5 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც ეკომეგობრული ალტერნატივით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ
ფოტო: Henrique Campeã
თითოეულ ჩვენგანს დიდი ხანია გვესმის კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შესახებ. შეიძლება, გრეტა თუნბერგის გამოსვლებსა და ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულის დნობის პროცესსაც ვადევნებთ თვალყურს. თუმცა, ალბათ ეს ყველაფერი ჩვენთვის არც ისე ხელშესახები და თვალსაჩინოა, რადგან საქართველოში სულ რამდენიმეა წელია, დავიწყეთ ზრუნვა ნარჩენების გადამუშავებასა და ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მიყენებაზე. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ფოტო: Giphy
მართალია, საქართველო ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც თითოეული პლასტმასის ბოთლისა თუ ქილის გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობისგან სულაც არ გვათავისუფლებს. თითოეულმა ჩვენგანმა გარემოს დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის გაღება თუნდაც დღეიდან შეგვიძლია დავიწყოთ.
ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ წარმოქმნილი ნარჩენები მარტივი გზით მკვეთრად შევამციროთ. ამისათვის საჭიროა, რომ ყოველდღიური გამოყენების ნივთები მათი ალტერნატიული ვარიანტებით ჩავანაცვლოთ.
არ გეგონოთ, რომ ეკომეგობრული ალტერნატივა რაიმეთი ჩამოუვარდება ჩვენს ცხოვრებაში უკვე მყარად ფესვგადგმულ ნივთებს, რომელთა უმეტესობაც ბიოდეგრადირებადი არაა და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. არც იმის შეგეშინდეთ, რომ ამ ნივთების ყიდვა საქართველოში შეუძლებელია ან ძვირადღირებულია — ამავე სტატიაში გაგიზიარებთ იმას, თუ სად და როგორ შეგიძლიათ მათი შეძენა.
1. კბილის ჯაგრისი
ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის რჩევით, კბილის ჯაგრისი ყოველ 3-4 თვეში ერთხელ უნდა შევცვალოთ, რათა მასზე ბაქტერიები არ გამრავლდეს და ამით ჩვენი პირის ღრუს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
ფოტო: Giph
ამ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 300 კბილის ჯაგრისს იყენებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც პლასტმასისგან ან სხვა რთულად გადასამუშავებელი ნივთიერებისგანაა დამზადებული. პლასტმასის კბილის ჯაგრისის ბუნებაში გახრწნას კი მინიმუმ 500 წელი სჭირდება.
ამ სტატისტიკური მონაცემების წყალობით ალბათ უკვე შეგექმნათ წარმოდგენა, თუ რამხელა ზიანს ვაყენებთ პლანეტას ისეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ყოველდღიური მოხმარების ნივთით, როგორიც კბილის ჯაგრისია. თუმცა, გამოსავალი არსებობს: პლასტმასის ჯაგრისი შეგიძლიათ ხისგან, კერძოდ კი, ბამბუკისგან დამზადებულით ჩაანაცვლოთ და ასე შეამციროთ ბუნებისადმი პირადად თქვენგან მიყენებული ზიანი.
ბამბუკის კბილის ჯაგრისების შეძენა როგორც ამაზონსა თუ სხვა უცხოურ ონლაინ მაღაზიებში, ასევე საქართველოში, ეკომეგობრულ მაღაზია ზერო ეფექტში, მეტალის ენის საწმენდსა და ნატურალურ კბილის პასტასთან ერთად შეგიძლიათ — ასე მეტად გაუფრთხილდებით როგორც თქვენს, ისე პლანეტის ჯანმრთელობას.
2. საწრუპი
მსოფლიო ოკეანეში ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასა ხვდება, რომლის 0.025 პროცენტსაც საწრუპები შეადგენს.
ფოტო: Gip
ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პროცენტია, თუმცა ერთი ბეწო ნივთი, რომელსაც საქართველოში ნებისმიერ სწრაფი კვების ობიექტში შეხვდებით, რეალურად იმაზე გაცილებით დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მხოლოდ ამერიკაში ყოველდღიურად 500 მილიონ საწრუპს მოიხმარენ, რომელთა უმეტესობაც ბიოდეგრადირებადი არ არის (სამწუხაროდ, საქართველოში ამ საკითხზე კვლევები ჯერ არ ჩატარებულა).
საწრუპის ბუნებაში გახრწნას 100-500 წელი სჭირდება. იქამდე კი უამრავი ცხოველი თუ ფრინველი იმის გამო იღუპება, რომ მათ სანაპიროზე გამორიყული საწრუპები საკვებში ერევათ, ხშირად ეჩხირებათ ყელში და იხრჩობიან.
