ფრაგმენტული და შინაარსობრივად პრობლემურია — NGO-ები ნარკოტიკების ოდენობების კანონპროექტზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ახალი პარლამენტის მიერ ნარკოტიკების ოდენობებზე ინიცირებული კანონპროექტი ფრაგმენტული ხასიათის და შინაარსობრივად პრობლემურია. NGO-ებმა ამის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ შემოთავაზებული ინიციატივა ვერ პასუხობს მოქმედი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს.
კანონპროექტი მიმდინარე კვირაში დაინიცირდა და მისი მიზანი 8 ნარკოტიკული საშუალების მცირე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ახლებურად განსაზღვრაა.
არასამთავრობოების განცხადებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ამ ნივთიერებათაგან, 7-ს მოქმედი კანონმდებლობით მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ოდენობები არ გააჩნია, ხოლო მათგან ერთი ნივთიერების — ჰერიონის შემთხვევაში, ახლებურად ყალიბდება მოქმედი კანონით განსაზღვრული დოზების მოცულობები.
"ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობა (ან არაადეკვატურად მცირე ოდენობების დადგენა) დღემდე რჩება ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურობის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ. ამგვარი ნორმატიული ბაზის პირობებში, მოხმარებისთვის უვარგისი, ან პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაც კი იწვევს მკაცრი სასჯელების შეფარდებას", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა მოქმედი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს ბევრი მიზეზის გამო ვერ პასუხობს და ფრაგმენტულია. მათ შორის, მათთვის გაუგებარია, რა არგუმენტებით შეირჩა კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებები და რატომ არ არის კანონპროექტის ჩამონათვალში ის ნივთიერებები, რომელთა მოხმარებაც, ასევე, მაღალია.
NGO-ების განცხადებით, განსაკუთრებით პრობლემურია ხსენებული რვა ნარკოტიკული ნივთიერების ახლებურად განსაზღვრული ოდენობები. კერძოდ, კანონპროექტში ოდენობების განსაზღვრისას, ყურადღება გამახვილდა ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებზე და ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში სუფთა სუბსტანციის სახით მოხდა.
ორგანიზაციების ინფორმაციით, ინიციატივაში ოდენობათა დაანგარიშების მეთოდი დაეყრდნო ერთობლივად სამეცნიერო ლიტერატურას და ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას იმის თაობაზე, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების არალეგალური ფორმით ბრუნვიდან ამოღება და ოდენობის გამოთვლა.
"მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე და ყველა ქვეყანა მას საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენს, ცვლილებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსი ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა გავრცელების კონტროლსა და მომხმარებლის უფლებებს შორის. ამ თვალსაზრისით, ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით განისაზღვრა დასახელებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ერთჯერადი დოზები და ახლებურად ჩამოყალიბებული ოდენობები ვერ იქნება მიჩნეული მოხმარებასთან დაკავშირებული ეფექტის გამომწვევ ოდენობად", — აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
ამასთან, NGO-ების ცნობით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნაწილის ოდენობების განსაზღვრით დაიხვეწება ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა ნუსხა და შესრულდება ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის რეკომენდაციები.
"აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს მიუთითებს როგორც უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და მოხმარების დასჯადობის პრობლემურობაზე, ასევე ზოგადად ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის აუცილებლობაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციების განცხადებით, არსებული "მკაცრი და დასჯაზე ორიენტირებული" ნარკოპოლიტიკის ფონზე, კანონპროექტში არც პრინციპულად ახლებური ხედვები არ არის შემოთავაზებული და იგი ვერც კონკრეტული ნივთიერებების მიმართ განსაზღვრავს ადეკვატურ ოდენობებს.
ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს:
- სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ახლებურად განსაზღვრის პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ჩართულობა და მათი მოსაზრებების ირგვლივ პროფესიული დისკუსია;
- გააფართოვოს იმ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალი, რომელთა ოდენობებიც ახლებურად მოწესრიგდება და ამ პროცესში იხელმძღვანელოს სამეცნიერო ლიტერატურასა და პრაქტიკაში მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ნათელი და განჭვრეტადი მიდგომებით;
- ოდენობების განსაზღვრის პარალელურად, დაიწყოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე, რომლის მიზანიც იქნება პრევენციაზე, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა.
დოკუმენტს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ალტერნატივა ჯორჯია, ნარკოტიკის მომხმარებელთა ევრაზიის ქსელი (ENPUD), მსოფლიო ექიმები — საფრანგეთი.
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში გვეღობება წინ იტალია და საფრანგეთი ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში გვეღობება წინ იტალია და საფრანგეთი
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
კომენტარები