ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია: სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა უზენაესის ნებაა
ფოტო: EMC
ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის თბილელი ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2–ის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დაცვა. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"ზოგჯერ ისე გვგონია, რომ ადამიანის უფლებები დემოკრატიის ნაწილია. არადა ეს პირიქით არის დემოკრატია, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, რწმენისა და სინდისის თავისუფლება ეს ყველაფერი ნაწილია ადამიანის უფლებებისა. დემოკრატია მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ უფლებებისა.
როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიის არსებობას საფრთხე ექმნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. არა მხოლოდ ერთსა და ორ უფლებას, არამედ ყველას.
ყველამ ვიცით, რომ ამა წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ერთხმად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გარშემო მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ყველა, ერი და ბერი.
შეიძლება ვინმეს გულზე არ ეხატებოდეს რუსთავი 2, მაგრამ ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ რუსთავი 2-ის ხელყოფა და ნებისმიერი კრიტიკული მედია საშუალების ხელყოფა საქართველოში, თითოეული ადამიანის უფლებებს ლახავს.
მე ამაყი ვიქნები, თუ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას შეასრულებს და რუსთავი 2 საქმეს შეხედავს არა პარტიული და პარტიზანული, არამედ სახელმწიფოებრივი პერსპექტივიდან. მე ამაყი ვიქნები თუ რუსთავი 2-ის მიმართ თანადგომას გამოხატავენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსთავი 2-ს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჰყავს გამოტარებული არაერთხელ და ორჯერ.
მე ამაყი ვიქნები თუ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი, ასევე ქალბატონი იუსტიციის მინისტრი (მსგავსად პირველი ლედისა) ერთად მივლენ რუსთავის 2-ის შენობასთან თავიანთი თანადგომის გამოსახატავად. ეს ისეთი დროა, როდესაც ყველამ განზე უნდა გადავდოთ ჩვენი პარტიული ლოიალობები და პოლიტიკური პრეფერენციები. დღეს ყველანი ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე უნდა დავდგეთ.
ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის დროს, სელმას მარშის შემდეგ დიდი ებრაელი რაბინი, ჯოშუა ჰერშელი, რომელიც მარტინ ლუთერ კინთან და სხვებთან ერთად ამ მარშს მიუძღოდა, აღტაცებული წერდა “იმ დღეს ჩემი ფეხები ლოცვად იყვნენ გადაქცეული.” ვისთვისაც ქრისტიანობა ანდა რელიგია მართლა რამე ღირებულებას წარმოადგენს, მან უნდა გაიაზროს, რომ ამ დიდმარხვაში ადამიანის უფლებების დაცვა იგივეა, რაც მარხვა და ლოცვა. სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა უზენაესის ნებაა და ასე უნდა შევხედოთ მას ყველამ".
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
კომენტარები