ნებსით თუ უნებლიეთ, საქმე კეთდება, რომელიც აწყობს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს — მდინარაძე ნამახვანჰესის აქციებზე
ფოტო: On.ge/ანა მსხალაძე
ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციებით "ნებსით თუ უნებლიეთ" ის საქმე კეთდება, რომელიც აწყობს, "მაგალითად, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს"
"მართლაც იყო გუშინ ის ელფერი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებად გარდაქმნას მოასწავებდა, ამაზე წინასწარ მე პროგნოზებს არ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამახვაჰესის წინააღმდეგ მიმდინარეობს აქცია, მაინც და მაინც მკაფიო არგუმენტებიც არ ჩანს, ადამიანები, რომლებიც აორგანიზებენ ამ აქცია პირდაპირ ეთერში დებატებზე და გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ჩნდება გარკვეული ეჭვები, თუმცა ამის იქეთ მე ახლა არ წავალ. ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი აკეთებენ იმ საქმეს — მე არ ვაბრალებ, რომ მაინც და მაინც განზრახვაა — საქმე კეთდება ისეთი, რომელიც აწყობს, მაგალითად, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს", — განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, როცა საუბარია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობსა და 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზე და წინააღმდეგობის დროს ისეთი არგუმენტები უნდა ჰქონდეთ, რომელიც ამ ყველაფერს გადასწონის.
"მე არ მინდა წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, რომ ეს მთლიანად პოლიტიკური გახდება იმიტომ, რომ არ ვიცი ამის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, გუშინ პოლიტიკური მოთხოვნებიც გახმოვანდა ამ აქციაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო თანხმობა კახა კუჭავას ძალიან კარგ ინიციატივაზე, როდესაც მან კომუნიკაცია თავად სცადა და უთხრა — მოდით შევხვდეთ, გავიაროთ დეტალურად ყველა პრეტენზია, რაც შეიძლება, გქონდეთ. როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამას გთავაზობს და შენ ეუბნები, რომ იცით რა? უკანა ეზოში გამოდი და იქ პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ, ანუ არ გინდა, რომ ასეთ შეხვედრა შედგეს.
არგუმენტების ჭიდილი შესაძლოა იყოს ის ერთადერთი რეცეპტი, რითაც საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ არის აქ მართალი. სასწორის ერთ პინაზეა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, ამავე პინაზე 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ამ ქვეყნისთვის და მეორე მხარეს ის მითები თუ რეალობა — ამასაც კი ხაზგასმით არ ვამბობ — მითები თუ რეალობა, რომელიც მათ აქვთ არგუმენტების სახით. ჩემი პირადი აზრია, რომ ამ ინტერესებს გარკვეული მითები ვერ გადაწონიან, იმიტომ რომ მითებია და არა რეალობა", — თქვა მდინარაძემ.
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები