სულის მოგზაურობა ტაილანდელი ოსტატის ბაღში – ნენე კვინიკაძე კანიდან
ფოტო: Cannes
2010 წელს კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი იმ რეჟისორმა აიღო, რომლის სახელისა და გვარის უშეცდომოდ წარმოსათქმელად მაყურებელს წლები დასჭირდა. აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ენიგმურობის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. კინოსურათით ბიძია ბუნმი, რომელსაც წინა ცხოვრება ახსოვს მან თანამედროვე კინოში სრულიად განსხვავებული ენა, ფორმა და ხმის დიზაინი წარმოადგინა.
2021 წლამდე, თერთმეტი წლის განმავლობაში, ის სხვა საინტერესო კინოსურათებით საკუთარ გამორჩეულ ტერიტორიას აფართოებდა, სოციალ-პოლიტიკური საკითხების წარმოსაჩენად უცნაურ და არაპირდაპირ ფორმას ირჩევდა.
წელს ისევ საკონკურსო პროგრამაშია. “მეხსიერება” პირველი სურათია, რომელიც რეჟისორმა ტაილანდის გარეთ გადაიღო. ასევე, პირველად ითანამშრომლა ტილდა სიუნტონთან და კიდევ ერთხელ გაგვიყოლა სულის თავგადასავალში.
პოეტური ინდივიდუალობის ნებას დაქვემდებარებული ფსიქოდელიური ნამუშევარი, კოლუმბიაში მცხოვრები ქალის, ჯესიკას ამბავია, რომელიც მედილინში ცხოვრობს და ბაღის ყვავილების ბიზნესი აქვს. სიჩუმით დაპყრობილ სივრცეებს მოულოდნელი, უცნაური, აფეთქების, ან რაღაც მძიმე ნივთის დაცემის ხმა იპყრობს.
ფოტო: Cannes
ჯესიკა ბოგოტაში დის სანახავად ჩადის, ის საავადმყოფოში ამოუცნობი რესპირატორული დაავადების გამო წევს.
საავადმყოფო, ბიბლიოთეკა, კაფე – ვირასეტაკულის ინტერიერებიც ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც მისი, ადამიანების გვერდით მცხოვრები მოჩვენებები, მცენარეები და ხმები.
გამოჯანმრთელებული დის სანახავად კაფეში მისული ჯესიკა აღმოაჩენს, რომ ის ამოუცნობი ხმა მხოლოდ მას ესმის.
ჯესიკა მეგობრის დახმარებით ხმის ჩამწერ სტუდიაში მიდის, ჰერნანი მას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, სწორედ იმ ამოუცნობი ხმის ჟღერადობის პოვნაში ეხმარება.
ფოტო: Cannes
რამდენიმე დღეში ჰერნანის მოსაკითხად მისულ ჯესიკას სტუდიის თანამშრომლები ეტყვიან, რომ არანაირი ჰერნანი იქ არ მუშაობს. რაღაც დროის შემდეგ, ჯესიკა ასაკოვან კაცს გაიცნობს, რომელსაც ასევე ჰერნანი ჰქვია. ის საკუთარი სოფლიდან ფეხს არ იცვლის და ყველა მოგონება ახსოვს. ჰერნანთან საუბრისას ჯესიკას მოგონებების ნაკადი აწყდება, მაგრამ არის თუ არა ეს თავად ჯესიკას მოგონებები? რა კავშირია უცნობ ადამიანებს შორის? გარდაუვალი იყო თუ არა მათი შეხვედრა?
ვირასეტაკულის სინამდვილეც და წარმოსახვითი სამყაროც ვეებერთელა, წამლეკავი წყლის რეზერვუარებს ჰგავს. არ არსებობს ვირასეტაკულის ფილმების გზამკვლევი. ესაა სულის მოგზაურობა ტაილანდელი ოსტატის ბაღში. ერთგვარი სეირნობა და სეირნობისას აღმოჩენილი ყველაზე მთავარი.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა

კომენტარები