TI მოუწოდებს ქუთაისის საკრებულოს, დროულად გამართოს ბიუჯეტის საჯარო განხილვა
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ დრომდე საჯაროდ არ განუხილავს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის. საკრებულო ვალდებულია საჯაროდ განიხილოს ბიუჯეტის პროექტი, რაც ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებს ამ დრომდე არ განუხორციელებიათ.
"ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა განმარტებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პროაქტიულად გამოქვეყნებული ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტის ნახვა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლია. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე საჯარო განხილვის მოწყობას, მათივე განმარტებით, ეს ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, რადგან ქალაქის ბიუჯეტის გარკვეული ფინანსური პარამეტრები მიბმულია ცენტრალური ბიუჯეტის განაწილებასთან და ცენტრალური ბიუჯეტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის მიღება მიზანშეუწონელია" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.
ორგანიზაციის განცხადებითვე, ბიუჯეტის პროექტის მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებით ვერ მოხდება საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე მაქსიმალური საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა: "რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ საჯარო განხილვის მოწყობამდე ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას ელოდება, მსგავს დათქმას კანონი არ ითვალისწინებს და ასევე, გაუგებარია, თუ როგორ მოხერხდა ქვეყნის სხვა თვითმმართველობებში მსგავსი საჯარო განხილვების ჩატარება (ბათუმი, ზუგდიდი, თელავი)".
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას მერიამ რამდენიმე შეხვედრა მოაწყო მოსახლეობასთან, რაც ცალსახად მისასალმებელია, მაგრამ ქალაქის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროექტი საკრებულოში პირველი წარდგენისა და ცენტრალური ბიუჯეტის პარამეტრების შესაბამისად ცვლილებებს განიცდის, რის შესახებაც სამოქალაქო სექტორისათვის ნაკლებადაა ცნობილი. უკანასკნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის უქონლობის პირობებში კი ბუნებრივია კომპეტენტური რეკომენდაციების მომზადება შეუძლებელი ხდება.
"თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის საკრებულოში წარდგენის ვადა 10 დეკემბერს ეწურება, შესაბამისად, გაუგებარია, როდის გეგმავს ქალაქის ხელმძღვანელობა საჯარო განხილვის გზით გააცნოს საზოგადოებას ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი ასპექტები და მათგან წამოსული შენიშვნები ან/და რეკომენდაციები მოისმინოს და გაითვალისწინოს", - აცხადებს TI - საქართველო.
მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამჭვირვალე მმართველობისთვის, შესაბამისად მივმართავთ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას უზრუნველყოს ქალაქის ბიუჯეტის პროექტის დროული მომზადება და კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით, ქალაქის საკრებულოში წარდგენამდე მისი საჯარო განხილვა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები