მისი სახელი ვალენტინა სამპაიოა — Sports Illustrated-ის პირველი ტრანსგენდერი მოდელი
ფოტო: Miguel Medina/AFP/Getty Images
მოდელი ვალენტინა სამპაიო ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი მოდელი გახდა, რომელიც Sports Illustrated-ის საცურაო კოსტიუმების ნომერში გამოჩნდება.
23 წლის ბრაზილიელი მოდელი სპეციალურად შეირჩა გამოცემისთვის, რომელიც 21 ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
"მადლობა, რომ მხარს მიჭერთ სიყვარულის, თანაგრძნობისა და ერთიანობის გზავნილის გავრცელებაში", — ამბობს სამპაიო.
Sports Illustrated-ის ბოლო გამოცემაში გამოქვეყნებულ ესეში მოდელი საუბრობს ამ ისტორიულ მომენტზე და ტრანსთემისათვის მის მნიშვნელობაზე. "როგორც წესი, იყო ტრანსგენდერი, ნიშნავს გამუდმებით აწყდებოდე დახურულ კარებს ადამიანების გულებსა და გონებაში. ჩვენ გვიწევს დაცინვის, დამცირების, შეშფოთებული რეაქციების და ფიზიკური ძალადობის ატანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვარსებობთ", — ამბობს იგი, — "ჩვენი შესაძლებლობა, ვიზრდებოდეთ მოსიყვარულე ოჯახში, რომელიც მიგვიღებს, სკოლის პერიოდში ბედნიერი ვიყოთ ან ვიპოვოთ ღირსეული სამსახური, წარმოუდგენლად შეზღუდული და რთულია".
მოდელი მადლობას უხდის გამოცემას იმის დაფასებისთვის, რომ "სხვა ყველაფერზე წინ, იგი ადამიანია".
ფოტო: ELENA SENTI/THE LIONS NY
ესეში სამპაიო ასევე საუბრობს მის სამშობლოში დაღუპულ ტრანსგენდერ ადამიანებზე. "ბრაზილიის ჩრდილოეთით მდებარე შორეულ და მოკრძალებულ მეთევზეების სოფელში დავიბადე და გავიზარდე", — წერს იგი, — "[ეს] მშვენიერი ქვეყანაა, თუმცა ტრანსთემისადმი განხორციელებული ძალადობის და მკვლელობის შემთხვევებით ერთ-ერთი მოწინავეა — ამგვარი დანაშაული თითქმის სამჯერ მეტი ხდება, ვიდრე აშშ-ში".
Advocate-ის ცნობით, გასულ წელს მსოფლიოში 330 ტრანს და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანი მოკლეს, აქედან 130 მკვლელობა ბრაზილიაში მოხდა.
ენტონი რამოსი, Sports Illustrated-ის ახალი სახეების აღმოჩენის ხელმძღვანელი, Los Angeles Times-თან ამბობს:
"Sports Illustrated-ის საცურაო კოსტიუმების გამოცემა უერთდება სხვა უამრავ ორგანიზაციას — აშშ-ის სკაუტი გოგოებიდან მის სამყარომდე, რათა ცნოს უბრალო ფაქტი, რომ ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან. ისეთი ნიჭიერი გოგოები, როგორიც ვალენტინა სამპაიოა, იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და თანაბარ შესაძლებლობებს. Sports Illustrated-ში შეტანილი მისი წვლილი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაშინ, როცა სამოდელო ინდუსტრია მეტი ინკლუზიურობით აგრძელებს განვითარებას".
2017 წელს სამპაიო ასევე პირველი ტრანსგენდერი მოდელი გახდა, რომელიც Vogue Paris-ის გარეკანზე გამოჩნდა, 2019 წელს კი კვლავაც პირველი იყო საკუთარი თემიდან, ვინც Victoria's Secret-მა დაიქირავა საკუთარი ვარდისფერი ხაზისთვის. ეს მოხდა ერთი წლის შემდეგ, რაც კომპანიის მარკეტინგის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ედ რეიზეკმა Vogue-ს უთხრა, რომ ტრანსგენდერი მოდელები არ გამოჩნდებოდნენ საცვლების ბრენდების ჩვენებებზე, "რადგან ჩვენების შოუ ფანტაზიას ჰგავს". რეიზეკმა გასული წლის აგვისტოში დატოვა კომპანია.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
კომენტარები