პრინცი ჰარი შეყვარებულის შევიწროებისთვის მედიას აკრიტიკებს
ფოტო: BBC
პრინცმა ჰარიმ დაადასტურა, რომ ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი მისი შეყვარებულია. კენსიგტონის სასახლის გავრცელებულ განცხადებაში ჰარი მედიას გოგონას შევიწროვებისა და შეურაცხყოფისათვის აკრიტიკებს.
განცხადების თანახმად, წყვილის ურთიერთობა რამდენიმე თვეს ითვლიდა და მედიის დამოკიდებულება მეგანისადმი "არასწორი" იყო. როგორც განცხადებაში წერია, პრინცი ჰარი იშვიათად რეაგირებდა გამოგონილ ისტორიებზე, თუმცა გასულ კვირაში მისი მოთმინება ამოიწურა.
"ნაწილი ძალიან საჯარო იყო - smear ეროვნული გაზეთის პირველ გვერდზე; კომენტარების რასისტული ქვეტექსტი; და აშკარა სექსიზმი და რასიზმი სოციალური მედიის ტროლებსა და ვებ-სტატიების კომენტარებში. ნაწილი კი საზოგადოებისთვის უცნობი იყო - სამართლებრივი დავები ღამღამობით, რათა ცილისმწამებლური ამბები არ დაბეჭდილიყო გაზეთებში; დედამისი, რომელსაც საკუთარი სახლის შესასვლელ კართან მისვლისთვის ფოტოგრაფებთან ბრძოლა უწევდა; რეპორტიორებისა და ფოტოგრაფების მცდელობები, არალეგალურად შეეღწიათ მის სახლში და ზარი პოლიციასთან, რომელიც ამგვარ ქმედებას მოჰყვა; მისი ექს-ბოიფრენდისთვის შეთავაზებული ქრთამები; თითქმის ყველა მეგობრის, თანამშრომლისა და ოჯახის წევრის შეწუხება."
32 წლის პრინცს დიდი ხანია პრესასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. 20 წლის ასაკში ის ლონდონის ერთ-ერთი კლუბის წინ პაპარაცისთან ჩხუბისას დააფიქსირეს. 2012 წელს მისი შიშველი ფოტოები გაზეთების პირველ გვერდებზეც დაიბეჭდა.
თუმცა პოზიტიურად შუქდებოდა მისი საქველმოქმედო საქმიანობა და სამხედრო სამსახური.
BBC-ს სამეფო კორესპონდენტის, ნიკოლას უიტჩელის თქმით, ბრიტანულმა გამოცემებმა შესაძლოა გაითვალისწინონ ჰარის თხოვნა, თუმცა უიტჩელი უცხოურ გამოცემებზე გავლენის მოხდენას გამორიცხავს, რადგან პრინცის ურთიერთობის გაშუქებას მოგება მოაქვს.
უიტჩელის თქმით, განცხადება აჩვენებს, თუ რამდენად უნდა პრინც ჰარის თავისი ურთიერთობის მოფრთხილება მას შემდეგ, რაც წინა შეყვარებულმაც მსგავსი ყურადღება დაიმსახურა მედიისგან.
განცხადების ცნობით, ჰარი შეყვარებულის უსაფრთხოებაზე ღელავს და "იმედგაცრუებულია, რომ მის დაცვას ვერ ახერხებს". შესაძლოა, ადამიანები თვლიდნენ, რომ მედიის ამხელა ყურადღება თამაშის წესების ნაწილია და ის საფასურია, რაც პრინცთან ურთიერთობისთვის უნდა გადაიხადო. თუმცა თვითონ პრინცი ჰარი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ეს თამაში არაა. ეს მისი ცხოვრებაა.
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
კომენტარები