ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს
დღეს 23 მაისს თბილისში გასამართ აქციასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს რეკომენდაციას აძლევს დემონსტრაციის ტერიტორიებს მოერიდონ და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან. თანამშრომლებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
"დიდი აქციაა დაგეგმილი 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, აშშ-ს მთავრობის თანამშრომლებს ვურჩევთ, მოერიდონ აღნიშნულ ტერიტორიას, რადგან გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხებაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, მასშტაბური შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ვურჩევთ, დემონსტრაციის ტერიტორიებს მოერიდნონ და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან", — აღნიშნულია შეტობინებაში.
ნამახვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია დღეს 14:00 თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე არის დაგეგმილი.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობამ მათ ჰესის მშენებლობაზე ერთი წლის განმავლობაში მორატორიუმი შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.
პროტესტის თავდაპირველი ადგილი სოფელი ნამოხვანია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ნამახვანჰესის მშენებლობას უწყვეტად აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ისინი ამბობენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.
რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
რიონის ხეობაში ჰესს კომპანია ენკა აშენებს. ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი დეტალურადაა შესწავლილი და რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის ან ხეობისთვის არ წარმოადგენს.
გაიგე მეტი:
- აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში მიიღებენ პასუხს — ბარნაბიშვილი აქტივისტების პირობებზე
- რეპრესიულ მეთოდებს იყენებენ, მაგრამ, ეს მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ — გოლეთიანი
- მოიხსნა ის აპრიორი პირობა, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება — მუსელიანი ნამახვანის თემაზე შეხვედრის შემდეგ
- შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ — სუბარი აქტივისტებთან დიალოგის დასრულების შემდეგ
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს "დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები