ალეკო ელისაშვილი

18 Dec. 2020, 21:41

ჩვენთვის გაუგებარია ეს არათანამიმდევრობა, რაც არჩევნების დღიდან დღემდე მოდის და ჩვენ ვართ და არის პარტია გირჩი, რომლებიც ვართ ყველა ნაბიჯში თანაბარი, თანამიმდევრული. ბოიკოტშიც, თუ ვთქვით ბოიკოტი, ვთქვით და ზურგს უკან არ წავსულვართ და ცესკოში განცხადება არ დაგვიწერია, რომ ფული მოგვეცითო, ქუჩის აქციები იყო და ვიბრძოდით ბოლომდე თავდაუზოგავად და სადღაც 500 მეტრის მოშორებიდან არ ვუყურებდით ამ ყველაფერს, მოლაპარაკება დაიწყო და მოლაპარაკებაში ვართ თანამიმდევრულები, მივყვებით ბოლომდე და აი ეს დანარჩენი ოპოზიციის ქცევები, რომ თან ბოიკოტს აცხადებენ, თან ფულს იღებენ, თან მანდატებს ხევენ, თან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, თან აქციებს აპროტესტებენ, ასევე, თან ამბობდენ, რომ იცით რა, ჩვენ მშვიდობიანი რევოლუცია გვინდა, მაგრამ აი მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. მოლაპარაკება თუ დასრულდება, მერე ვიფიქროთ დანარჩენ რაღაცებზე , თუ წარუმატებლად, ღმერთმა არ ქნას, რომ შეთანხმების გარეშე დასრულდეს. მაშინ რატომ ცანცარებენ, ეს არის ჩვენთვის აუხსნელი. ძალიან მარტივი რაღაცა არის, ხალხს ატყუებ და ელჩებს აყენებ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ, თუ ამბობ, ვისაც მანდატი აქვს, თორემ ახლა უმანდატოები, რომ მანდატებს ხევენ ეგ კიდევ ცალკე ანეკდოტია პოლიტიკური, თანამედროვე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500…