მაკდონალდს საქართველომ და HAVI ლოგისტიკმა SOS ბავშვთა სოფელს, ქველმოქმედების მიზნით, 5000 აშშ დოლარი გადასცა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
25 მარტს მაკდონალდს საქართველომ და HAVI ლოგისტიკმა SOS ბავშვთა სოფელს, ქველმოქმედების მიზნით, 5000 აშშ დოლარი გადასცა. HAVI ლოგისტიკი მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიაა და მაკდონალდსის რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას უზრუნველყოფს. HAVI მაკდონალდსის კორპორაციას 45 წელია, ლოგისტიკურ სერვისს უწევს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, ხოლო 2020 წლიდან მან მაკდონალდს საქართველოსთანაც დაიწყო თანამშრომლობა.
ღონისძიება კახეთის გზატკეცილზე მდებარე მაკდონალდსის ახალ რესტორანში გაიმართა და როგორც SOS ბავშვთა სოფლის წარმომადგენელი აცხადებს, შემოწირულობა ბავშვების განათლებასა და სამედიცინო ხარჯებს მოხმარდება.
SOS ბავშვთა სოფელი საქართველო უკვე 30 წელია, მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს ეხმარება. პროგრამის ბენეფიციარები არიან 6-დან 18 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც თბილისსა და ქუთაისში მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ. ასოციაცია მათთვის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს. ბავშვებს აღმზრდელები ოჯახურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ზრდიან. მათ, ასევე, წვდომა აქვთ ყველანაირ საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე და თავიანთი სურვილისა და ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სპორტულ და სახელოვნებო წრეზე დადიან. პროგრამა ჯამში 100-მდე ბავშვს ემსახურება.
გარდა ამისა, ასოციაცია თბილისსა და ზუგდიდში ოჯახის გაძლიერების პროგრამას ახორციელებს, ხოლო თბილისსა და ქუთაისში 24/7 დედათა და ბავშვთა თავშესაფარი აქვს.
მაკდონალდსისა და HAVI ლოგისტიკისთვის საქველმოქმედო კამპანიები სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ისინი მრავალი წელია, სხვადასხვა საჭიროების მქონე ორგანიზაციებს აქტიურად უჭერენ მხარს.
მაკდონალდსი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მთლიანობაში 18 რესტორანს მოიცავს.
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
კომენტარები