adjarasport-მა უმსხვილესი სპორტული მაუწყებელი Setanta Sports Eurasia შეიძინა
adjarasport საქართველოს შემდეგ, რეგიონში ყველაზე მსხვილი სპორტულ მედიად იქცა. კომპანია 2021 წლის დასაწყისში ირლანდიური Setanta Sports Eurasia-ს 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა და ამით საქართველოს მედიაკომუნიკაციების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა.
შეთანხმების თანახმად, Adjarasport-ის მფლობელობაში ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში მოქმედი Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიები და სატელევიზიო არხები გადავიდა.
"სპორტის მასშტაბების ზრდისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია, ამ ინდუსტრიას ფეხი მედიამაც აუწყოს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ირლანდიურ კომპანია Setanta Sports Eurasia-სთან ხელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ოფიციალურად მოვაწერეთ", — ამბობს adjarasport-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფრუიძე.
"ჩვენი ჯგუფი ინვესტიციას ახორციელებს ისეთ პროექტებში, რომელიც მომავლის ხედვის ნაწილია და სწორედ ასეთად წარმოგვიდგენია ახალი ტიპის სატელევიზიო და სტრიმინგ პლატფორმების შექმნა და ჩამოყალიბება, რომელთა საშუალებითაც ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანაში, სპორტთან დაკავშირებულ ყველა მთავარ მოვლენას გავაშუქებთ. ამ შეთანხმებით ბედნიერები და ამაყები ვართ, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც დავამკვიდროთ ჩვენი სტანდარტი და ხედვა - როგორ უნდა შექმნას სპორტულმა მედიამ ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტი და სტრიმინგსერვისი", - ამბობს ფრუიძე.
Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი ლიცენზიებითა და სატელევიზიო არხებით, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, ბელარუსის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზე, ჯამში, 13 ქვეყანაში ოპერირებს.
Setanta Sports Eurasia ევრაზიაში, მასშტაბის მიხედვით ნომერი პირველი ტელეარხია და სეზონის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ღონისძიებებიდან 1000-ზე მეტ პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს. კომპანია 2012 წელს ირლანდიაში დაფუძნდა და მისი სათავო ოფისი დუბლინშია განთავსებული.
საქართველოს გარდა, აღნიშნულ ქვეყნებში მაყურებლებს შემდეგი ჩემპიონატებისა და სპორტული ღონისძიებების ხილვა შეეძლებათ: ინგლისის პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის სათასო მატჩები, შოტლანდიის პრემიერ ლიგა, ფორმულა 1, NBA, რაგბი TOP 14, UFC და NHL.
"უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში Setanta Sports Eurasia ევრაზიის ბაზარზე ყველაზე მსხვილი სპორტული სატელევიზიო პროვაიდერი გახდა. adjarasport-ის ბაზარზე არსებობა და ონლაინ-ბიზნესის წარმოების უმაღლეს დონეზე ცოდნა, სატელევიზიო ინდუსტრიაში Setanta Sports-ის 30 წლიან გამოცდილებასთან ერთად, სტრატეგიულ შერწყმას წარმოადგენს ორივე ბრენდისათვის, რაც ამ რეგიონების სპორტის ქომაგთათვის დიდებული ახალი ამბავი უნდა იყოს", — განაცხადა Setanta Sports Eurasia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დუაიერ მაკკოულმა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს: Setanta Sports Georgia 2016 წელს დაარსდა და საქართველოში ორ ტელეარხს, Setanta Georgia-სა და Setanta Georgia+-ს აერთიანებს. მომავალში, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიისა და შოტლანდიის ჩემპიონატებს, ასევე ფორმულა 1-ის, NBA-ის, ინგლისის ჩემპიონშიფის, NHL-ისა და რაგბის მატჩების ხილვას ჩვენს სატელევიზიო არხებსა და სტრიმინგპლატფორმაზე შეძლებთ.
adjarasport-მა მომხმარებელს სტრიმინგსერვისით სპორტული ჩემპიონატების ყურება ჯერ კიდევ 2018 წელს შესთავაზა. 2019 წლიდან შეიქმნა სატელევიზიო არხები და სპორტის მოყვარულებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მათთვის სასურველი კონტენტის ხილვის ფართო არჩევანს სთავაზობს.
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
კომენტარები