რატომ არ მისცეს მელაშვილის ადვოკატს ციხიდან კორესპონდენციის გამოტანის უფლება
ფოტო: კადრი ვიდეო
ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის არგუმენტები, რომლითაც უწყება მელაშვილისა და ადვოკატის კომუნიკაციის შეფერხებას ხსნის, ან საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა ან არაკვალიფიციურობა. საქმე ისაა, რომ უწყებამ ივერი მელაშვილის მიერ მომზადებული საქმის წერილობითი ანალიზი ადვოკატს არ გადასცა, მიზეზად კი ის მოიყვანა, რომ ეს პირადი ხასიათის კორესპონდენცია იყო და ადვოკატს კანონით მისი გატანის უფლება არ ჰქონდა.
"პენიტენციურ სამსახურს კანონის განმარტებისას მითითებული აქვს, რომ ადვოკატი არ არის იმ ჩამონათვალში, რომელთან გასაგზავნი კორესპონდენციებიც პირადი ხასიათის არ არის. ამის საპირისპიროდ, ღიად და ცალსახად იკითხება ამ ნორმიდან, რომ ადვოკატი არის ის პირი, ვისთან კომუნიკაციაც არ წარმოადგენს პირადი ხასიათის კომუნიკაციას. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში თუ ეს ხდება არაკვალიფიციურობიდან გამომდინარე, ამის მტკიცება შეუძლებელია, თუმცა, ან ერთია ან მეორე. ცუდი ისაა, რომ იუსტიციის სამინისტროს სურს, ადვოკატთან კომუნიკაცია დაუქვემდებაროს მის კონტროლს. ეს არის წარმოუდგენელი და ძალიან მძიმე დარღვევა დაცვის უფლების", — განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა On.ge-სთან.
ადვოკატის განმარტებით, პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლშიც და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების მე-40 მუხლშიც წერია, რომ ადვოკატთან კორესპონდენცია და კომუნიკაცია არ უნდა შეფერხდეს და არ უნდა შემოწმდეს.
"წერია, რომ ადვოკატთან კომუნიკაცია არ არის პირადი ხასიათის კომუნიკაცია და კორესპონდენცია, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, ბრალდებული ადვოკატს ადგილზე მისცემს წერილობით დოკუმენტს თუ ფოსტით გაუგზავნის. არცერთ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაციამ არ უნდა შეამოწმოს. ერთადერთი, ციხის ადმინისტრაცია ამოწმებს, რომ აკრძალული საგანი ან ნივთი არ გავიდეს ციხიდან ადვოკატის მეშვეობით. ეს ხდება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით" — აღნიშნა მელაშვილის ადვოკატმა.
On.ge დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, რათა გაერკვია, რა მიზეზით ეზღუდებოდა ადვოკატს მელაშვილის მიერ მიწოდებული საქმის მასალების ანალიზის მიღება-გატანა.
"პენიტენციური დაწესებულებიდან წერილის ადრესატამდე გაგზავნას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, შესაბამისად, ადვოკატს ამ წერილის გამოტანი უფლება არ აქვს", — განაცხადეს პენიტენციურ დაწესებულებაში.
ადვოკატი დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა ივერი მელაშვილს და მელაშვილის მიერ წერილობითი კორესპონდენციის გამოტანა ისევ ვერ შეძლო. მისი განმარტებით, მსგავსი ტიპის, წერილობითი კომუნიკაცია აქამდე შეუფერხებლად ჰქონდა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან. მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ადგილზე საუბრის, ჩანაწერების მომზადებისა და ამ ჩანაწერის გამოტანის უფლება აქვს, გაუგებარია, რა სიკეთეს იცავენ და რისი დაზღვევა უნდათ, როცა ამბობენ, რომ ადვოკატამდე წერილობითი კორესპონდენცია მხოლოდ ციხის ადმინისტრაციის მეშვეობით უნდა მივიდეს.
"აბსურდია. თუკი საქმის მასალების შეტანის უფლება მაქვს, იმავე მასალებზე გააკეთა კომენტარები და მაწვდიდა უკან. არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ გაქვს უფლება, შეხვდე, ელაპარაკო, გააკეთო ჩანაწერები, მაგრამ არ გაქვს უფლება, მისი ჩაწერილი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებით ციხიდან გამოიტანო. როცა რაღაც შეზღუდვას აწესებ, უნდა გქონდეს კონკრეტული მიზანი. რა იციან, პირადი ხასიათის წერილია თუ არა. უნდათ, რომ შინაარსთან წვდომა ჰქონდეთ. ეს წარმოუდგენელია", — აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.
რა წერია კანონში
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მე-8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის მე-21 ნაწილში წერია:
პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:
- საქართველოს პრეზიდენტი;
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
- სასამართლო;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
- საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
- საქართველოს სამინისტრო;
- პენიტენციური დეპარტამენტი;
- საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
- ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი;
- პროკურორი;
- სამინისტროს ადგილობრივი საბჭო;
- ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;
- უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;
- სსიპ — იურიდიული დახმარების სამსახური.
პენიტენციური დაწესებულების მიერ მოყვანილ განმარტებაში კი წერია, რომ დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის თანახმად, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჩივარი, გარდა იმისა, რომლის ადრესატი არის კანონით დადგენილ პირთა წრე (საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; სასამართლო და ა.შ.) და რომელთა შორის არ არის ადვოკატი.
გარდა ამისა, პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილში ვკითხულობთ:
პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის:
- საქართველოს პრეზიდენტი;
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
- საქართველოს პარლამენტის წევრი;
- სასამართლო;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
- საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
- საქართველოს სამინისტრო;
- სამსახური;
- საქართველოს სახალხო დამცველი;
- ადვოკატი;
- პროკურორი;
- სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
ამავე კანონის მე-5 ნაწილში წერია, რომ დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
მიუხედავად ამისა, პენიტენციურ სამსახურს განმარტება შემდეგნაირად აქვს მოყვანილი:
"პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება".
უწყებამ ეს განმარტება ადვოკატის განცხადების შემდეგ გააკეთა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მელაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტი პირადი ხასიათის იყო და ამ ტიპის კორესპონდენციების გაგზავნას თავად ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. თუმცა, პენიტენციურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ იყო ახსნილი, რის საფუძველზე დაასკვნეს, რომ მელაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტი პირადი ხასიათის იყო.
ადვოკატის თქმით, მელაშვილის მიერ მომზადებული საქმის წერილობითი ანალიზის მისთვის არგადაცემა ადმინისტრაციის მხრიდან ცალსახად დარღვევაა. მარიკაშვილმა ამაზე საჩივარიც დაწერა.
"ის პრობლემაა, რომ ადვოკატთან კომუნიკაციის შინაარსის კონტროლის უფლება არ აქვს ციხის ადმინისტრაციას და ეს არის დაცვის უფლების უხეში დარღვევა, მეორე, ბრალდებულს აქვს უფლება, ყველა დოკუმენტი, რაც საქმეს უკავშირდება, შეუფერხებლად გადასცეს მის ადვოკატს. აქვთ მხოლოდ ვიზუალურად შემოწმების უფლება, შინაარსის კონტროლის უფლება ცალსახად არ აქვს და წარმოუდგენელი დარღვევაა", — განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
კარტოგრაფების საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები