როგორ დავზოგოთ დრო RPA ტექნოლოგიის მეშვეობით
ფოტო: BDO Digital
"დრო ფულია" — თქვა ჯერ კიდევ ბენჯამენ ფრანკლინმა და ალბათ ამაზე ყველა ვთანხმდებით. დრო ის ერთ-ერთი რესურსია, რომელიც დღევანდელი სწრაფი ცხოვრების რიტმის გამო, თითქოს, სულ უფრო ცოტა გვაქვს და ხშირადაც ვნატრობთ. რა იქნებოდა, მეტი დრო გვქონოდა დედლაინამდე, მეტი მოგვესწრო და დროის უფრო ნაყოფიერად გამოყენება შეგვძლებოდა?
სინამდვილეში, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ავტომატიზაციით ჩვენი სამუშაო დროის 40%-ით გამოთავისუფლება არის შესაძლებელი. ამ სტატიაშიც სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიაზე, ავტომატიზაციით რუტინული საქმის შემცირებასა და დროის დაზოგვაზე გვინდა მოგიყვეთ.
როგორ დავზოგოთ დრო?
დრო რომ არ დავკარგოთ, მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ — თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელსაც ჩვენი სამუშაო დროის 40 %-ით დაზოგვა შეუძლია RPA ტექნოლოგია (Robotic Process Automation) — პროცესების რობოტიზაცია ჰქვია.
RPA არის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სამსახურში გყავდეთ პროგრამული რობოტები, რომლებსაც მიანდობთ რუტინულ საქმეს, ხოლო თქვენ დროს ანალიზსა და ინტელექტუალურ საქმისკენ მიმართავთ.
#1 პროცესები დაფუძნებული არის გარკვეულ წესებზე.
თუ პროცესი დაფუძნებულია გარკვეულ წესებზე და ლოგიკებზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი საქმე რობოტებისთვის მარტივად ათვისებადი იქნება.
ფოტო: BDO Digital
#2 პროცესები, რომელიც მოცულობითი და განმეორებადია
თუ თქვენ გაქვთ გარკვეული რუტინული ამოცანები, რომლებიც ხშირად უნდა შესრულდეს ან უნდა შესრულდეს დადგენილი გრაფიკით, მაშინ ეს საქმე ავტომატიზაციისთვის ნამდვილად შესაფერისია.
#3 ამოცანები, რომლებიც მოსაწყენია, ან არ სჭირდება ადამიანის ჩართულობა
დავალებები, რომელთა შესასრულებლადაც არ არის საჭირო ემოციური
ინტელექტი, შემოქმედითობა ან პრობლემის გადაჭრის უნარი, შეგიძლიათ
თამამად მიანდოთ თქვენს რობოტებს.
#4 პროცესები, სადაც ადამიანური შეცდომების დაშვების რისკი მაღალია
განსაკუთრებით მაშინ, როცა თითოეული შეცდომა შესაძლებელია უარყოფითად მოქმედებდეს კომპანიის რეპუტაციაზე, საოპერაციო საქმიანობასა თუ მომხმარებლის ლოიალურობაზე. RPA ტექნოლოგიას შეცდომების დაშვების ალბათობა ფაქტიურად 0 %- ზე დაყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თითოეული შეცდომა შესაძლებელია ჩვენს მომხმარებელზე უარყოფითად აისახოს, რიგ შემთხვევებში კი შეცდომა საკმაოდ სოლიდურ საჯარიმო სანქციებამდეც კი მივყავართ.
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პროცესები ყველა ორგანიზაციაში საკმაოდ ბევრია. მოდით მცირე სტატისტიკას შევხედოთ:
Mckinsey-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ საშუალოდ
- სამუშაო კვირის 28%-ს თანამშრომლები ელფოსტის გაგზავნასა და წაკითხვაში ხარჯავენ;
- სამუშაო კვირის 19% იხარჯება მონაცემებისა და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან შეგროვებაზე;
- სამუშაო კვირის 14% იხარჯება თანამშრომლებს შორის კომუნიკაციასა და კოლაბორაციაზე;
- ინდივიდუალურ, პოზიციისთვის სპეციფიურ საქმიანობაზე თანამშრომელთა დროის მხოლოდ 39% იხარჯება;
- ხოლო, ამ ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებიდან, სამუშაო დროის მინიმუმ 20%-ი განმეორებადი და ხშირად მოსაწყენი საქმეა.
RPA ტექნოლოგიის გამოყენება თითქმის ყველა ინდუსტრიასა და მიმართულებაში შესაძლებელია. მათ შორის, განსაკუთრებით ათვისებული არის ისეთ ინდუსტრიებში როგორებიცაა საფინანსო, სადაზღვეო, ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა და სხვა. მნიშვნელობა არ აქვს სად ხდება მოქმედება, იქნება ეს საოფისე პროგრამები, საბუღალტრო სოფტი, ERP სისტემა თუ ვებ გვერდის გარემო.
ფოტო: BDO Digital
რობოტების მიერ ჩვენთვის განკუთვნილი საქმის საშუალოდ 40 %-ის ათვისება არის შესაძლებელი და მათ იგივე საქმის გაცილებით ნაკლებ დროში გაკეთება შეუძლიათ. რობოტებს შეუძლიათ იმუშავონ შეუსვენებლად, არასამუშაო დღეებში, შეუცდომლად და მათთვის რუტინული საქმე მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება.
თუ თვლით, რომ თქვენს კომპანიაშიც გაქვთ პროცესები, რომლებიც რობოტიზაციისთვის შესაფერისია, შეგიძლიათ გაიაროთ მარტივი
ტესტი და კონსულტაცია BDO Digital-ის RPA ტექნოლოგიის სპეციალისტებთან.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები