როგორ უნდა დაინიშნონ კომისიის წევრები, მოსამართლეები და მთავარი პროკურორი — სააკაშვილის "შესწორება"
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, პრფესიული წევრების, მოსამართლის და გენერალური პროკურორის დანიშვნა ევროპაში აპრობირებული მეთოდით უნდა მოხდეს, სადაც კომისია იღებს გადაწყვეტილებს, რომელშიც 3 წევრს ევროკავშირი, 3 წევრს ოპოზიცია, 3 წევრს კი მთავრობა ნიშნავს.
"მთავარი კითხვა რაც მე მაქვს: როგორ ხდება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება? და ეს უნდა ახლიდან დაკომპლექტდეს, რა თქმა უნდა. როგორ ხდება პროკურატურის დაკომპლექტება და სასამართლოს დაკომპლექტება? არსებობს კარგად გამოციდლი პრაქტიკა უკრაინის, ბალკანეთის ქვეყნების, ევროპის მიერ გაკეთებული, სადაც შერჩევას ახდენს 3 წევრი დანიშნული ევროკავშირის მიერ, 3 დანიშნული მთავრობის მიერ, 3 დანიშნული ოპოზიციის მიერ. ასე უნდა დაინიშნოს საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრები, მოსამართლეები და მთავარი პროკურორი", — განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თუ კი აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელდა და ცენტრალური საარჩევნო კომისია თავიდან არ დაკომპლექტდა, ცვლილებას აზრი არ აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ე.წ. ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ საქართველოში შეიძლება და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ესე იგი, უნდა მოხდეს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ, მე მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, რადგან აქამდე მიიყვანეს საქმე და ეს, თავისთავად არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. მაგრამ აქ არის რამდენიმე საკითხი: ჯერ ერთი, დაფიქსირება — ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა და 43%. რატო 43%-ზე და არა 50%-ზე, ქართველი ხალხის მინიმუმ ნახევარზე? 50%+1ზე?. მეორე, ვინ დაითვლის, ეს იქნება 43%, 5%, 30%, 70%? ისინი დღევანდელი დოკუმენტით ტოვებენ თამარ ჟვანიას და ტოვებენ მთლიანად ქოცების მიერ კონტროლირებად საარჩევნო კომისიას, რომელიც 3%-ც რომ მიიღოს ქართულმა ოცნებამ, დაუთვლიან 43%+1", — ამბობს სააკაშვილი.
18 აპრილს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, თუმცა მმართველი პარტია ადგილზე არ იმყოფებოდა. მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მიეცათ.
გირჩმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა და პარლამენტშიც შევიდა. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ამ სახით დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ. ამის შესახებ პარტიის წევრმა, აკო მინაშვილმა თქვა.
დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც გაზიარებულია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადებაა, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.
დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.
ამავე თემაზე:
- რა წერია შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში და რაზე თანხმდება ოპოზიცია — დეტალები
- არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს — ქართული ოცნება
- განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან კორექტირება აღარ მოხდება — ქართული ოცნება
- მზად ვართ, დავიწყოთ განხილვა ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე — ქართული ოცნება
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"კომპანია "სოლიდუსისთვის" საწვავის მიწოდებას აღარ ვგეგმავთ" — CONNECT "რეპსოლის" განცხადებას ეხმაურება "კომპანია "სოლიდუსისთვის" საწვავის მიწოდებას აღარ ვგეგმავთ" — CONNECT "რეპსოლის" განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
-
ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
-
ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
გადახედვა
-
დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
-
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო
გადახედვა
-
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს
გადახედვა
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
-
NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა
გადახედვა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
კომენტარები