ვოლტი — 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად!
ვოლტი საქართველო 3 წლის გახდა.
ფოტო: Wolt
მაისის ყოველი დღე — აქციები, ფასდაკლებები და უფასო მიტანა! მთელი თვის განმავლობაში ვოლტი დაბადების დღესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. მათ შორის, წელს პირველად, ვოლტი მომხმარებლის რჩეულ რესტორნებს ასახელებს. საუკეთესო რესტორნები მომხმარებლის მიერ ვოლტის აპლიკაციაში მინიჭებული შეფასებების მიხედვით გამოვლინდა.
2020 წელს ვოლტის მომხმარებელთა რჩეული რესტორნების სია ასეთია - თბილისში: KFC, Bangkok, Mochi, Paul, Tabla Saloon Vake, Tsiskvili, Shaurma Club, Smash, Ska Juice Bar, Ronny’s Pizza, Lui Coffee. ბათუმში: Wendy’s, Dunkin’, Wang’s Wok, Pizza Mizza, Privet iz Batuma. ქუთაისში: Wendy’s, Dunkin’, Thaico, Hacker Pschorr.
დაბადების დღის ფარგლებში ყოველდღე აპლიკაციაში განსხვავებული კამპანია შეგიძლია აღმოაჩინო: 2+1, 1+1, -30%-50% ფასდაკლება და შეუკვეთო როგორც შენი საყვარელი რესტორნებიდან, ასევე სუპერმარკეტებიდან, საკონდიტროებიდან, მაღაზიებიდან და ა.შ.
ტექნოლოგიური კომპანია ვოლტი ფინეთის დედაქალქ ჰელსინკიში 2014 წელს დაარსდა. დაარსებიდან მეხუთე წელს, 2018 წლის 11 მაისს, ვოლტმა ოპერირება საქართველოში დაიწყო. დღეს კომპანია საქართველოში საქმიანობის დაწყების 3 წელს აღნიშნავს.
ვოლტი თავდაპირველად მხოლოდ თბილისში ოპერირებდა და მომხმარებელს რესტორნებიდან კერძების შეკვეთის სერვისს სთავაზობდა. მოსახერხებელი აპლიკაცია, შეკვეთის განთავსების სიმარტივე და გამჭირვალობა, მიტანის სწრაფი სერვისი, მხარდაჭერის გამართული სამსახური, მუდმივი განვითარება — ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც ვოლტს ათი ათასობით მომხმარებლის სანდოობა მოაპოვებინა და ის მათ საყვარელ ბრენდად აქცია.
თბილისში წარმატებულ გაშვებას მოჰყვა ბათუმში და ქუთაისში შესვლაც. ვოლტმა ოპერირების დაწყებიდან მეორე წელს თავისი საქმიანობა გააფართოვა და მომხმარებელს არა მხოლოდ რესტორნებიდან, არამედ სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, წიგნების, ყვავილების, ტექნიკის და მრავალი სხვა მაღაზიიდან პროდუქტების შეკვეთის სერვისიც შესთავაზა.
ვოლტი მსოფლიოს 23 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საქართველო ზრდის ტემპის მაჩვენებლით პირველ ათეულშია. "ჩვენ გავიარეთ გამოწვევებით სავსე, ძალიან საინტერესო 3 წელი. ვთვლი, რომ ყველა გამოწვევა დავძლიეთ და, რაც მთავარია, მიუხედავად სწრაფი ზრდისა, შევინარჩუნეთ მომსახურების მაღალი სტანდარტი", — აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი, ვოლტის რეგიონალური მენეჯერი. "ჩვენ ეს შევძელით, რადგან ეს 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად გავატარეთ — ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდთან, პარტნიორ კურიერებთან, პარტნიორ რესტორნებთან და სხვა სავაჭრო ორგანიზაციებთან, და, რაც მთავარია, ჩვენს მომხმარებლებთან, ვოლტერებთან ერთად. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს თანამშრომლობისთვის, ნდობისთვის და ერთგულებისთვის!"
ვოლტი ზრდის ტემპის შენელებას არ აპირებს, კომპანიას ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს. ვოლტმა მაისში ოპერირება წყნეთშიც დაიწყო და მაისშივე რუსთავში შესვლაც იგეგმება.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
კომენტარები