირველი ინვესტიცია მოიზიდა, რის შემდეგაც სხვა ინვესტორებისკენ გზა გაეხსნა.
"უნდა იცოდე, რომ იდეა, რომელიც გაქვს არასდროს არ გახდება იდეალური და ისეთი, როგორიც შენ გინდა რომ იყოს. ამიტომ, რაც უფრო მალე გადადგამ ნაბიჯს და შენ მიერ შექმნილ პროდუქტს მომხმარებელს ანახებ, უარყოფით ან დადებით შეფასებას მიიღებ, უფრო მალე შეძლებ მის დახვეწას. ბიზნესი არ არის 100-მეტრიანი გარბენი, ეს მარათონია. იმარჯვებს ის, ვინც დიდხანს ძლებს და უსმენს მომხმარებელს”,
როგორ იქცა ლილოშოპი ქართული კომპანიებისთვის (B2B) პირველ და ყველაზე დიდ ელექტრონულ კომერციის პლატფორმად?
მოგეხსნებათ, მომხმარებლისთვის ლილო მოლი მრავალფეროვანი პროდუქციის ქართულ ბაზარზე უკონკურენტო ფასად შეძენის საშუალებაა. ეს დემოკრატიული სივრცეა ქართველი მომხმარებლებისთვის — რაც მთავარ ღირებულებად იქცა ლილოშოპის შემთხვევაშიც. ფასის სხვაობა საიტსა და ლილო მოლის ადგილობრივ მაღაზიას შორის მცირეა. სამაგიეროდ მყიდველი ზოგავს დროს, ენერგიას, მგზავრობის თანხას. სწორედ,პროდუქციის მრავალფეროვნების გამო, სავაჭრო სივრცე თანაბრად საინტერესო გახდა B2B და B2C მომხმარებლებისთვის.
ფოტო: ლილოშოპ.ჯი
LILOSHOP.GE-ზე ლილო მოლში 6 000 მაღაზიის, 3 800-მდე მეწარმის პროდუქცია განვათავსეთ, რაც მეტად შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა ამად ღირდა, რადგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლებისგან, მოგვიანებით კი კომპანიებმაც დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა, რის შემდეგადაც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებად ვაქციეთ B2B მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა და ცალკე დეპარტამენტიც ჩამოვაყალიბეთ კომპანიაში.
ბიზნესის რომელ სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობთ?
სასტუმროები, რესტორნები, ჰიპერმარკეტები, საჯარო და კერძო სკოლები, ბაღები, სახელმწიფო ინსტიტუციები, საბანკო სექტორი , საერთაშორისო და სხვა კერძო ორგანიზაციები — ეს იმ დაწესებულებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც წლებია უკვე, Liloshop.ge-თან გრძელვადიანად თანამშრომლობენ.
"ლილოშოპი პირველი ქართული იკომერს პლატფორმაა, რომლის მომამხმარებელიც საქართველოში არსებული თითქმის ყველა ბ2ბ სექტორის წარმომადგენელია. სხვადასხვა კომპანიის შესყიდვების მენეჯერებისთვის ჩვენთან თანამშრომლობა კომფორტულია, რადგან ყველა იმ ნივთის შეძენა შეუძლიათ ონლაინ, რაც “ლილო მოლშია” განთავსებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიებისთვის გვაქვს თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ჩვენი მომსახურებაც მომხიბლავია, რადგან ჩვენთან ბ2ბ მომხმარებლებისთვის ცალკე დეპარტამენტი არსებობს, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელთან უშუალო კომუნიკაცია აქვს, მომხმარებლის მხარდაჭერასა და შესყიდვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მომზადებას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მიწოდების სერვისი გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, რის გამოც დაინტერესებას თანაბრად გამოთქვამენ როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან",
— ამბობს დავითი.
რა არის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი?
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია იცოდე, როდის უნდა დანებდე. ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია: მე თვითონ უნდა ვიცოდე, რომ საქმის წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთე. თუ ამის შემდეგაც არაფერი გამოვიდა, ესე იგი მე იქ არ ვყოფილვარ, სადაც საჭირო იყო, ან ეს პროდუქტი ხალხს არ სჭირდებოდა. მცირე პაუზის შემდეგ საქმეს კვლავ ახალი მოტივაციით უნდა შეუდგე და დაიწყო განხორციელება.შემდეგ ყველაფერი რიგიანად გამოვა!", — ამბობს დავითი.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
კომენტარები