რიონის ხეობის მცველები პრაიდს ჰომოფობიური მოტივით ემიჯნებიან
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის საინიციატივო ჯგუფი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პრაიდი "დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ასე უფრთხილდებოდნენ".
"არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე", — წერია განცხადებაში.
ორგანიზატორების მტკიცებით, შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის "უფლებების დაცვის სახელით", ერთი მხრივ, პრაიდის ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც "პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს".
"ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი პრაიდი და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე. სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდეფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია, პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას", — ამბობენ ისინი.
მათი შეფასებით, ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები და კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით.
"ჩვენი აზრით, თბილისი პრაიდის კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ. ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ცალსახად ემიჯნება თბილისი პრაიდის კვვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას", — აცხადებენ ისინი.
23 მაისს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლმა გოლეთიანმა ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
"აზრის გამოხატვის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს ყველა მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსსაც. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ ჩვეულებრივი მოქალაქის ფარგლებს არ გაცდება მისი პროტესტი, რაც არის, შეუძლია აქ მოვიდეს და გააპროტესტოს, მეტი არაფრის თქმა შემიძლია", — თქვა მან.
24 მაისს ნამახვანჰესის აქციაზე აქტივისტს ლგბტ სამკლაურის გამო ძალადობრივი ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მომხდარი ინციდენტის შეფასებისას დაპირისპირების მიზეზად ლგბტ სამკლაური წარმოაჩინა და არა აგრესიული ჯგუფები. მან ზოგადად ძალადობა და იქ მომხდარი დაპირისპირება დაგმო, თუმცა განაცხადა, რომ "გამომწვევი მიზეზი" შეიძლება სიმბოლიკა გახდეს.
გოლეთიანს სიმბოლიკის გამოყენებაზე განცხადება აქამდეც გაუკეთებია, თუმცა პარტიული სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავდა და ამბობდა, რომ არ სურდა პროტესტი რომელიმე პარტიასთან ყოფილიყო ასოცირებული. 23 მაისს გამართულ აქციაზე მყოფებს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო დროშებისა და პირველი რესპუბლიკის დროშების მიტანა შეეძლოთ. მათი დიდი ნაწილი ადგილზე მისული იყო ჯვრებით, ხატებითა და სხვა ქრისტიანული სიმბოლიკით.
გუშინ, პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.
ღონისძიებას რამდენიმე ათეული პირი ესწრებოდა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები — გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები. ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ლგბტ თემს სოლიდარობა გამოუცხადა.
ღონისძიების პარალელურად შეკრებილნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, ბოთლებს, ქვებსა და კვერცხებს ისროდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი. თუმცა პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სამართალდამცავების ყოფნის მიუხედავად აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს კვერცხი მოხვდა, ხოლო ერთ-ერთ სტუმარს დაარტყეს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.
ფილმის ჩვენების შემდეგ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს და შესასვლელთან მათ მიკროავტობუსები ელოდებოდათ. ამ ხნის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფების შეძახილები და ბოთლების სროლა არ წყდებოდა.
-
მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს
გადახედვა
-
ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა" ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა
-
ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს
-
NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის
გადახედვა
-
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა
გადახედვა
-
დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა
გადახედვა
-
ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის? ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის?
-
მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები
გადახედვა
-
მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
გადახედვა
-
პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი 31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
-
თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე
-
რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა
-
ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია
გადახედვა
კომენტარები