აღმოსავლეთ ევროპის ამ ფოტოკონკურსში $1250-მდე ფულადი პრიზის მოგება შეგიძლიათ
ფოტო: Michal Solarski
The New East Photo Prize აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის მოქალაქეებისთვის თანამედროვე ფოტოგრაფიის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოდანაცაა შესაძლებელი.
კონკურსი ფოტოგრაფიის არტისტულ სრულყოფილებას ეძღვნება. მონაწილეებს ევალებათ, თავიანთი ფოტოპროექტით ასახონ ახალი აღმოსავლეთის სოციალური, კულტურული და ფიზიკური ლანდშაფტი.
უდიდესი მრავალფეროვნების მიუხედავად, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ხშირად ძველმოდურადაა წარმოდგენილი, რაც ამ ქვეყნების მდიდარ კულტურასა და შემოქმედებითობას უგულებელყოფს.
კონკურსის მიზანი ფოტოგრაფიის მეშვეობით ახალი აღმოსავლეთის აღქმის გაფართოებაა. The New East Photo Prize აქამდე უკვე ორჯერ ჩატარდა და პრიზებით ახალი აღმოსავლეთის 25 ქვეყნის 1 700-ზე მეტი მონაწილე დასაჩუქრდა.
ფოტო 2018 წლის გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტიდან
ფოტო: Karol Palka
The New East Photo Prize არის Calvert 22 Foundation-ის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მისი ონლაინ გამოცემა The Calvert Journal, და პრიზებთან ერთად კონკურსის ყველა ფინალისტი მიიღებს იმის შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო დონეზე გაშუქდეს The Calvert Journal-ისა და სხვა მედიაპარტნიორების მეშვეობით.
კონკურსში მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ და წარადგინონ პროექტი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალი აღმოსავლეთის ქვეყნებშია გაკეთებული.
პროექტში მოიაზრება ერთობა ფოტოებისა, რომლებიც გადაღებულია ახალ აღმოსავლეთში (ქვეყნების სრული სია იხილეთ ქვემოთ) და იკვლევს განსაზღვრულ თემასა თუ საკითხს. თემის შერჩევაში ფოტოგრაფს სრული თავისუფლება აქვს და კონკურსი ფოტოგრაფიის მრავალი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს მიესალმება, იქნება ეს პორტრეტი, პეიზაჟი, დოკუმენტური ფოტოგრაფია, თანამედროვე ხელოვნება თუ არქიტექტურა. თითოეული პროექტი უნდა შეიცავდეს არაუმეტეს 15 ფოტოს, რომლებიც ერთიანი სერიის სახით შეფასდება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროფესიონალური ფოტოგრაფობა არ არის აუცილებელი და ნამუშევრები შეფასდება შემოქმედებითი ფასეულობით და არა — ფოტოგრაფის სტატუსით.
მსურველი აუცილებლად უნდა იყოს 18 წლის ან მეტის და ჰქონდეს საქართველოს (ან ახალი აღმოსავლეთის რომელიმე სხვა ქვეყნის) მოქალაქეობა, თუნდაც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობდეს.
თითოეულ განაცხადს თან უნდა ახლდეს პროექტის ფოტოგრაფიული მნიშვნელობის ახსნა, მაქსიმუმ 600 სიტყვა, და მოკლე ბიოგრაფიული მიმოხილვა, მაქსიმუმ 200 სიტყვა.
აპლიკაციები 2020 წლის 20 სექტემბრამდე მიიღება.
The New East Photo Prize-ში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლებს. ქვეყნების სრული სია ასეთია: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქმენეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩეხეთი, ხორვატია.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს.
ფოტო 2018 წლის გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტიდან
ფოტო: Alnis Stakle
კონკურსის პრიზები
ფულადი პრიზი
The Calvert Journal-ისა და სხვა მედიაპარტნიორების მეშვეობით ნამუშევრების ონლაინ საერთაშორისო დონეზე გამოფენის შესაძლებლობის გარდა, New East Photo Prize-ის გამარჯვებული მიიღებს £1 000-მდე (დაახლოებით $1260-მდე) ფულად პრიზს ფოტოგრაფიული მოღვაწეობის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად.
ვაუჩერი ფოტოგრაფიული აღჭურვილობისთვის
ახალბედა ფოტოგრაფების მხარდასაჭერად განკუთვნილი ამ პრიზით გამარჯვებულს მიეცემა £500-იანი (დაახლოებით $630-მდე) ვაუჩერი სასურველ მაღაზიაში დასახარჯად.
Mentorship Award
Mentorship Award-ის გამარჯვებულს Spazio Labo’ Photography სრულად დაუფინანსებს დავიდ მონტელეონესა და Spazio Labo-ს მიერ ორგანიზებულ კურსს ვიზუალური თხრობის შესახებ, რომელიც სპეციალურადაა შემუშავებული დამწყები ვიზუალური ამბის მთხრობელებისთვის. კურსი ჩატარდება 2021 წლის იანვარ-ივნისში და ის მოიცავს ინდივიდუალურ მენტორობას, ექვს ინტერაქციულ ჯგუფურ სემინარს და ოთხ პირისპირ შეხვედრას სახელგანთქმულ ლექტორებთან.
გამოფენა (დაუდასტურებელი)
კონკურსი საწყის გეგმებში შედიოდა ფინალისტების ფოტოგამოფენის გამართვა ევროპაში 2020 წლის შემოდგომაზე, თუმცა ბოლოდროინდელი პანდემიის მოვლენებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად უსაფრთხო იქნება გამოფენის ჩატარება და დარჩება თუ არა ეს პრიზი ძალაში.
წინა გამარჯვებულები
ალნის სტაკლე — New East Photo Prize 2018-ის გამარჯვებული, რომელმაც £1 000-იანი ფულადი ჯილდო მიიღო. მისი პროექტი Heavy Waters ფოკუსირდებოდა ყირიმის სანაპიროს ქალაქებსა და გარეუბნებზე.
ფოტო: Alnis Stakle
ფოტო: Alnis Stakle
ფოტო: Alnis Stakle
ფოტო: Alnis Stakle
ელენა სუბაჩი — New East Photo Prize 2016-ის გამარჯვებული, რომელმაც კონკურსის პარტნიორი Bird in Flight-ისგან მიიღო £1 000. მისი პროექტი The Sacrifice ეძღვნება პროვინციულ უკრაინაში გაზრდის მის გამოცდილებას და გვაძლევს იმის იშვიათ და უჩვეულო შესაძლებლობას, ვიხილოთ, როგორია ამ ქალაქებში ცხოვრება დღეს.
ფოტო: Elena Subach
ფოტო: Elena Subach
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
კომენტარები