ჩანაწერები დისტანციური დღიურიდან
"ვცდილობთ, ახალ გამოწვევას ძლიერად შევხვდეთ. საერთოდ განსხვევებული რეალობაა, სკოლა, ბაღი, სამსახური, სახლი ერთ სივრცეში. იმედი მაქვს, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა", — ნატა კაპანაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის საცალო გაყიდვების სპეციალისტი.
ფოტო: Tania Prozorova / Dribbble
"მოულოდნელად თავს დამტყდარი მთელი ეს აურზაური", — ერთ კომენტარში ჯიპიაი ჰოლდინგის გუნდის ერთერთმა წევრმა ალბათ ყველაზე კარგად აღწერა არსებული სიტუაცია. უკვე წლებია გვესმის, რომ მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში კომპანიები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადიან. რამდენ მასალას გადააწყდებით ამ პროცესის დადებით და უარყოფ მხარეებზე, თუმცა დღევანდელმა მოცემულობამ ბევრად უფრო რთული ამოცანის წინაშე დაგვაყენა, ვიდრე ოფისსა და სახლს შორის არჩევანია. ერთ სივრცეში უნდა მოვთავსდეთ ყველა — ოჯახის წევრებით დაწყებული, შინაური ცხოველებით დამთავრებული. თან ისე, რომ შორიდან სწავლასა და თუ მუშაობაში ხელის არავის შეეშალოს.
მოცემულია სამოთახიანი ბინა, ოჯახში ოთხი წევრია, ორი მუშაობს, ორიც სწავლობს. ამოცანა გვეკითხება, როგორ ვანაწილებთ მათ ერთ სივრცეში ისე, რომ საქმე ყველამ დროულად გააკეთოს და ლანჩზეც სამზარეულო თავისუფალი იყოს? რიგ შემთხვევებში, განტოლების შესადგენად, უფრო მეტი უცნობის გამოყენება დაგჭირდებათ და აქ მარტო უმაღლესი მათემატიკა არ გიშველით, საუკეთესო ხერხი გამოცდილების გაზიარებაა.
უკვე ერთი კვირაა ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომლების 95% დისტანციურად მუშაობს. დარჩით სახლში, ჩვენ დაგაზღვევთ, — ახალი ამოცანა დაისახა კომპანიამ და ახლა უკვე გასულ სამუშაო კვირას აჯამებს. ჩვენი გუნდის წევრების ნებართვით, კომპანიის სამზარეულოში შეგახედებთ და იმედია, ჩვენი გამოცდილება თქვენც გამოგადგეთ.
მომზადებასა და ტრანსპორტზე გათვალისწინებული მინიმუმ 1 საათი კარგად გამოძინების საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. შესაბამისად, პირველი დღის პირველი ვიდეო ზარებიც, რომლებმაც დილის შეხვედრები ჩაანაცვლა, ყველა დეპარტამენტში მეტი ენერგიით და რაც მთავარია დროულად დაიწყო. პიჟამოში გადაღებული ფოტოები ჯერ არ დაგვიარქივებია, თუმცა გაირკვა. რომ თანამშრომელთა ნაწილისათვის საოფისედ გამოწყობილი მუშაობა უფრო კომფორტულია, თან თუ პიჯაკს, პირდაპირ სპორტულ სამოსს შეუხამებ.
ფოტო: GPI
დავალება მიღებულია, დღის გეგმაც გაწერილია. სამუშაო პერანგით დაიწყო დილა გიამაც ქუთაისში. თან უთენია გაღვიძებული ახალშობილი ეტლში დააძინა, ყავაც ცხელია და რაც მთავარია "ზარალები", ანუ სადაზღვევო შემთხვევები დარეგულირებულია.
ფოტო: GPI
ფოტო: GPI
როგორ გინდა გვანცას შეეკამათო?! ჰოდა, ეპოქამ დაკვეთა მოგვცა, გელას ბავშვსაც სძინავს, ვაგრძელებთ საქმეს.
აი, სწორედ აქ არიან ფხიზლად ოლგას ბავშვები და მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ მეთოდს ნერგავენ.
ფოტო: GPI
იქნებ ასე უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს, — ჯიპიაი დაზღვეულებთან მეტი უშუალობით მუშაობს, — ეს უნდა დავაპატენტოთ.
ყველაზე რთულად მოსაგერებელი ბავშვების დელეგირება აღმოჩნდა, თუმცა ისიც გაირკვა, რომ ახალშობილის აღზრდა დაბადებიდან იწყება. ეს ნინოს შემთხვევამ დაადასტურა.
ფოტო: GPI
დისტანციურიდან საომარ მდგომარეობაზე გადავიდა ნატუკა. შეიარაღებული ინტერვენციის მუქარა თავშივე აღკვეთა და მძიმე არტილერიას, ოთხ მცირეწლოვანს, საიდანაც 3 ტყუპია, წარმატებით გაუმკლავდა.
ფოტო: GPI
ამასობაში, დისტანციური მუშაობის ახალი პრობლემა გაჩნდა:
ფოტო: GPI
ფოტო: GPI
სანამ ვაჟა მომატებულ კილოგრამებზე ნერვიულობს სხვებს შესვენებაც ავიწყდებათ და გაყიდვებიც დაწინაურდნენ.
ფოტო: GPI
ფოტო: GPI
ფოტო: GPI
დისტანციური მუშაობისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, პირადი ურთიერთობის ნაკლებობა ითვლება, ამის მოგვარებაში ვიდეო ზარები გვეხმარება, სადაც ვერბალური კომუნიკაციის გარდა, კოლეგებისა და ხელმძღვანელი პირების ემოციებიც კარგად იკითხება. ყველაზე მთავარი კი ამ დისტანციაში განწყობა და დამოკიდებულება აღმოჩნდა.
ფოტო: GPI
ფოტო: GPI
სანამ HR-ი ამ გულისამაჩუყებელ კომენტარებს პასუხობდა, ინტროვერტებმა ახალი პუნქტები შემოიტანეს და კმაყოფილებმა შეგვატყობინეს, რომ ყურებმაც დაისვენა და უფრო მშვიდად მუშაობის საშუალებაც მიეცათ.
სანამ კომენტარებს ვაგროვებდი, ჯგუფში თაკოს პოსტი წამომეწია. დეტალურად ჩამოუწერია ყველაფერი
ფოტო: GPI
შექმნილი სიტუაცია, თითოეული ჩვენგანისაგან, სიფრთხილეს, სოლიდარობას, თანადგომასა და ამავე დროს შემართებას მოითხოვს. ჰოდა, ვიდრე ჩვენს დღიურში ახალი ჩანაწერი გაჩნდება, მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, ვისაც ამ ბრძოლაში თავისი წვლილი, საკუთარი საქმის პირნათლად შესრულებით შეაქვს. მადლობა სხვადასხვა კომპანიას თანამშრომლობისათვის, მადლობა ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს და რა თქმა უნდა, ყველა ექიმს, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს.
ჩვენ ერთად შევძლებთ COVID19-ის დამარცხებას!
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები