რა გავლენა აქვს შეზღუდვებს ეპიდემიის ხანგრძლივობაზე: მოკლედ მრუდის დადაბლებისა და პიკის შესახებ
გიორგი კანდელაკი მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის ინფექციურ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელი და ატლანტის ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორია. 2010-2012 წლებში იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. თავის სტატუსში ის ეპიდემიასთან ბრძოლის ამჟამინდელ სტრატეგიას განიხილავს.
ფოტო: IVAN-96 / EMARYS / GETTY / KATIE MARTIN / THE ATLANTIC
მსურს, რომ პერიოდულად COVID-ის ეპიდემიასთან დაკავშირებულ გაბატონებულ მოსაზრებებზე გავაკეთო ჩემი კომენტარი.
მოსაზრება N1: უნდა დავადაბლოთ ეპიდემიოლოგიური მრუდი
კეთილი! იმისთვის რომ გავიაზროთ ამ მისტიური მრუდის საიდუმლოებანი, უნდა გავერკვეთ შემდეგ საკითხებში: კონკრეტულად კორონავირუსის პანდემია, გარდაუვლად დაასნებოვნებს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს, სანამ არ იქნება მიღწეული ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი (herd immunity) და ვირუსი არ შეწყვეტს პანდემიურ გავრცელებას.
[ამაზე ჯანდაცვის წარმომადგენლებიც საუბრობენ: ლევან რატიანი – დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს]
ეს რეალობა შეიძლება მხოლოდ მაშინ შეიცვალოს, თუ იარსებებს ეფექტური ვაქცინა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, კლინიკურად ხელმისაწვდომი ვაქცინა შეიძლება იყოს 12-18 თვეში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვაქცინა შეიძლება ვერ შეიქმნას (არსებობს ასეთი მოსაზრებებიც) ან არ იყოს მთლად ეფექტური (როგორიცაა, მაგალითად გრიპის ვაქცინა 50-60% ეფექტურობით მხოლოდ). ამასთანავე მასობრივ წარმოებას დასჭირდება კიდევ მრავალი თვე. ასე რომ, ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში, ჩვენ შეიძლება შევაჩეროთ გავრცელება 12-18 თვეში და, თუ რეალისტები ვიქნებით, 2 წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების ტემპს და რამდენიმე სეროპრევალეტური კვლევის წინასწარ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ მანამდე გარდაუვლად მივაღწევთ პოპულაციურ იმუნიტეტს და ვაქცინა მაღალი ალბათობით შეიძლება აღარც დაგვჭირდეს, თუმცა მოდით, ეს დაუზუსტებელი მოსაზრება დროებით გვერდზე გადავდოთ. მანამდე კი კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დავადაბლებთ თუ არ დავადაბლებთ მრუდს, არ შეიცვლება არც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა და არც გარდაცვლილთა რიცხვი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოხდა ჯანდაცვის სისტემის სრული კოლაფსი).
ამ საკითხს ხაზს ვუსვამ, რადგან ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს არასწორად ჰგონია, რომ რაც უფრო გამკაცრდება ღონისძიებები, მით მეტ ადამიანს გადავარჩენთ და ყოველი მოსაზრება რეგულაციების ლიბერალიზაციის კუთხით აღიქმება გენოციდის მცდელობად — კაცმა რომ თქვას რა ქნას ხალხმა, ამას ეუბნებიან ყოველდღე ტელევიზორით. ისმის კითხვა: მაშ რისთვის ვადაბლებთ მრუდს? მრუდის დადაბლებას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, შევამციროთ პიკი (არა გავაქროთ, არამედ შევამციროთ), რომ ჯანდაცვის სისტემამ არ მიიღოს ძლიერი დარტყმა, რომელსაც ის ვერ გასწვდება. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არც ძალიან ნელა გავრცელდეს ვირუსი (ეს შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი ამოცანა ნაწილობრივ სწორედ მართულად ეპიდემიის გავრცელებაა და არა მისი შეკავება - რაც შეუძლებელია) რომ შედარებით დაჩქარებულად გავიაროთ რთული პერიოდი და არც ძალიან სწრაფად — რომ არ ჩამოიქცეს ჯანდაცვის სისტემა).
