TI: ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული კომპანია არალი მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს
ფოტო: ქართული ოცნება
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, კომპანია არალმა, რომელიც ქართული ოცნების შემწირველია ამავე პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოების შემდეგ მილიონობით ლარის ტენდერი მოიგო. არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არალი ტენდერებში მანამდეც იგებდა, თუმცა ივანიშვილთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა.
მათივე განცხადებით, კომპანია ტენდერებს იღებდა იმის მიუხედავადაც, რომ მისი ყოფილი მფლობელი ერთ-ერთი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერიდან 130 000 ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს.
"შპს არალისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მესაკუთრემ ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 მ2 მიწა მიჰყიდა. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51 585 275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ორწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით ხელშეკრულებები 125 454 712 ლარზე (ჯამში ტენდერებით მიღებული შემოსავლების 68,9 %) გაუფორმდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ გარიგებიდან 10 დღეში, აბასთუმანში, აუქციონზე უკონკურენტოდ ნაყიდი, ნახევრად ტყით დაფარული, ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 3 883 მ2 ფართობი, ოთარ თათეშვილის შვილმა, დემეტრე თათეშვილმა გაიფორმა. მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, 2020 წლის აგვისტოში, დემეტრე თათეშვილმა ორივე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უკან დაუბრუნა და სანაცვლოდ, ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 4 660 მ2 მიწა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება და ბიძინა ივანიშვილის მშენებარე სასტუმრო პარაგრაფ მერიოტთან ახლოს მდებარეობს.
"2018 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ რაც აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილმა თათეშვილებისგან მიწა იყიდა, შპს არალი აბასთუმანში, ფონდ ქართუს მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო. მან ააშენა აბასთუმნის ფილტვის ცენტრი და კორპუსი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ასევე შპს არალი აქტიურად იყო ჩართული სანატორიუმების ზეკარისა და ცისარტყელას ადგილებზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმროების მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში", — წერია განცხადებაში.
შპს არალის ტენდერები
ორგანიზაციის მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დემეტრე თათეშვილს და მისი ოჯახის წევრებს წილები 12 კომპანიაში აქვთ, მათგან 7 ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის დროს დააფუძნეს.
მათივე ინფორმაციით, თათეშვილების კომპანიებიდან სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ შპს არალი მონაწილეობს, რომელიც 2011 წლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით 289 ტენდერში მონაწილეობდა და აქედან 116-ში გაიმარჯვა, რისთვისაც ხელშეკრულებები 181 923 427 ლარზე გაუფორმდა. 3 756 442 ლარი კი გამარტივებული შესყიდვებით მიიღო.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამშენებლო კომპანია არალმა 2011-2021 წლებში ჯამში 181 923 427 ლარის ოდენობის ტენდერები მოიგო. მათი ინფორმაციით, აქედან 25 816 009 ლარი (ტენდერებიდან მიღებული საერთო თანხის 14,1%) უკონკურენტოდ, ხოლო 17 447 628 ლარი (9,5 %) — მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
TI-ის განცახდებით, ბოლო სახელმწიფო შესყიდვიდან შპს არალმა 47 070 891 ლარი მიიღო. ეს ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმანში, მდინარე ოცხეს კალაპოტის, ხიდების, მთავარი და საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა. ორგანიზაციის ინფორმაციით, არალი სამუშაოებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შპს ზიმოსთან ერთად განახორციელებს.
რაც შეეხება კორუფციაში ბრალდებას, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქმე ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ 1 927 600 ლარის ღირებულების ტენდერს ეხებოდა. მათი ინფორმაციით, თათეშვილს გამამტყუენებლი განაჩენი დაკავებიდან ერთ თვეში გამოუტანეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, თუმცა, კორუფციაში მხილებული ბიზნესმენის კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონიან ტენდერებს ისევ იღებდა.
"დაკავებიდან სამ კვირაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და ხელშეკრულება 3 099 328 ლარზე გაუფორმდა, განაჩენის გამოტანიდან ერთ თვეში კი კვლავ საავტომობილო გზების დეპარტამენტში მოგებული ტენდერით 199 900 ლარი დაერიცხა", — წერია ანგარიშში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს არალის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს "დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს
გადახედვა
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა

კომენტარები