ინგლისის ზოოპარკში გინების გამო თუთიყუშები "დასაჯეს"
ფოტო: AdobeStock
ინგლისში, ლინკოლშირის საგრაფოს ზოოპარკში ახალმიყვანილი ხუთი თუთიყუში უჩვეულო მიზეზის გამო დაისაჯა: ისინი მეტისმეტად ბევრს იგინებოდნენ.
გარეული ცხოველების ეს ცნობილი პარკი 2003 წლიდან ფუნქციონირებს და იქ 1 500-ზე მეტი თუთიყუში ცხოვრობს, თუმცა ისეთი ამბავი, როგორც გასულ აგვისტოს დაბინავებულმა ახალმა თუთიყუშებმა დაატრიალეს, იშვიათად ახსოვთ.
როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელმა, სტივ ნიკოლსმა განაცხადა, ისე მოხდა, რომ ხუთივე ახალი ფრინველი ერთ გალიაში მოათავსეს, მათ კი მოწყენილობის მოსაკლავად ცოდნის გაზიარება გადაწყვიტეს და აღმოჩნდა, რომ ყველას სალანძღავი სიტყვების დიდი მარაგი ჰქონდა.
მათ ამ უჩვეულო "საუბრებს" ზოოპარკის თანამშრომლები, ცხადია, სიცილით შეხვდნენ, რამაც ისინი კიდევ უფრო წაახალისა, რომ აქტიურად ელანძღათ ყველა უმისამართოდ.
"მრავალი წლის განმავლობაში ყოველთვის გვქონდა თუთიყუშებთან ურთიერთობა და მათი უმეტესობა უწმაწური სიტყვების მცირე ნაწილს მაინც იყენებს, რაც ჩვენთვის ნაცნობია. მაშინაც და ახლაც, როცა ისინი ჩვენ გვაგინებენ, რა თქმა უნდა, გვეცინება. სიცილი კი მათ კიდევ უფრო ახალისებს, რომ გინება არ შეწყვიტონ", — აცხადებს ზოოპარკის ხელმძღვანელი სტივ ნიკოლსი.
აფრიკული ნაცრისფერი თუთიყუში, იგივე ჟაკო.
ფოტო: WikiMedia / L.Miguel Bugallo Sánchez
მართალია, თუთუყუშების გინება უცხო არავისთვისაა, მეტიც, სახალისოც კია, თუმცა, როგორც ნიკოლსი აღნიშნავს, ერთ გალიაში ხუთი თუთიყუშის ერთდროული გინება "მოხუცი მუშების კლუბს დაემსგავსა, სადაც მხოლოდ იგინებიან და იცინიან".
სწორედ ამის გამო მოუწიათ, ისინი იზოლირებულ გალიებში გადაეყვანათ:
"თანამშრომლები გავმხიარულდით, არც დამთვალიერებლებს ჰქონდათ მათთან პრობლემა, მაგრამ იმაზე ვდარდობდით, რომ შაბათი-კვირა ახლოვდებოდა და ბავშვები გვეწვეოდნენ", — აღნიშნა სტივ ნიკოლმა ფრინველების "დასჯის" მიზეზზე საუბრისას.
ამ გზით ზოოპარკის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ თუთიყუშები ამ "მავნე ჩვევას" გადაეჩვევიან.
"ისინი აფრიკული ნაცრისფერი თუთიყუშები არიან, რომლებიც ძალიან, ძალიან კარგად ბაძავენ ნებისმიერ ხმას და ვიმედოვნებთ, რომ განცალკევებით ყოფნისას სხვა თუთიყუშის ხმებს აითვისებენ, თუ არადა, მოგვიწევს, ცალ-ცალკე სივრცეებში დავაბრუნოთ: ხუთივეს ერთიანი გინების მოსმენას მაინც აჯობებს" — ამბობს ნიკოლსი.
ამის მიუხედავად, ზოოპარკის დირექტორი აღნიშნავს, რომ გინების მოყვარული თუთიყუშები ბიზნესისთვის მაინც მომგებიანები არიან, რადგან მათი ხილვა და მოსმენა, როგორც წესი, ყველას ამხიარულებს.
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები