არგენტინული სოციალური ტანგო — როგორ შეიქმნა ბედის მაძიებელთა ცეკვა
ფოტო: contiki
არგენტინული ტანგოს — როგორც ცეკვის, ისე მისი სახელის საწყისები მითებსა და დაუწერელ ისტორიაშია ჩაკარგული. მიჩნეულია, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში არგენტინაში ჩამოყვანილმა აფრიკელმა მონებმა და მათმა შთამომავლებმა ადგილობრივ კულტურაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს და სწორედ ამ საზოგადოებაში დაიბადა ემოციური და ცეცხლოვანი ცეკვა.
სიტყვა ტანგო, შესაძლოა, აფრიკული წარმოშობის იყოს და პირდაპირი მნიშვნელობით "დახურულ ადგილს" ნიშნავდეს. მეორე მოსაზრებით კი ის პორტუგალიური წარმოშობისაა და შეხებას აღნიშნავს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ამ სიტყვის ეტიმოლოგია, საბოლოოდ "ტანგო" იმ ადგილის აღმნიშვნელი ტერმინი გახდა, სადაც აფრიკელი მონები და თავისუფალი ფერადკანიანები დამღლელი დღის შემდეგ საცეკვაოდ იკრიბებოდნენ მანამ, სანამ 1853 წელს არგენტინაში მონობა აიკრძალა.
მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში არგენტინაში მიგრანტების დიდი ნაკადი ჩავიდა. 1869 წელს ბუენოს აირესის მოსახლეობა 180 000-ს ითვლიდა, 1914 წლისთვის კი მისი რაოდენობა 1,5 მილიონამდე გაიზარდა. აფრიკული, ესპანური, იტალიური, ბრიტანული, პოლონური, რუსული და ადგილობრივი არგენტინული კულტურები ერთმანეთს შეერია, თითოეულმა მათგანმა ერთმანეთისგან ცეკვისა და მუსიკის ელემენტები ისესხა — ტრადიციული პოლკა, ვალსი და მაზურკა კუბურ ჰაბანერასა და აფრიკულ რიტმებს შეერწყა.
იმიგრანტების უმეტესობა იყვნენ მამაკაცები, რომლებიც ახალ ქვეყანაში ბედის საძიებლად ჩავიდნენ. ისინი ძირითადად ღარიბი, იმედგადაწურული ადამიანები იყვნენ და ოცნებობდნენ, საკმარისი ფული ეშოვნათ, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ ან ოჯახები არგენტინაში ჩამოეყვანათ. ტანგოს ევოლუციაც სწორედ მათ გულშიჩამწვდომ ადამიანურ დანაკარგსა თუ შორს დატოვებულ მშობლიურ ადგილებსა და საყვარელ ხალხს ასახავს.
ცეცხლოვანი და ვნებიანი მოძრაობების მიუხედავად, სწორედ ასეთი ნოსტალგიურ, სევდიან ისტორიებს ჰყვება ტანგო და ბანდონეონზე შესრულებული მელოდიებიც ხშირად დაკარგულ ან ცალმხრივ სიყვარულზე მოგვითხრობს. მისმა თანამედროვე ვერსიებმა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მნიშვნელობა მიიღო, თუმცა საწყისი მნიშვნელობა მაინც სასოწარკვეთილებაა.
ფოტო: Tangology
არგენტინულ ტანგოს თავდაპირველად ერთმანეთში მამაკაცები ცეკვავდნენ. სურდათ, მოძრაობები ესწავლათ, რადგან ქალი პარტნიორები მოეხიბლათ. როცა მოძრაობებში კარგად გაიწაფებოდნენ მხოლოდ შემდეგ გადიოდნენ საცეკვაო მოედანზე და "ბედს ეძებდნენ".
აფრიკულ-არგენტინულ საცეკვაო მოედნებიდან ტანგო ბუენოს აირესის სხვადასხვა უბანში გავრცელდა და მას ძირითადად ღარიბთა თავშეყრის ადგილებში, ბარებში, საცეკვაო მოედნებსა და საროსკიპოებში ცეკვავდნენ. სწორედ ამ ადგილებში ერწყმოდა ერთმანეთს აფრიკული რიტმები და არგენტინული მუსიკა — "მილონგა". უცნობია, როდის და სად შეერია სხვადასხვა კულტურის დამახასიათებელი მუსიკა და მოძრაობა ერთმანეთს ისე, რომ არგენტინული ტანგო დღევანდელი სახით ჩამოყალიბებულიყო, თუმცა ცნობილია, რომ დასაწყიში ის ღარიბი უბნების ცეკვად მოიაზრებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კლასის წარმომადგენლები ზემოდან უყურებდნენ ღარიბი უბნების საქმიანობას, მდიდრების შვილები გაღატაკებულ რაიონებს ცნობისმოყვარეობის მიზნით ხშირად სტუმრობდნენ. ამგვარად, თანდათანობით ყველამ შეიტყო ამ ცეკვის შესახებ და ის ბუენოს აირესის ურბანული კულტურის ნაწილიც გახდა.
ტანგო მსოფლიოში მე-20 საუკუნის დასაწყისში გავრცელდა. არგენტინელი მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები პარიზში ჩადიოდნენ და ცეკვას აცნობდნენ საზოგადოებას, რომელიც სიახლეებისთვის მზად იყო. ნელ-ნელა ტანგომ ლონდონსა და ნიუ-იორკშც ჩააღწია. დროთა განმავლობაში კი ის არგენტინის ეროვნულ ღირსებად იქცა.
არგენტინული ტანგო მისი სამეჯლისო ვარიანტისგან განსხვავებით თითქმის სრულიად იმპროვიზაციაზეა დაფუძნებული. ამ ცეკვაში არსებობს ლიდერი და "ფოლოვერი". ლიდერი ისაა, რომელმაც ცეკვის მართვა იცის და სულაც არაა აუცილებელი, ის მამაკაცი იყოს.
ცეკვისას ყოველი ნაბიჯი სპონტანურია, პარტნიორები კი ერთმანეთთან კავშირსა და მუსიკაზე ორიენტირებული არიან. ნაწილობრივ, სწორედ სპონტანურობა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ის რთულად შესასრულებლად ითვლება, თუმცა მთავარია იცოდე პრინციპი, მანერა, როგორ გადადგა ნაბიჯები, იგრძნო რიტმი და ტანგოს ცეკვას აუცილებლად შეძლებ. ალბათ, ამიტომაც ეძახიან მას "გრძნობას, რომელიც უნდა იცეკვო".
არგენტინული სოციალური ტანგოს შესახებ მთავარ არხზე, გადაცემაში "შენი დილა", მოწვეულმა სტუმრებმა — ტანგო აკადემიის პედაგოგებმა კობა შონიამ და ანი მესხმა ისაუბრეს. იხილეთ ვიდეო აქ.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
კომენტარები