მელორი ტაუერსის სკოლა — ადგილი საოცნებო თავგადასავლებისთვის
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
"ეცადეთ, ბევრი წაიღოთ აქედან", — ამბობს გოგოების სკოლა-პანსიონის დირექტორი, მშვიდი, ჭაღარათმიანი, კამკამა ლურჯთვალებიანი ქალი, ქალბატონი გრეილინგი.
რომელ გოგოს არ უოცნებია ისეთ სასწავლებელში მოხვედრაზე, სადაც ისწავლიდა და იცხოვრებდა კიდეც, საუკეთესო მეგობრებს შეიძენდა, სხვა მოსწავლეებივით სპეციალურ სასკოლო ფორმაში გამოეწყობოდა და პანსიონში თავსგადამხდარ ამბებზე მშობლებს მისწერდა წერილს.
ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი მწერლის, ენიდ ბლაიტონის მოთხრობების სერია მელორი ტაუერსის სკოლის და იქ მცხოვრები გოგოების შესახებ შესანიშნავი არჩევანია მკითხველისთვის, რომელთაც მოსწონთ ამბები სკოლა-პანსიონების შესახებ. სხვადასხვა გამოცდილების, ხასიათის თავისებურებებისა და მისწრაფებების მქონე გოგოებს მელორი ტაუერსში ერთი რამ აერთიანებთ — ყველას უწევს შრომა სიძნელეების გადასალახავად და წარმატების მისაღწევად, ჰარმონიული ურთიერთობებისა და მეგობრობის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად და შეცდომების გამოსასწორებლად.
მელორი ტაუერსის რომანების მიხედვით BBC-მ 2020 წელს მინისერიალი გადაიღო.
კორნუოლის სადგური ბოლო გაჩერებაა, აქედან კი მელორი ტაუერსი არც ისე შორსაა. რაც უფრო უახლოვდება მატარებელი კორნუოლს, გოგოებში ღელვა იმატებს — ნეტა როგორია მელორი ტაუერსი, როგორ გამოიყურება ის საოცნებო ადგილი, სადაც ახალი, აქამდე უჩვეულო, შესანიშნავი ცხოვრება უნდა დაიწყონ?!
მელორი ტაუერსის კლდეზე აგებული დიდებული შენობა ოთხ კოშკს მოიცავს და გარს შემოვლებული უზარმაზარი გალავნით სასახლეს მოგაგონებთ; კოშკის კედლები სუროებითაა დაფარული და ფანჯრებიდან ზღვის დიდებული ხედები იშლება. ოთხივე კოშკი, რომლებშიც გოგოები უნდა განაწილდნენ, ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მოსწავლეებს ევალებათ, საუზმობამდე საწოლი გაასწორონ და საღამოს დროულად დაიძინონ, კარგად ისწავლონ და ერთმანეთზე იზრუნონ. მელორი ტაუერსში დაუწერელი კანონიც არსებობს, რომლის დარღვევა არავის არ უნდა: "თუ ვინმე ღამით დანარჩენებს უმიზეზოდ შეაწუხებს და ძილის საშუალებას არ მისცემს, გარიყავენ და ხმას არ გასცემენ". დიახ, დიახ — წესები ყველგან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ ადგილას, სადაც 250 გოგო სწავლობს.
უკვე დამტკიცდა სერიალის მეორე და მესამე სეზონებიც, მათი გადაღებები კი წლის მიწურულს დაიწყება.
ის რაც, მელორი ტაუერსის პანსიონს სხვა სკოლებისგან გამოარჩევს, სკოლაში დამკვიდრებული ღირებულებებია. სკოლის დირექტორის, ქალბატონი გრეილინგის მისასალმებელი სიტყვა ახალწვეულებისადმი იმ ფასეულობებს გამოხატავს, რომლებიც არასოდეს ძველდება, ყოველთვის აღგვაფრთოვანებს და რომლებსაც მელორი ტაუერსში განუხრელად იცავენ:
"მხოლოდ გამოცდების ჩაბარება და სტიპენდიის მოპოვება წარმატებად არ მიმაჩნია, თუმცა ესეც აუცილებელია! ჩვენი წარმატება ის იქნება, თუ თქვენ ზნეკეთილ, შეგნებულ და საიმედო ადამიანებად აღგზრდით, რომლებიც მთელ ქვეყანას მოუტანენ სარგებელს; და თუ რომელიმე თქვენგანი ამას ვერ გაიგებს, ეს ჩვენი სკოლის მარცხი იქნება".
გაიცანით წიგნის მთავარი გმირები: დარელ რივერსი სამართლიანი, კეთილი გოგოა, სელი ჰოუფი — გულისხმიერი და დინჯია, პატარა მარი-ლუ მოშინაურებულ თაგუნიას ჰგავსო, ამბობს მასზე ერთ-ერთი იქაური მოსწავლე და ნამდვილად შესაფერისი ეპითეტია, თუმცა, როცა საჭიროა, მიამიტ და მშიშარა მარი-ლუს სიმამაცის გამოვლენაც არ უჭირს; გონდოლინა ლეისი ქერათმიანი, დედისერთა, ცოტა თავკერძა გოგოა, თუმცა მელორი ტაუერსში ცხოვრება მის ხასიათსაც ცვლის თანდათან; და ალისია — სკოლის პოპულარული გოგო, ყველა მასთან მეგობრობაზე რომ ოცნებობს, კარგად რომ სწავლობს და მხიარულია, მაგრამ ზოგჯერ განსაკუთრებული ენამწარობით გამოირჩევა და ოინების მოფიქრებაშიც ბადალი არ ჰყავს.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მელორი ტაუერსის სერიის მეორე, მესამე და მეოთხე წიგნებში ახალი პერსონაჟები ჩნდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პანსიონში ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება და თავგადასავლებიც იმატებს.
მეხუთე წიგნს სულაკაურის გამომცემლობა აგვისტოს პირველ ნახევარში გამოსცემს. მკითხველს, რომელმაც უკვე შეიყვარა მელორი ტაუერსის პერსონაჟები, შეუძლია ცხელი აგვისტო ისევ გაატაროს წიგნის საყვარელ გმირებთან ერთად, მელორი ტაუერსის ნაცნობ და დიდებულ გარემოში. ალბათ ყველას ერთი სული აქვს გაიგოს, კიდევ რა ამბები მოხდება ჩრდილოეთის კოშკში!..
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები