კომენდანტის საათი საქართველოში და აშშ-ში მოხსნილი რეკორდები — 31 მარტის შეჯამება
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
31 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 856 417;
- გარდაცვლილი — 42 088;
- გამოჯანმრთელებული — 177 023.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 110;
- გამოჯანმრთელებული — 21;
- კარანტინის რეჟიმში — 5 106;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 294.
დღის ფაქტი: ამერიკაში ინფიცირების მინიმუმ ორჯერ მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ჩინეთში
ჩინეთში, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა 81 518 შემთხვევაა დაფიქსირებული, ამერიკაში კი 187 321. ამ მხრივ ამერიკა ყველა ქვეყანას უსწრებს და ინფიცირებულთა რიცხვით რეკორდული მაჩველებნები აქვს.
ბოლო მონაცემებით, ამერიკაში 23 533 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 3 850 ადამიანი.
დღის ფოტო: კომენდანტის საათის შემდეგ დაცარიელებული თბილისის ქუჩაში დარჩენილი ცუგა
რუსთაველის გამზირი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
დღის ფრაზა: "როცა თავს ცა გვაქვს ფირუზის, არ გვეშინია ვირუსის"
მეუფე ნიკოლოზმა კორონავირუსის პრევენციისთვის ბრძოლა ჯერ დევიზებით დაიწყო, როცა ერს შესთავაზა ფრაზა: არ გადაადო და არ გადაგედება. ახლა კი გადაწყვიტა მისი დამოკიდებულება უფრო რითმულად, ლექსის სახით გამოეხატა.
რა ხდება მსოფლიოში
ფოტო: Perry Tse
- მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა;
- ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტი აშშ-შია. ეს რიცხვი სხვა ქვეყნების რაოდენობას მინიმუმ 25 000-ით აღემატება;
- აშშ-ის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს, რომ კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანი მოკვდება;
- მინესოტას შტატში ინფიცირებულთა 28% სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან;
- ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა;
- Guardian-ის ინფორმაციით, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა ერთ დღეში სიკვდილიანობით საკუთარი ყველაზე მაღალი მაჩვენებeლი დააფიქსირეს;
- ნიდერლანდებში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა;
- დიდ ბრიტანეთში 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია ქვეყანაში;
- სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა;
- ბურუნდსა და სიერა ლეონეში ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა;
- კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, $1,4 მილიარდ დახარჯავენ დიაგნოსტიკური ტესტირების ხელშესაწყობად, სამედიცინო ინვენტარისა და მედიკამენტების შესაძენად;
- CNN-ის წამყვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან აგრძელებს;
- კორონავირუსის გამო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, პორტუგალიურმა ავიაკომპანიამ 9 000-მდე თანამშრომელი დაითხოვა, რაც დასაქმებულების 90%-ს უდრის;
- კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო ბრაზილიისა და ვენესუელის პრეზიდენტების პოსტები წაიშალა;
- თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსი" აკრძალეს
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
კლინიკის ექიმს, რომელსაც პუტინი ერთი კვირის წინ შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა
რუსეთში კომუნარკის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდგინა. პროცენკო ის ექიმია, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კომუნარკის კლინიკის ვიზიტისას შეხვდა.
ფოტო: კრემლი
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი რეგულარულად იტარებს ტესტებს და ექიმთან კონტაქტის გამო არანაირი შეშფოთება არ უნდა არსებობდეს.
27 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი კრემლის ერთ-ერთ თანამშრომელს აქვს. მაშინაც პესკოვმა განაცხადა, რომ საშიშროება არ არსებობს, რადგან აღნიშნულ თანამშრომელს პუტინთან კონტაქტი არ ჰქონია. ამასთან, კორონავირუსი და პუტინი ირიბად დუმაშიც გადაიკვეთნენ, როცა საფრანგეთიდან დაბრუნებულმა დეპუტატმა თვითიზოლაცია დაარღვია და რუსეთის პრეზიდენტის მოსმენას დაესწრო.
რა ხდება საქართველოში
კოლმეურნობის მოედანი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 21-მდე გაიზარდა.
დილის 8 საათზე საქართველოში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. კარანტინის რეჟიმი სხვადასხვა შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომელთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 3 პირზე დაწესებული შეზღუდვა მანქანით არასრულწლოვნების გადაყვანასაც ეხება.