რა თქმა უნდა, პლასტმასის საწრუპის ალტერნატივაც არსებობს. უჟანგავი მეტალის ან ბამბუკის საწრუპები საწმენდთან ერთად როგორც იმავე ზერო ეფექტის მაღაზიაში, ასევე მოწრუპეშიც ხელმისაწვდომია.
ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში მრავალი რესტორანი თუ კაფე აღარ იყენებს ერთჯერად საწრუპებს და მათ ეკომეგობრული ალტერნატივით ანაცვლებს.
3. წყლის ბოთლი
გავრცელებული რეკომენდაციით, ადამიანმა ყოველდღიურად დაახლოებით 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. ამას თუ დავუმატებთ შხაპის მიღებას, ჭურჭლისა და ტანსაცმლის რეცხვას და ყველა იმ საქმიანობას, რისთვისაც წყალი აუცილებელია, აღმოვაჩენთ, რომ თითოეული ჩვენგანი წლიურად ძალიან დიდი რაოდენობით — დაახლოებით, 54,750 ლიტრი წყლის რესურს მოიხმარს. ამასთან, მრავალი ადამიანი მას არასაჭიროებისამებრ ფლანგავს.
თუმცა, რესურსების უპასუხისმგებლოდ ხარჯვასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის პლასტმასის ბოთლებით მიყენებული ზიანი, რაც ხშირად იმითაა გამოწვეული, რომ ასეთი ბოთლები გადაუმუშავებელი მასალისგან მზადდება. მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 2016 წელს 480 მილიარდი პლასტმასის წყლის ბოთლი გაიყიდა. ევრომონიტორის თანახმად კი, 2021 წლისთვის გაყიდული პლასტმასის ბოთლების რაოდენობა 583 მილიარდს მიაღწევს.
ფოტო: Ditch Disposable
ჰოდა, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ წყალი არა პლასტმასის ბოთლიდან, არამედ მისი ეკომეგობრული ალტერნატივიდან — შუშის ან კერამიკული ბოთლიდან დავლიოთ? ასე ხომ ფულსაც დავზოგავთ და ბუნებასაც გავუფრთხილდებით. ამასთან, შეგიძლიათ, წყლის ისეთი სპეციალური დიდი ბოთლები შეიძინოთ, რომელზეც მითითებულია, თუ რა რაოდენობის სითხე უნდა დალიოთ ყოველდღიურად, რათა ჯანსაღად იცხოვროთ.
ონლაინ მაღაზიებში მრავალჯერადი წყლის ბოთლების დიდი არჩევანია: თითქმის ყველგან შევხდებით განსხვავებული ფერის, ფორმის, სტილის ბოთლებს. შეგიძლიათ, მათგან ნებისმიერი ამოირჩიოთ და თან იქონიოთ როგორც სახლში, ისე სამსახურში. ფერადი, სხვადასხვა მულტფილმის გმირებით გაფორმებული ბოთლები კი შეგიძლიათ, შვილებს ან ახლობელთა ბავშვებს აჩუქოთ და პატარა ასაკიდანვე მიაჩვიოთ ისინი პლანეტის სიჯანსაღეზე ზრუნვას.
თუკი უკვე გსურთ პლასტმასის ბოთლის ალტერნატივით ჩანაცვლება, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: ასეთი ბოთლები თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო მაღაზიაშია ხელმისაწვდომი და მათი ფასიც სრულიად ადეკვატურია.
4. ყავის ჭიქა
კაპუჩინო, ლატე, ესპრესო, ამერიკანო... — თუკი ყავის ჭეშმარიტი მოყვარული ხართ, მაშინ ალბათ ყავის ამ სახეობათაგან რომელიმეს დღეში რამდენჯერმე მაინც მიირთმევთ. ახლა კი გაიხსენეთ, კვირის განმავლობაში რამდენჯერ სტუმრობთ თქვენი სამსახურისა თუ სახლის მახლობლად მდებარე კაფეს, რათა ერთჯერადი ჭიქით ყავა შეუკვეთოთ და იქვე მიირთვათ ან ნაცნობ ქუჩებში თბილი, გემრიელი სასმლით ხელში გაისეირნოთ?
ფოტო: Shane Beam / Giphy
ყავის ერთჯერადი ჭიქა ბუნებაში 50-500 წლის განმავლობაში იხრწნება. მაგრამ ჩვენ ბუნებისთვის მიყენებული ამ ზიანის შემცირებაც მარტივად შეგვიძლია. ამისთვის ორი ალტერნატივა არსებობს:
1. თერმოსი — ყავის სახლში მომზადება არც ისე რთული და, ამავადროულად, ეკონომიურიცაა. თერმოსის საშუალებით შეგიძლიათ, თქვენ მიერ მომზადებული ცხელი ყავით მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნოთ;
2. კერამიკული ჭიქა მრავალჯერადი თავსახურით — ასეთი ჭიქით შეგიძლიათ, როგორც სახლში გაიკეთოთ ყავა, ასევე კაფეში პერსონალს სთხოვოთ, რომ თქვენივე ჭიქაში დაგისხან სასურველი სასმელი.
აქაც არ დაგვავიწყდეს, რომ ორივე ვარიანტი საქართველოს მასშტაბით ბევრ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.
5. საყიდლების ჩანთა
საქართველოში 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტმასის პარკების გავრცელება, ხოლო 2019 წლის აპრილიდან სრულიად აიკრძალა ნებისმიერი სისქის ასეთი პარკის წარმოება. ამ კანონით ქვეყანამ გარკვეული წვლილი შეიტანა ბუნებისადმი მიყენებული ზიანის შემცირებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა თითოეული ჩვენგანი ბიოდეგრადირებადი პარკებით სულ უფრო ხშირად სარგებლობს, შესაძლებელია, რომ მათი მოხმარებაც შევამციროთ. ამაში საყიდლების ჩანთა დაგვეხმარება.
ფოტო: Giphy
მაღაზიებში სხვადასხვა სახის საყიდლების ჩანთებს შევხვდებით: შეგვიძლია, ავირჩიოთ სასურველი ფერისა და მატერიის ჩანთა; ან თუნდაც ბადე-ჩანთა, რომელიც ხილ-ბოსტნეულისა და დიდი ზომის პროდუქტებისთვის გამოგვადგება. თუმცა ბოლო პერიოდში ამ უკანასკნელს მოდურ აქსესუარად უფრო იყენებენ.
საქართველოში საკვები პროდუქტების მაღაზიებში ჯერ კიდევ არაა ადაპტირებული მომსახურების სისტემა, რომლიდანაც აბსოლუტურად ამოღებული იქნება პოლიეთილენის პარკების მოხმარება. თუმცა ასეთ ობიექტებს მრავლად ვხვდებით ევროპასა და ამერიკაში, სადაც მომხმარებლებს ერთჯერადი შეფუთვების გარეშე შეუძლიათ საკვებისა და პროდუქციის შეძენა.
იქამდე, სანამ მსგავსი პრაქტიკა ჩვენთანაც დაინერგება, შეგიძლიათ ეწვიოთ არაკომერციული ეკო-საგანმანათლებლო პროექტის, პარკი არ მინდა, გვერდს, სადაც გაეცნობით საქართველოში მიმდინარე სიახლეებს გარემოს დაცვის მიმართულებით. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა რჩევა იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეთ უკეთესი მომხმარებელი და როგორ იზრუნოთ გარემოზე თქვენს ცხოვრებაში მინიმალური ცვლილებების შეტანით.
შეიძლება, იფიქროთ, რომ ეკომეგობრული ნივთების გამოყენებით ბევრს ვერაფერს შეცვლით, რადგან ეს ზღვაში წვეთია, თუმცა არ დაგავიწყდეთ — ზღვაც სწორედ ბევრი წვეთის ერთიანობაა.
-
სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot) სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot)
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება
გადახედვა
-
რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს
-
"ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს "ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა
გადახედვა
-
სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
-
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გუშინ გაიგეს ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-ს რომ უერთებდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გუშინ გაიგეს ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-ს რომ უერთებდნენ
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ "ოცნების" ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა აირჩიეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ "ოცნების" ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა აირჩიეს
გადახედვა
-
"საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს "საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: ივანიშვილის რეჟიმის საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი სალომე სამადაშვილი: ივანიშვილის რეჟიმის საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი
გადახედვა
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" "ოცნების" მიერ გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგ გაასაჩივრებს "ძლიერი საქართველო — ლელო" "ოცნების" მიერ გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგ გაასაჩივრებს
გადახედვა
-
ფირის ფოტოგრაფია საირმეს რეკრეაციულ ფერმაში — რეზი ყენიას ფოტოამბავი ფირის ფოტოგრაფია საირმეს რეკრეაციულ ფერმაში — რეზი ყენიას ფოტოამბავი
-
"თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე "თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გრანტების კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯია საქართველოს რუსულ მოდელზე გადასაყვანად სალომე ზურაბიშვილი: გრანტების კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯია საქართველოს რუსულ მოდელზე გადასაყვანად
გადახედვა
-
პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია
გადახედვა
-
"ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი "ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი
გადახედვა
-
არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი
გადახედვა
-
სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად
გადახედვა
-
ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა
გადახედვა
კომენტარები