ეპიდემიოლოგიური ნავიგაცია ასეთ ვითარებაში არ გახლავთ რთული: ამკაცრებთ რეგულაციებს როგორც კი ატყობთ, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატების რეზერვი მცირდება (სწორედ ეს განიხილება დღეს მთავარ ინდიკატორად ყველგან) და აღწევს წინასწარ განსაზღვრულ კრიტიკულ რაოდენობას და არბილებთ შეზღუდვებს, როდესაც ხედავთ, რომ ვენტილატორების რესურსის მარაგი დიდია. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ ქვეყანაში გვაქვს 2000 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და აქედან 50-60% არის მხოლოდ დაკავებული. მაშასადამე გვაქვს 1000 ან 800 ვენტილატორი მაინც. ხოდა ეხლა ისმის კითხვა: როდესაც სულ 5 თუ 10 კოვიდ-პაციენტი გყავს ვენტილატორზე მიერთებული, და მარაგად გვრჩება 995 თავისუფალი ვენტილატორი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ის მკაცრი ღონისძიებებიც კი არ არის საკმარისი რასაც დღეს ატარებთ, და გვემუქრებით, რომ შეიძლება სრული 24-საათიანი კომენდანტის საათის გამოცხადების რეკომენდაცია გასცეთ? არადა უმარტივესი გამოსათვლელი საკითხია: კვლევებით დადასტურებულია, რომ ინფექციის კლინიკური ნიშნების გამოვლინებიდან საშუალოდ 2 კვირაში ხდება (მძიმე შემთხვევებში მხოლოდ) ინტუბაცია. ხოლო მძიმე ჰოსპიტალიზირებული პაციენტების (არა იმათი, ვინც ეხლა წევს ძირითადად საავადმყოფოებში მსუბუქი ან საერთოდ უსიმპტომო დაავადებით - ასეთებია დღეს ჰოსპიტალიზირებულთა 90%, და ასეთებს არც ერთ ქვეყანაში საავადმყოფოში არ ტოვებენ, ჩვენ გარდა - ეს ცალკე განსახილველი თემაა, თუ რაში იხარჯება ბიუჯეტი) არამედ იმათი, ვინც ნამდვილად უნდა იწვეს საავადმყოფოში (ანუ ოქსიგენაციის პრობლემა აქვთ და მინიმუმ ჟანგბადი მაინც სჭირდებათ), ამათგან მხოლოდ 15-20% მომდევნო დღეებში ხვდება რეანიმაციაში. ხოლო რეანიმაციაში დაყოვნება კოვიდ-პაციენტებში (ანუ ვენტილატორის დაყოვნება პაციენტის ექსტუბაციამდე ან დაღუპვამდე) არის სხვადასხვა კვლევებით 2-3 კვირამდე. შესაბამისად უმარტივესი დასათვლელია თუ დღეში რამდენი ნამდვილად მძიმე (ნამდვილად მძიმე - ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს) პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გამოიწვევს რამდენი ვენტილატორის დაკავებას 2 კვირაში. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ციფრი და მათემატიკური სიზუსტით შეიძლება გავთვალოთ, როდის, რა ტიპის შეზღუდვებია დასაწესებელი (სხვათა შორის ეს შეზღუდვები ზუსტად 2-3 კვირაში იძლევა ეფექტს და ეს ეფექტიც დათვლადია, არსებობს ამის კალკულატორები).
ამავე თემაზე:
- შვედეთის პასუხი კორონავირუსს: მინიმალური აკრძალვები და მაღალი პასუხისმგებლობა
- როგორ გავრცელდა ვირუსი რელიგიური რიტუალისას — ვიდეორგოლი პაციენტ #31-ზე
- სწრაფი ტესტები — რატომ ვერაფერი გავიგეთ და რა ხდება
- სამხრეთ კორეა — ვირუსთან ბრძოლის სახელმძღვანელო საქართველოსთვის
რა ხდება ჩვენთან
არ ვიცით აქტიურად ინფიცირებულების რაოდენობა, არ ვიცით სეროპრევალენტობა, 1 კვირის წინ ჯერ კიდევ მძაფრი დეფიციტი გვქონდა ტესტების, ეხლა მხოლოდ ზომიერი დეფიციტი გვაქვს. არ გვაქვს არანაირი სტრატეგია, როგორ ვმოქმედებთ ზემოთაღწერილ ვითარებებში. და იმის მაგივრად, რომ ამ საკითხების გათვლებით ვიყოთ დაკავებული, ჩართული იყოს ბევრი ექსპერტი, მათ შორის ალტერნატიული მოსაზრებების მქონე, ამის მაგივრად ჩაკეტილ წრეში, რამოდენიმე ადამიანი, ყოველგვარი გათვლების გარეშე სრულიად არატრანსპარანტულად, ავტოკრატულად იღებს სულ უფრო და უფრო მეტი შეზღუდვის მქონე რეგულაციების მიღების გადაწყვეტილებებს. ხოლო შემდეგ, არასწორი, არამართებული არგუმენტებით და დამახინჯებული ფაქტების მოშველიებით ხდება საზოგადოების დარწმუნება გადაწყვეტილებების სისწორეში (ისე, რომ არავინ ხსნის გადაწყვეტილების მიღების ლოგიკურ ჯაჭვს).
დასარწმუნებლად გამოიყენება გვამების, საფლავების, კრემატორიუმების კადრები.
ასე არ ხდება 21 -ე საუკუნეში, განათლების, ინტერნეტის, გლობალიზაციის საუკუნეში, გადაწყვეტილებების მიღება ბატონებო!
არსებული შეზღუდვები მხოლოდ ახანგრძლივებს ეპიდემიის მიმდინარეობას, იწვევს განმეორებითი მეორე, მესამე და ა.შ. ეპიდტალღის განვითარებას, არანაირად არ ამცირებს არც ინფიცირებულთა და არც დაღუპულთა რიცხვს და ანგრევს ეკონომიკას, იწვევს საზოგადოების არასაჭირო სტრესს და ასე შემდეგ.
იქნებ გვეფიქრა ამაზეც.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები