20 ნაბიჯი 2020-ის მოსარჯულებლად
ფოტო: Elen Winata / dribbble
2020 წელმა ჩვენს ცხოვრებაში უამრავი გაურკვევლობა, ქაოსი და სირთულე მოიტანა. ხშირად თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს მართვის სადავეები ხელიდან ბოლომდე გვეცლება.
საბედნიეროდ, მუდამ არსებობს ნაბიჯები: ზოგი დიდი, ზოგი კი — სულ პაწაწინა, რომლითაც შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენს ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნება და სამყარო სულ ოდნავ უკეთესი გავხადოთ.
ამ სტატიაში ოც ნაბიჯს გიზიარებთ: იმისთვის, რომ მივხედოთ თავს, გარშემომყოფებს, საქმეს და გარემოს, და 2020 წელს ვაჩვენოთ, ვინ არის ოჯახის უფროსი!
მიხედე თავს
1. დალიე წყალი
არც შაქრიანი წვენი, არც მორიგი ბოთლი ლუდი, არც ღვინო, არც ყავა და არც ენერგეტიკული სასმელები. ზუსტად რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ, არავინ იცის, რადგან Next.on.ge-მ დღეში რვა ჭიქა წყლის აუცილებლობის მითი დაგვინგრია, მაგრამ შენც იმდენი დალიე, რამდენიც მოგესურვება!
ფოტო: Abeena Lijo / dribbble
2. ჩაეწერე კბილის ექიმთან
ალბათ აუცილებლად გაქვს ერთი დასაბჟენი კბილი მაინც. თუ იშვიათი გამონაკლისი ხარ და არასოდეს დაგჭირვებია ბჟენი, მაშინ, როგორც მინიმუმ, კბილების გასაწმენდად ხარ მისასვლელი 6 თვეში ერთხელ. ბოლოს როდის იყავი?
და თუ კბილის ჯაგრისი სამი თვეა არ გამოგიცვლია, ბარემ დღესვე იყიდე ახალი.
3. გაისეირნე
ყურსასმენებში: საყვარელი მუსიკა ან საინტერესო პოდკასტი (სხვათაშორის, შემდეგი პოდკასტის შესახებ თუ გსმენია?), ფეხებქვეშ: შემოდგომის ფოთლების ხრაშუნი სხვა თუ არაფერი, ეს მაინც გამოვსტყუოთ 2020-ს!
ფოტო: dribble
4. წაიკითხე ერთი წიგნი მაინც 2020-ის ბოლომდე
ახალ წელს საკუთარი თავისთვის მიცემული პირობების ასასრულებლად დედლაინი ძალიან ახლოსაა. 2020-ის ბოლომდე ნამდვილად მოასწრებ სასურველი ერთი წიგნის წაკითხვას, თუ, მაგალითად, დროს დაზოგავ და დღეში სამი საათის მაგივრად, მხოლოდ ორი საათით დასქროლავ სოციალურ ქსელებს. დამიჯერე, Facebook-ზე არაფერი შეიცვლება, სანამ შენ წიგნს ბოლომდე ჩაიკითხავ: ისევ ყველა იჩხუბებს იგივე ან ოდნავ შეცვლილ თემებზე და სელფებსაც ზუსტად იგივე ოთახებიდან დავდებთ.
თუ ემოციების გაზიარება მოგინდება, აუცილებლად შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც წიგნებზე ვსაუბრობთ.
5. წადი პაემანზე საკუთარ თავთან
ეს საინტერესო ადამიანი ნამდვილად იმსახურებს შენგან მეტ ყურადღებას და დროს. მასზე ახლობელი და ძვირფასი არც არავინ გყავს, ხანდახან კი ისე ექცევი და ისეთი სიტყვებით მიმართავ, თითქოს შენი მტერია. ამის გამოსწორების დროა! წაიყვანე საკუთარი თავი პაემანზე: საყვარელ კაფეში, პიკნიკზე უახლოეს პარკში ან იქნებ სულაც სადმე ქალაქგარეთ.
ფოტო: Shaji / Dribbble
მიხედე გარშემომყოფებს
6. გაუგზავნე თვითიზოლირებულ მეგობარს საყვარელი სასუსნავი
ფოტო: nickelfox.com
უკვე ყველას გვყავს ერთი მეგობარი მაინც, რომელიც ან კოვიდ-სასტუმროშია, ან სახლშია იზოლირებული და ელის ტესტის პასუხს. იზოლაცია ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურადაც რთული გადასატანია. გამოიჩინე ყურადღება, გაუგზავნე მეგობარს მისი საყვარელი სასუსნავი: ჩურჩხელა, თხილეული ან მიწისქვეშა გადასასვლელში ნაყიდი ფენოვანი, რომელსაც საიდუმლოდ ჭამდით ერთად და არავის უტყდებოდით ხოლმე.
7. დაურეკე ბებიას
ან ბაბუას. ირგვლივ სულ ისმის, რომ ახალგაზრდებსა და ჯანმრთელებს არაფერი ემუქრებათ და პანდემია "მხოლოდ და მხოლოდ" მოხუცებისთვისაა სარისკო, იშვიათად თუ ფიქრობს ვინმე, რომ ეს სიტყვები მოხუცებსაც ესმით. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიყვარული სჭირდებათ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს. ეს 2020-ს ბოლომდე არ გადადო, ამ კვირაშივე დაურეკე ბებიას!
8. უთხარი მადლობა ოჯახის წევრს
სახლიდან მუშაობა იოლი არ არის. ჩვენს ჯგუფში დაგემოწმებიან - ზუმის მორიგი შეხვედრა ოჯახის წევრების ნერვების გამოცდაა, ბავშვის გაკვეთილი - საერთო ტანჯვა-წამება. ამ გაწამაწიაში ხშირად გვავიწყდება, დავინახოთ პატარა სიკეთეები, მაგალითად, ქმრის დაჭრილი ვაშლი, რომელიც სანამ შეხვედრა გქონდა, კადრსმიღმა შემოგიცურა, ან ჰუდი, რომელიც ძმამ გაჩუქა (კი არ გაჩუქა, წაართვი, მაგრამ ამას რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს?!). უთხარი მადლობა ოჯახის წევრს. თუ მარტო ცხოვრობ — შეეხმიანე მშობლებს და უთხარი მადლობა, რომ 90-იანებში, რომელიც ბევრად უარესი იყო, ვიდრე 2020, რაღაცნაირად მოახერხეს და ყოველ დაბადების დღეზე საყვარელი ნამცხვარი გერგებოდა.
ფოტო: tenor.com
9. გაიცანი ერთი ადამიანი (ონლაინ)
შეიძლება დიდი ხანია მეგობრებში გყავს, მაგრამ არასოდეს მისალმებიხართ ერთმანეთს, ან შეიძლება ყველგან გხვდება მისი კომენტარები და სულ გინდოდა გაგეცნო. შეიძლება ერთი სფეროს წარმომადგენლები ხართ, ან შეიძლება სულ სხვა სამყაროდანაა და სწორედ ეს გხიბლავს მასში. ამ ტექსტის კითხვისას თუ თავში ამოგიტივტივდა კონკრეტული ადამიანი, აუცილებლად გადადგი ნაბიჯი და გაიცანი — პანდემიის პირობებში, თუნდაც მხოლოდ ონლაინ. შესძახე მესინჯერში და შეიძლება ერთი წლის შემდეგ, როცა ამ სტატიას ახლიდან გავაზიარებთ და გადაიკითხავ, გაგახსენდეს, რომ თქვენი ძალიან მაგარი მეგობრობა ზუსტად ამ, მეცხრე პუნქტის შესრულების დროს დაიწყო.
10. დაგეგმე საახალწლო საჩუქრები
ახალ წლამდე ბევრი დროა, მაგრამ აქედანვე თუ დაიწყებ, ყველა ახლობელს შეძლებ შეურჩიო იდეალური საჩუქარი: ზოგ რამეს ფასდაკლებაზე გამოჰკრავ ხელს, ზოგისთვის შეკვეთა მოგიწევს და თადარიგი აქედანვე უნდა დაიჭირო. ხელნაკეთი ნივთების და ნოსტალგიური ფოტოკოლაჟების გაკეთების დროც დაგრჩება და ბოლო წუთას არ მოგიწევს გადაჭედილ მოლებში საჩუქრების ძიება.
ფოტო: dribbble
მიხედე საქმეს
11. გაასუფთავე იმეილი სპამისგან
დალაგებული, მოწესრიგებული, დაორგანიზებული ელექტრონული საფოსტო ყუთი სულის სიმშვიდეა. ყველა წერილი შესაბამის "უჯრაში" ჩადე, გამოუტყდი თავს, რომ არასოდეს უპასუხებ აი ამ იმეილს, რომელიც 4 თვის წინ მიიღე და ყოველი გადადებული დღე უფრო რთულს ხდის პასუხის დაწყებას. და, რაც მთავარია, გაასუფთავე სპამისგან, გაუკეთე ყველა არასაჭირო გზავნილს Unsubscribe.
ფოტო: dribbble
12. ისწავლე რამე ახალი
მაინც და მაინც, ახალი ენის სწავლისკენ ნუ გაიქაჩები (თუმცა, Duolingo-თი ესეც არ არის რთული), უფრო პატარა მიზანი აიღე და ისწავლე რამე ახალი. Youtube-ზე უამრავი საინტერესო არხია, რომლებიც აქ შევაგროვეთ. Skillshare-საც აქვს უფასო ვერსია, საიდანაც სტატიის ავტორმა ისწავლა, როგორ დახატოს ბუ. რაში სჭირდება? არავინ უწყის, მაგრამ უცებ სადმე საჭირო თუ გახდა, ბუს დამხატავის კონტაქტი არსებობს.
13. განაახლე პროფილი LinkedIn-ზე
LinkedIn-ის შესახებ თუ აქამდე არაფერი გსმენია, ამ სტატიის დასრულებისთანავე გახსენი იქ საკუთარი პროფილი. ეს პროფესიული სოციალური ქსელია, ფაქტიურად, ონლაინ-სივი, სადაც ადამიანები საკუთარ კარიერულ მიღწევებს დებენ. LinkedIn მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც ძალიან პოპულარულია დამქირავებლებისა და HR-ების წრეში. კარგად შევსებული პროფილი აუცილებლად მოხვდება თვალში საჭირო ადამიანებს და შეიძლება 2020 თუ არა, 2021 მაინც დაიწყოს კარგ ფეხზე!
ფოტო: dribbble
14. დაგეგმე თვის ბიუჯეტი
ბიუჯეტის დაგეგმვა არც ისე რთულია: სინამდვილეში, სულ ორი მთავარი კომპონენტი აქვს - შემოსავალი და გასავალი, ანუ, თვის მანძილზე, რა თანხას გამოიმუშავებ და რა ფიქსირებული ხარჯები გაქვს. მხოლოდ ამის გადათვლამაც კი შეიძლება სრულად გადაალაგოს პრიორიტეტები. მაგალითად, თუ დეკემბერში 0 ლარის გამომუშავებას შეძლებ, ალბათ უნდა გადადო იმ საახალწლო საჩუქრების ყიდვა, ცოტა ხნის წინ რომ გეგმავდი და ყველა მეგობარს გულით დაწერილი მისალოცი ბარათები დაურიგო.
15. ჩამოწერე სამი კომპანია, სადაც იმუშავებდი
მაშინაც კი, თუ ძალიან ბედნიერი ხარ ახლანდელი სამუშაო ადგილით. უბრალოდ, წარმოიდგინე, სად ისურვებდი მუშაობას მომავალში: საქართველოში მოქმედი კომპანიაა? ან იქნებ უცხოეთში? რას გააკეთებდი იქ, იდეალურ შემთხვევაში? და რა გიშლის ხელს, გადადგა პირველი, თუნდაც სულ მცირე ნაბიჯი ამ ოცნების სამსახურისკენ?
მიხედე გარემოს
ფოტო: Liam Nunn / Dribbble
16. აჭამე უბნის კატებსა და ძაღლებს
უბნის ზოომაღაზიაში ყველაზე იაფი კორმი შეგიძლია მოიძიო და უბნის კატებს და ძაღლებს ჩამოუარო. ეს შეიძლება ერთი შეხედვით, დიდი არაფერი გმირობა არ არის, მაგრამ აბა იმ ცხოველებს ჰკითხე?!
