ეს საკითხი სასინოდო არ არის — მეუფე სტეფანე ნინოწმინდის პანსიონზე
ფოტო: ჭყონდიდის ეპარქია
მეუფე სტეფანე ფიქრობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხი სინოდზე განსახილველი არ არის. მიტროპოლიტი ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს სინოდმა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა სახლის პრობლემების მოსაგვარებლად.
"ეს საკითხი სასინოდო არ არის. ეს საკითხი უფრო არის, ვთქვათ, კონკრეტულად მუშაობს ხალხი, რაღაც საკითხში გამოძიებაა. სინოდმა იქ რა უნდა გააკეთოს. ჯერ უნდა გავარკვიოთ რა ხდება, ფაქტობრივი მასალა. მერე შევხედოთ, თუ საჭიროა, სინოდზეც იქნება", — განაცახდა მან.
გარდა ამისა, სტეფანე ამბობს, რომ მეუფე სპირიდონი წესიერი და პატიოსანი ადამიანია. მისი თქმით, იცის, რომ პანსიონში ბავშვები ცუდად არ ცხოვრობდნენ.
"მაგრამ იქ რა ხდებოდა, ასე კონკრეტულად ვინმე რამეს იძიებს თუ რაღაცა, ახლა ეგ უკვე შევხედოთ", — განაცხადა მან.
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური და ცრუ მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.
ანა არგანაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, მისივე თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა, ყველა ბავშვის სიცოცხლე შეიძლება იყოს საფრთხეში და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.
საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები