Killing Eve მეოთხე სეზონით დასრულდება, თუმცა, შესაძლოა, სპინოფი ვიხილოთ
ფოტო: BBC America
სერიალი Killing Eve მეოთხე სეზონით დასრულდება, თუმცა BBC America სპინოფების გადაღებაზე ფიქრობს.
მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივის მეოთხე სეზონის გადაღებები პანდემიის გამო გადაიდო, მაგრამ პროექტზე მუშაობა ზაფხულის დასაწყისში ისევ განახლდება. გადაღებები გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი. შოუ ეკრანებს 2022 წელს დაუბრუნდება.
სერიალის მეოთხე სეზონის მთავარი სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი ლორა ნილი იქნება, რომელიც ნეტფლიქსის სერიალ Sex Education-ზეც მუშაობდა. ფინალური სეზონის პროდიუსერები ფიბი უოლერ-ბრიჯი, სანდრა ო, სალი ვუდვარდ ჯენთლი, ლი მორისი, ჯინა მინგაჩი და დეიმონ თომასიც არიან.
ფსიქოპათი მკვლელის, ვილანელის როლს ჯოდი კომერი ასრულებს, ხოლო ბრიტანელი გამომძიებლის, ივ პოლასტრის როლს სანდრა ო. სპინოფების შესაძლო სიუჟეტი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ Killing Eve-ის მთავარი პერსონაჟები ახალი სერიალის გმირებად მოგვევლინონ
სანდრა ომ ფანებს და გადამღებ ჯგუფს მადლობა გადაუხადა და სერიალის ფინალურ სეზონს მოულოდნელი უწოდა.
"Killing Eve დიდებული გამოცდილება იყო და ივის შესანიშნავ გონებაში კიდევ ერთხელ ჩახედვას მოუთმენლად ველი. მადლობას ვუხდი მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს, რომელთაც ეს ამბავი სისრულეში მოიყვანეს, ასევე ფანებს, რომლებმაც ეს გზა ჩვენთან ერთად გაიარეს და აღმაფრთოვანებელ, მოულოდნელ ბოლო სეზონსაც აღტაცებით ელიან", — აღნიშნა ომ.
ჯოდი კომერმა კი აღნიშნა, რომ ისეთ სეზონს შექმნიან, რომელიც ყველას დიდხანს დაამახსოვრდება.
"Killing Eve ყველაზე გასაოცარი მოგზაურობა იყო და მუდამ მადლიერი ვიქნები ამ გამოცდილების გამო. მადლობა ფანებს, რომლებიც ამ გზაზე დაგვემგზავრნენ. ყველაფერი კარგი ერთ დღეს სრულდება, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებული. ჩვენი მიზანი ისეთი სეზონის შექმნაა, რომელიც ყველას დიდხანს ემახსოვრება" — განაცხადა კომერმა.
სერიალის პრემიერა 2018 წელს შედგა და წინა სეზონებმა 5 ოქროს გლობუსის და 19 ემის ნომინაციის მოპოვება შეძლო.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
კომენტარები