17. ჩააქრე შუქი
იმ ოთახებში, სადაც ნამდვილად არ გჭირდება.
ფოტო: Teresa Fischer
18. დაკეტე წყალი კბილების გამოხეხვის დროს
კბილების გახეხვის დროს წყალს თუ გადაკეტავ, ამით დილა-საღამოს დაახლოებით 30 ლიტრ წყალს დაზოგავ, რომელიც ფუჭად მიედინება. წელიწადში ამ გზით დაზოგილი წყალი ათ ტონას შეიძლება აცდეს!
19. მიალაგე სადარბაზო
საკუთარ სახლებს ყველა ვალაგებთ (მეტნაკლებად), მაგრამ ხშირად სადარბაზოები ყურადღების მიღმა გვრჩება. შეიძლება სადარბაზოს ჰყავს კიდეც ამისთვის მიძღვნილი დამლაგებელი, მაგრამ ყველგან დგას გატეხილი სკამი, რომელიც ოდესღაც ვიღაცამ მიაყუდა და მერე აღარასოდეს გადააგდო, მუყაოს ყუთი, რომელსაც დამლაგებელიც არ ეკარება და გაზიანი სასმელის ქილა, რომელიც არსაიდან ჩნდება ელექტროენერგიის მრიცხველების ყუთის თავზე (შეიძლება მითხრა, რომ ეს მხოლოდ ჩემი სადარბაზოს პრობლემაა, მაგრამ არაფერიც, ყველა სადარბაზოში მინახავს, სადაც შევსულვარ!). გაიკეთე ხელთათმანები, პირბადე, და ჩამოუარე სადარბაზოს, გახადე ის ოდნავ უკეთესი, ვიდრე იქამდე იყო.
20. იყიდე წყლის ბოთლი
ფოტო: dhgate.com
ან ლამაზი ჭიქა წყლისთვის. იმ შემთხვევაში, თუ წყალს ბოთლით ყიდულობ, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ძვირი ჯდება, ნაგავს უამრავ პლასტმასს ჰმატებ. თუ ონკანის წყალს სვამ - დიდი შანსია, რომ გეზარება ხშირად ავსება და მთელი დღე საჰარის უდაბნო ხდება შენში. იყიდე ლამაზი ბოთლი ან ჭიქა, აივსე და მოიდგი გვერდით: იაფიც იქნება, გარემოც მადლობას გეტყვის და საჰარის უდაბნოშიც გაჩნდება ოაზისი.
ბონუსი
ფოტო: dribble
21. გაუზიარე იდეები სხვასაც
თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე ადამიანს, ვისაც ფიქრობ, რომ შეიძლება აქ ჩამოწერილი იდეები ოდნავ მაინც დაეხმაროს 2020-ში!
-
ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები
გადახედვა
-
The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია 2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
გადახედვა
-
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა
-
ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ვიზიტი ზანგეზურის თემას ეძღვნება — სრულიად ბუნებრივია, რომ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის" ირაკლი კობახიძე: "ვიზიტი ზანგეზურის თემას ეძღვნება — სრულიად ბუნებრივია, რომ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის"
გადახედვა
-
კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას
გადახედვა
-
ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ტრამპის მთავარი დაპირებები იყო უკრაინაში ომის დასრულება და "დიფ სთეითის" დამარცხება, დღეს "არც ერთია, არც მეორე კახა კალაძე: ტრამპის მთავარი დაპირებები იყო უკრაინაში ომის დასრულება და "დიფ სთეითის" დამარცხება, დღეს "არც ერთია, არც მეორე
გადახედვა
-
საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან
გადახედვა
-
ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60 ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60
-
"ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია" — სალმან რუშდი "ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია" — სალმან რუშდი
გადახედვა
-
სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია
-
რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა
გადახედვა
-
PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე? ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე?
-
SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის" SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის"
გადახედვა


კომენტარები