ტრანსპორტირება პრობლემად იქცა სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთათვისაც, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია და მხოლოდ პირადი მანქანებით ან ტაქსებით გადაადგილება არის შესაძლებელი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საკარანტინო შეზღუდვების მიუხედავადაც კი ეკლესია აზრს არ იცვლის და წირვები გაგრძელდება. საპატრიარქოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ "ახალ რეალობის გათვალისწინებით" ზოგიერთი ძველი რეკომენდაცია დაზუსტდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შიდა გავრცელების დაფიქსირების გამო, შეიმუშავეს ტესტირების ახალი პროტოკოლი, რომელიც პრინციპულად განსხვავდება დღემდე მოქმედისგან და უფრო მეტ ადამიანს შეეხება.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- დღეიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება;
- ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა;
- 19 წლის პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის გურჯაანში დაკრძალვაზე იყო;
- ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა;
- სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა;
- კომუნალურებზე დახმარებები იქნება, ამაზე პრემიერი ისაუბრებს — კახა კალაძე;
- განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინსწავლებისთვის საკომუნიკაციოდ ქართულ ვებგვერდს სთავაზობს;
- მეტადონის პროგრამაში მონაწილე პირებს 5-დღიანი პერიოდისთვის საჭირო დოზას სახლში გაატანენ;
- ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში;
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
ყველაზე მძიმე პაციენტს საუნივერსიტეტო კლინიკაში, პირველადი ტესტით კორონავირუსი აღარ აქვს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი ინფიცირებული პირველი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ექიმი აღნიშნავს, რომ იგი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, ახლა კი პირველადი ტესტით კორონავირუსი აღარ აქვს.
"24 საათში გავიმეორებთ ტესტს და იმედია, ხვალ ეს ქალი დატოვებს კლინიკას. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ კოვიდი არ არის მკვლელი", — ამბობს ლევან რატიანი.
დღის დამაიმედებელი ამბავი
ნიუ-იორკში კორონავირუსის სისხლის პლაზმით მკურნალობას შეეცდებიან
ფოტო: AUDREY MCAVOY / AP
ნიუ-იორკის სისხლის დონაციის ცენტრი (NYBC) აშშ-ში პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც COVID-19-ის მკურნალობისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის შეგროვება დაიწყო.
გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის ინფიცირებულებისთვის გადასხმა მკურნალობის ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს, მისი გამოყენება ისეთი ინფექციების წინააღმდეგაც სცადეს, როგორიც H1N1, SARS და MERS-ია. თუმცა მკურნალობა ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა — ზოგიერთი პაციენტი იკურნებოდა, ზოგი ვერა, განსხვავებული შედეგების მიზეზი კი უცნობია. რაც შეეხება მიმდინარე COVID-19-ის პანდემიას, ვაქცინის შექმნამდე პლაზმაზე დაფუძნებული მკურნალობის გზა, შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ თვითიზოლაციაში ყოფნისას "ახალი მოწოდება იპოვა" და მცველის კარიერას კომენტატორობა ამჯობინა. სახლში მან ნაკრების თერთმეტეული შეკრიბა და არც მეტი არც ნაკლები, პლეი ოფის მატჩი გამართა.
თუმცა იმისთვის, რომ სოციალური დისტანციის რეკომენდაცია არ დაერღვია, მატჩზე ფეხბურთელები არ მიუწვევია. თუ გგონიათ, რომ ასე არაფერი გამოუვიდოდა, ცდებით.
ამ ფორმით ფეხბურთელმა მოუწოდა მოსახლეობას დარჩნენ სახლში და დაიცვან სოციალური დისტანცია.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
როგორ არ შევიძულოთ ადამიანები, რომლებთან ერთადაც კარანტინში ვართ
იზოლაციის შემსწავლელი ექსპერტები გვაფრთხილებენ: ეს ძნელია, ეს გუნდურ მუშაობას მოითხოვს და მან სივრცეში თვალის გაშტერება იცის.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- "ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინი და ფატალური შემთხვევები ევროპაში — 30 მარტის შეჯამება
- ვირუსი, როგორც "მწარე წამალი" და დედამიწიდან ფულის ერთეულის "გასაქრობი" საშუალება — 29 მარტის შეჯამება
- გაბრაზებული იმნაძე, ინფიცირების უცნობი წყარო და 18000 ახალი შემთხვევა აშშ-ში — 28 მარტის შეჯამება
- 27 მარტი: ბორის ჯონსონის კორონავირუსი და უკან დაბრუნებული ტესტები — 27 მარტის შეჯამება
- 26 მარტი: $5 ტრილიონი ვირუსთან საბრძოლველად და დაჯარიმებული ჰუმანიტარული აქცია
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა

კომენტარები