სამი გამარჯვებული უკვე ცნობილია — მოიგე ალდაგის 1-წლიანი დაზღვევა
ფოტო: ალდაგი
ალდაგი 30 წლისაა და იუბილესთან დაკავშირებით, ერთი თვის განმავლობაში, კონკურსის 30 გამარჯვებულს უფასო ერთწლიანი ავტოდაზღვევით დაასაჩუქრებს, ყველა დანარჩენს კი, ვინც კონკურსში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ აქციის პერიოდში ავტომობილს დააზღვევს, 1-წლიან პოლისზე საჩუქრად 30 დღეს მიიღებს.
კონკურსი და აქცია 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში ყოველდღე თითო გამარჯვებული გამოვლინდება და ის ავტოდაზღვევის ერთწლიანი პოლისით დასაჩუქრდება. უფასო ავტოდაზღვევის მოსაგებად, მომხმარებელმა ვებგვერდზე 30.aldagi.ge უბრალოდ უნდა გადმოსცეს მის ავტომობილთან დაკავშირებული საინტერესო, სახალისო ისტორია ემოჯიებით. ამისათვის ალდაგი ემოჯიების ლექსიკონსაც შემოგთავაზებთ და თქვენს ისტორიებს ყურადღებით შეაფასებს.
ამ სტატიაში სამი გამარჯვებულის ისტორიას ემოჯიების დახმარებით მოგიყვებით:
I დღის გამარჯვებული — მარიანა ევანისელი
"სკოლის დამთავრებისას, მშობლებმა სრულიად მოულოდნელად მაჩუქეს მანქანა. რა თქმა უნდა, მაშინვე დავჯექი, წავედი სასეირნოდ გოგოებთან ერთად, მოკლედ ჭკუაზე არ ვარ... პარკინგზე, გაჩერებულზე ვიღაც დამეჯახა. სახლში მოვედი ბამპერმოგლეჯილი. ოჯახი დუმდა... მეზობლებიც... მე თავისთავად."
ფოტო: ალდაგი
II დღის გამარჯვებული — ნონა მოლნარ
ძალიან მიყვარს ავტომობილის მართვა. 5 წლიანი გამოცდილება მაქვს და არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა და ჯარიმა არ მქონია.. 2020 წელი დგებოდა. 31 დეკემბერს პატრულმა გამაჩერა სახლში მიმავალი, მომილოცა დამდეგი ახალი წელი და თან მკითხა, — ნასვამი ხომ არ ხართ, ალკოტესტი უნდა ჩაგიტაროთო. მე ვუთხარი: წესით ნასვამი უნდა ვიყო, რადგან ახალი წლის კარს მოდგომა ავღნიშნო მაგრამ თქვენ გამაჩერეთ, — მეთქი. ჩამაბერინეს ალკოტესტში, გაიცინა პატრულმა და მითხრა თქვენ 100% ფხიზელი ხართ მაგრამ დამელოდეთო. მანქანიდან გადმოიტანა რაღაც და მაწვდის — ინებეთ, ეს შამპანური, ჩემთვის ვიყიდე 2019 წელი რომ გამეცილებინა, მაგრამ რადგან შეგაყოვნეთ, გამომართვით ეს და ჩემი სადღეგრძელოც თქვითო. მოვკურცხლე მაშინვე, 2019 წელს რომ არ გაესწრო და სტუმარს 2020 წელს ბაკლით ხელში შევხვედროდი.
ფოტო: ალდაგი
III დღის გამარჯვებული — ეკატერინე ლოლუა
მოკლედ, დიდი არაფერი ამბავი, რომ არა პანდემია, სტომატოლოგიური კლინიკების დახურვა, ჩემი საკორექციო ბრეკეტები, რომლის რკინაც უკვე ლოყაში მქონდა გაყრილი და კომენდანტის საათი.
რიგითი პანდემიური საღამოა, ბავშვის ძიძა სახლში დავტოვე და მივიჩქარი სახლში შვილთან. ჩემი სახლის ასასვლელი ვიწროა, მხოლოდ ერთი მანქანა ეტევა, თუმცა ორმხრივი მოძრაობაა, სულ საცობია, მით უმეტეს, კომენდანტის საათის დაწყებამდე 20 წუთით ადრე. ზემოდან მანქანების დიდი ნაკადი მოდიოდა, შესაბამისად, აღმართში ამსვლელებს მოგვიწია დათმობა. გადავაყენე გვერდზე, ასევე მოიქცა ჩემს უკან მდგომი მანქანაც, წინას ცოტა უკან წამოსვლა მოუწია და სიჩქარეების კოლოფი უკუსვლაზე ჩართული დარჩა. კი ვიფიქრე არ დაძრას, — მეთქი, მაგრამ ეგრევე გადავიფიქრე, რატომ უნდა დამარტყას, ეცოდინება როგორმე რომელ სიჩქარეში აქვს ჩაგდებული, — თქო.
ნაკადი შეწყდა და ჩემს წინ მდგომმა მძღოლმა ბედნიერმა ჩააჭირა გაზს ბოლომდე, რა თქმა უნდა, უკან წამოვიდა დიდი სიჩქარით და შემასკდა. იმ დღეს დავიშალეთ. მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს გოგო ორთოდონტია და მანქანასთან ერთად კბილებიც გამიკეთა.
ფოტო: ალდაგი
როგორ მივიღოთ მონაწილეობა ალდაგის კონკურსში?
მონაწილეობის მიღება მარტივია: გადადით ლინკზე, ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ემოჯიების საშუალებით მოყევით თქვენი სახალისო საგზაო თავგადასავალი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ფლობს მსუბუქ ავტომობილს.
თუ არ გაგიმართლებთ და ავტოდაზღვევას ვერ მოიგებთ, ალდაგი 1 წლიან პოლისზე 30 დღეს უფასოდ მაინც გაჩუქებთ. ავტო-ოპტიმუმი ალდაგის ახალი პროდუქტია, რომელიც სტანდარტული ავტო-დაზღვევის მსგავსად, ისეთ რისკებს ფარავს, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება და სტიქიური უბედურებები. ოპტიმუმი იდეალური დაზღვევაა მათთვის, ვისაც ავტომობილის დაზღვევა დიდი ხარჯებისგან უნდა.
ავტომობილის ალდაგში დასაზღვევად საუკეთესო დროა.
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
კომენტარები