მტრედი, რომელსაც ავსტრალიაში ევთანაზია ემუქრებოდა, "შეიწყალეს"
ფოტო: AP / The Guardian
ავსტრალიის აგროკულტურის სამინისტროს ცნობით, მტრედი ჯო, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ კონტინენტზე ამერიკიდან ჩაფრინდა, რეალურად ამერიკელი არ არის, რამაც მისი სიცოცხლე იხსნა.
ავსტრალიის ოფიციალურმა ორგანოებმა მტრედის დაძინება გადაწყვიტეს, რადგან ვირუსების ენდემურ ფრინველთა სახეობებზე გადაცემის რისკი არსებობდა.
მტრედის ამერიკულ წარმომავლობას იარლიყი ამტკიცებდა, რომელიც ფეხზე ჰქონდა შებმული, მაგრამ იარლიყის ნამდვილობა ეჭვქვეშ დადგა.
აშშ-ში მიმდინარე მტრედების რბოლიდან ერთ-ერთი მრბოლელი გაუჩინარდა, თუმცა ის მოლურჯო შეფერილობის იყო, ხოლო ავსტრალიაში აღმოჩენილი მტრედი თეთრი და ყავისფერი ელფერით.
"ავსტრალიაში ნაპოვნი მტრედი ყალბ იარლიყს ატარებს და მისი დაძინებაც არასაჭიროა, რადგან მისი სახლი ავსტრალიაა. სამწუხაროა, რომ ყალბი ინფორმაცია ასე სწრაფად გავრცელდა, თუმცა მოხარულები ვართ, რომ კონტინენტზე ამერიკელი მტრედი არ აღმოჩნდა", — განაცხადა ამერიკული მრბოლელი მტრედების გაერთიანებამ.
აგროკულტურის სამინისტროს განცხადებით ბოლო ინფორმაცია ნამდვილია და ჯო დიდი ალბათობით ავსტრალიელია. ამიტომ მტრედის დაძინება გადაიფიქრეს.
ცენტრალური ქამბერლენდის მრბოლელი მტრედების ფედერაციის პრეზიდენტის, ფილ მიურეის აზრით მტრედი მრბოლელიც კი არ არის.
"მრბოლელი მტრედი არ არის. ის უფრო დახვეწილია, როგორც ჩანს ვიღაცას იარლიყი ჰქონდა და უბრალოდ გაუკეთა. მას ასაკიც არ უწყობს ხელს, სულ 3-4 თვის იქნება. მას ძალა არ ეყოფოდა 10-საათიანი ფრენისა და 12 000კმ-ის დაფარვისთვის. გასული 40 წლის განმავლობაში, მსგავსი შემთხვევა რამდენიმეჯერ მოხდა", — განაცხადა მიურეიმ.
მაიკლ მაკკორმაკის, ავსტრალიის მოქმედი პრემიერმინისტრის თქმით, მტრედის მიერ გავლილი გზა და წარმომავლობა, ჯერ დადგენილი არ არის. მან მტრედს წარმატება უსურვა.
მტრედს, რომელმაც ამერიკიდან ავსტრალიამდე 13000კმ იფრინა, ევთანაზია ემუქრება
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები