როდის სჯობს შხაპის მიღება - დილას თუ საღამოს?
ფოტო: Anton Watman / Shutterstock
პირადი ჰიგიენის დაცვა და უზრუნველყოფა ისევე მნიშვნელოვანია როგორც ჩაცმა, ჭამა და ნებისმიერი სხვა რამ. სუფთა და მოვლილ ადამიანთან ურთიერთობა ყველასათვის სასიამოვნოა. საკუთარი თავის მოვლისთვის დრო უმრავლესობას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს აქვს, ანუ მაშინ როცა ვიღვიძებთ და ახალი დღე იწყება, ან მის დასასრულს.
კარგად გამოძინება, დასვენება, განტვირთვა და სხეულის სიჯანსაღე აუცილებელია, სამუშაოსა და ნებისმიერ სხვა საქმეს თავის უკეთ გართმევისთვის.
იმაზე კამათი თუ როდის ჯობია შხაპის მიღება ალბათ დროის კარგვა იქნება, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. ვისაც როდის გაუხარდება მაშინ იბანავებს, თუმცა აღსანიშნავია ის დადებითი მხარეები რომლებიც დილას ან საღამოს აბაზანაში სტუმრობას უკავშირდება.
გთავაზობთ დილისა და საღამოს შხაპის დადებით მხარეებს.
დილის შხაპი კარგია:
ფოტო: Photographee.eu / Shutterstock
მაშინ როდესაც გამოფხიზლება გიჭირთ
თუ დილას ადგომა და გამოფხიზლება გიჭირთ, სასწრაფოდ შევარდით შხაპში. დილის შხაპი საწოლში კოტრიალის საუკეთესო ალტერნატივაა და თან კარგადაც გამოგაფხიზლებთ. ამის შემდეგ არც თავბრუსხვევასა და უსაფუძვლო დაღლილობას იგრძნობთ, თქვენი სხეული სულ რაღაც 15 წუთში მზად იქნება ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.
როცა მეტი კრეატიულობა გჭირდებათ
მეცნიერების აზრით დილით ბანაობისას, რასაც სულ 10-15 წუთი სჭირდება, დიდი შანსია, თქვენმა ტვინმა ნებისმიერი პრობლემა ან გამოწვევა გადაჭრას. ასევე მატულობს კრეატიულობა და ახალი იდეები. მეცნიერებს რომც არ დავუჯეროთ, ალბათ თვითონაც გამოგიცდიათ, რომ შხაპის მიღებისას საუკეთესო იდეები მოგდით და ბევრი რამ გამოგიგონებიათ კიდეც.
რადგან თქვენს სხეულს რეგენერაციის უნარი ამაღლებული აქვს
დილის შხაპთან ერთად თუ სამართებლის ხმარება გიწევთ, ნამდვილად სწორი დრო აგირჩევიათ ამის გასაკეთებლად. რადგან დილას ადამიანის ორგანიზმს ყველაზე უკეთ შეუძლია სისხლდენის შეჩერება, რომელიც პარსვის დროს მიღებული ჭრილობიდან მოდის.
როცა მედიტაცია ან დამშვიდება გჭირდებათ
შხაპი საუკეთესომ საშუალება სიმშვიდის მისაღწევად, თითქმის იგივე ეფექტი აქვს, რაც მედიტაციას ან თუნდაც ლოცვას. შესაბამისად, გარდა კრეატიულობის მატებისა და გამოფხიზლებისა, დილის შხაპი სულიერ სიმშვიდესაც მოგანიჭებთ და თქვენი დღე წარმატებული და ნათელი იქნება.
საღამოს შხაპი კარგია:
ფოტო: carol.anne / Shutterstock
თუ გაწუხებთ უძილობა
თუ უძილობა გტანჯავთ, ნაცვლად იმისა, რომ Facebook-ზე დაწეროთ "ინსომნიააააა!", გირჩევთ, შხაპი მიიღოთ. შხაპი საუკეთესო დამამშვიდებელია, თქვენი სხეული და გონება მოეშვება, დაისვენებს და ჩაძინებაც გაგიადვილდებათ.
თუ არაჯანსაღი კანი გაქვთ
თუ კანის პრობლემა გაქვთ, იქნება ეს სიმშრალე, ქერცლი თუ სხვა, დაძინებამდე რამდენიმე წუთით აბაზანაში შესვლა და წყლის გადავლება თქვენს კანს უფრო ნოტიოსა და ჯანსაღს გახდის. კანის გამოჯანმრთელებაში ასევე დაგეხმარებათ აბაზანის შემდეგ წასასმელი ტანის ლოსიონები და კრემები.
თუ ალერგიული ხართ
თუ გსურთ დაამარცხოთ ალერგია რომელიც უკვე დიდი ხანია გაწუხებთ, ამისათვის აუცილებელია ტანიდან და თმიდან თბილი წყლის დახმარებით ალერგენები მოიცილოთ, რაც თქვენი ძილს მშვიდსა და სასიამოვნოს გახდის.
მაშინ როცა ზამთარია და ცივა
ზამთარში ან ცივ ამინდში დილით შხაპის მისაღებად ნამდვილად დიდი სიმამაცე გმართებთ, რადგან რთულია თბილი ლოგინიდან ადგე და შხაპი გადაივლო, სამაგიეროდ ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა ღამით, რადგან ამ დროს თქვენი ორგანიზმი თბება და ცივი ლოგინის გათბობაც თქვენის ორგანიზმის ტემპერატურის ხარჯზეც ბევრად მარტივია.
თუ გინდათ აკნეს მოცილება
როდესაც აკნე გაწუხებთ, ძილის წინ შხაპის მიღება ნამდვილად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ყოველ შემთხვევაში ის ძალიან ამცირებს ამ დაავადების გაჩენის რისკს, რადგან წყალი გაშორებთ ოფლს, ჭუჭყსა და მიკრობებს, რაც აკნეს გამომწვევი მთავარი მიზეზებია.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები