მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და შეზღუდული ბიზნესი საქართველოში — 2 აპრილის შეჯამება
ფოტო: Ciro de Luca/Reuters
2 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
დადასტურებული შემთხვევა — 1 002 159
გარდაცვლილი — 51 485;
გამოჯანმრთელებული — 208 949.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 134;
- გამოჯანმრთელებული — 26.
დღის ფაქტი
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გლობალურად მილიონზე მეტია
2 აპრილს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს გასცდა. მათ შორის, 51 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 208 ათასი გამოჯანმრთელდა. აშშ-ში ყველაზე მეტი ინფიცირებულია. იქ, სულ მცირე, 234 462 შემთხვევა აღრიცხეს. მას მოსდევს იტალია ყველაზე მეტი დაღუპილით და ესპანეთი, სადაც 100 ათასს გადაცდა დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი.
დღის ფოტო: თმის შეჭრა დახურული სალონის სახურავზე. ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი.
დღის ფრაზა
მამა შალვა კეკელია: კორონავირუსი არის გვირგვინი, ვიღაცა მიიღებს გვირგვინს ღვთისაგან
რა ხდება მსოფლიოში
- 2 აპრილს იტალიაში კიდევ 760 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით. ეს მაჩვენებელი 33-ით მეტია წინა დღესთან შედარებით. საერთო ჯამში იტალიაში 13 915 ადამიანი დაიღუპა ვირუსით;
- აშშ-ში ერთ კვირაში თითქმის 6,7 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა უმუშევრის კომპენსაციის მიღება;
- გერმანიაში 1,1 მილიონი თვითდასაქმებული და მცირე მეწარმე დარეგისტრირდა "ფინანსური დახმარების" მისაღებად;
- კატალონიამ ესპანეთის არმიას დახმარებისთვის მიმართა. მადრიდის შემდეგ კატალონიაში ყველაზე მეტი ინფიცირებულია ესპანეთის მასშტაბით;
- აშშ-ში ეროვნულმა დემოკრატიულმა კომიტეტმა კორონავირუსის გამო ყრილობა აგვისტოსთვის გადადო. The New York Time-ს წერს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური კალენდრის ყველაზე დიდი შეფერხებაა და ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური მოვლენა, რაც კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამო მომხდარა;
-
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს, იაკოვ ლიცმანსა და მის ცოლს, ჩავა ლიცმანს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 71 წლის ჯანდაცვის მინისტრი ამ დროისთვის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ისრაელში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. წყვილი ამჟამად იზოლაციაშია;
-
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. ესპანეთში ვირუსით 10,096 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ბოლო 24 საათში — 950.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით გადადო
კორონავირუსის პანდემიის გამო საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით, 26 მაისამდე გადადო. როგორც ბერძნული ეკლესიის წარმომადგენელმა, ნავპაკტოსის მიტროპოლიტმა აღნიშნა, ქრისტიანების მთავარი დღესასწაულის, აღდგომის არაღნიშვნა უჩვეულო ამბავია, მაგრამ ეს ხდება არა იდეოლოგიური შეხედულების გამო, არამედ საზოგადეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის.
რა ხდება საქართველოში
- ტიკარაძე: თუ ყველა ღონისძიება არ გატარდა, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი დაინფიცირდება
- მარნეულელი ქალი, რომელიც კრიტიკულად იყო, კონტაქტურია — პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
- კობახიძე: ვცდილობთ არ შეექმნას პრობლემა არც ხალხის ჯანმრთელობას და არც რწმენის თავისუფლებას
- კვირას რომ წირვა გადავიხადო, ხმას არ გამცემს პატრული? — რუსუდან გოცირიძე
- ქართული ოცნების წევრები მომდევნო 3 თვე ხელფასის 1/3-ს StopCoV ფონდში გადავრიცხავთ — კობახიძე
- კორონავირუსი უცხოეთში მყოფ საქართველოს 35 მოქალაქეს აქვს დადასტურებული
- კორონავირუსის გამაფრთხილებელი აპლიკაცია სატესტო რეჟიმშია — ეკატერინე ტიკარაძე
- გადაადგილებაზე ბიზნესისთვის გამონაკლისი დაშვებულია, მაგრამ წესები უნდა დაიცვან — თურნავა
- ტიკარაძე: პიკურ პერიოდს, სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ
- რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს — თურნავა
- ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ერთ ღამეში 204 მოქალაქე დააჯარიმეს — შსს
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
ონლაინ მაღაზიების ნაწილს მუშაობა აღარ ეზღუდება
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობა ონლაინ ვაჭრობას რიგი კომპანიებისთვის აღარ შეზღუდავს. მთავრობამ დადგენილება ერთ დღეში შეცვალა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად. დადგენილება განმარტავს დისტანციური მუშაობასაც, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, სამუშაო ადგილიდან, ოფისიდან, სადაც მაქსიმუმ 5 ადამიანი იქნება.
მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ ყველა კომპანია, რომელიც უსაფრთხოების წესებს დაიცავს შეძლებს ონლაინგაყიდვებზე გადავიდეს. გარდა ამისა, მინისტრმა განმარტა, რომ ისინი კონკრეტულ წესებს შესთავაზებენ ყველას, ვისაც ონლაინგაყიდვებზე გადასვლა შეეძლება.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
აშშ-ში სახლში გამოკეტილი ოჯახი Les Misérables-დან ცნობილი სიმღერის სასაცილო ვერსიას გვთავაზობს
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
ნახეთ წინა შეჯამებები:
- კომენდანტის საათი საქართველოში და აშშ-ში მოხსნილი რეკორდები — 31 მარტის შეჯამება
- "ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინი და ფატალური შემთხვევები ევროპაში — 30 მარტის შეჯამება
- ვირუსი, როგორც "მწარე წამალი" და დედამიწიდან ფულის ერთეულის "გასაქრობი" საშუალება — 29 მარტის შეჯამება
- გაბრაზებული იმნაძე, ინფიცირების უცნობი წყარო და 18000 ახალი შემთხვევა აშშ-ში — 28 მარტის შეჯამება
- 27 მარტი: ბორის ჯონსონის კორონავირუსი და უკან დაბრუნებული ტესტები — 27 მარტის შეჯამება
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა


კომენტარები