თიბისის სტიპენდიატების პროგრამა ყოველწლიურად 200 ნიჭიერ მოზარდს უჭერს მხარს
თიბისის კორპორაციული სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება. თიბისის სტიპენდიატების პროგრამას, რომელშიც ყოველწლიურად 200 მოზარდია ჩართული, წელს 45 ახალი მონაწილე შეუერთდა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 318-მა მოზარდმა. პროგრამის თითოეული მონაწილე იღებს სტიპენდიას 2 წლის განმავლობაში და მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.
თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ყოველწლიური ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ.
პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული — საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.
ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაში თიბისის ისეთი ორგანიზაციები ეხმარებიან, როგორებიცაა: Junior Achievement Georgia, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, PH International, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის#41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ეროვნული ბიბლიოთეკა და სხვა.
მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, თიბისის ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. ტარდება მათ ინტერესებზე მორგებული ლექციები, ექსკურსიები, შეხვედრები და ღონისძიებები. მუდმივად იქმნება ვიდეოები, რეპორტაჟები და ბლოგები პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების შესახებ, რომელთა საშუალებითაც სტიპენდიატები საკუთარი ნიჭისა და მიღწევების შესახებ ფართო აუდიტორიას უყვებიან.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
კომენტარები