აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია ევროპის საბჭოს სპეციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნდა
ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია წარწერით — აჭარის მაუწყებელში ჟურნალისტები პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათვისუფლეს, რომელშიც მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლების ქრონოლოგიაა აღწერილი. ტექსტი გამოქვეყნებულია პლატფორმაზე, სადაც ვრცელდება ინფორმაციები იმ ქმედებებზე, რომელიც მედიის თავისუფლებაზე გავლენას ახდენს. ვებგვერდზე მითითებულია, რომ ამ საკითხზე სახელმწიფოს ჯერ პასუხი არ გაუცია.
განცხადებაში წერია, რომ 28 თებერვალს რედაქტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს შორენა ღლონტი, 19 თებერვალს კი მაია მერკვილაძე, რომლებიც საკვანძო ფიგურები იყვნენ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, წერია, რომ 2 თებერვალს თანამდებობა დატოვა ნათია ზოიძემ, რომელმაც გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლით ახსნა.
მითითებულია ისიც, რომ ჟურნალისტებმა არაერთხელ გააპროტესტეს ქართული ოცნების მიერ არჩეული წევრებით დაკომპლექტებული ბორდის მიერ ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევა.
განახლება: თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ განცხადება ევროპის საბჭომ გაავრცელა, რაც ჩასწორდა დაზუსტების შემდეგ
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ პროცესი უკეთესობისკენ არ იცვლება და ესკალაციისკენ მიდის. მათი განცხადებით, დირექტორს სურვილი აქვს რედაქცია შეცვალოს.
ამ ყველაფერს წინ უსწრებდა მაუწყებლის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დაწყებული რეორგანიზაცია. მან უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. გარდა ამისა, აღარ გაუგრძელა საინფორმაციო სამსახურის ერთ პროდიუსერს კონტრაქტი, ხოლო მეორეს — მთავარი გამოშვების პროდიუსერს, თანამდებობა გაუუქმა.
გუშინ, 4 მარტს კი აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელლად დაინიშნა პირი, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის გზავნილებით გამოირჩევა. ჟურნალისტების განცხადებით, მისი შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათი თქმით, დირექტორს, აღნიშნულ თანამდებობაზე, ლაშა ზარგინავას ან ირინა ყურუას კანდიდატურას სთავაზობდნენ, თუმცა ეს არ გაითვალისწინეს.
ამავე თემაზე:
-
როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები
გადახედვა
-
ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს 24-ვე წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს 24-ვე წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
გადახედვა
-
ნახეთ: House of the Dragon-ის მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: House of the Dragon-ის მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს
გადახედვა
-
OpenAI-მ თავდასხმის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიცია არ გააფრთხილა — ალტმანი ბოდიშს იხდის OpenAI-მ თავდასხმის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიცია არ გააფრთხილა — ალტმანი ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
-
რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით? რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
რატომ არის გოგრა ჩვენი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ რატომ არის გოგრა ჩვენი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა მთაში მარტო? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა მთაში მარტო?
-
ელენე ხოშტარია: "მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ქუთაისელების მიმართ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო! ელენე ხოშტარია: "მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ქუთაისელების მიმართ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო!
გადახედვა
-
დააკავეს კაცი, რომელმაც The Legend of Aang: The Last Airbender პრემიერამდე გაავრცელა დააკავეს კაცი, რომელმაც The Legend of Aang: The Last Airbender პრემიერამდე გაავრცელა
გადახედვა
-
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა I მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა I მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას
გადახედვა
-
ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით
გადახედვა
-
სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს
-
ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?!
გადახედვა
-
ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა აზიანებს საქართველო-EU-ის პარტნიორობას — საგარეო უწყება ჰერჩინსკის დაბარებაზე ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა აზიანებს საქართველო-EU-ის პარტნიორობას — საგარეო უწყება ჰერჩინსკის დაბარებაზე
გადახედვა
-
ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს ბექა დვალის კანდიდატურა წარედგინა ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს ბექა დვალის კანდიდატურა წარედგინა
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო უწყებამ გერმანიის ელჩი დაიბარა — მოსკოვი ბერლინს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს რუსეთის საგარეო უწყებამ გერმანიის ელჩი დაიბარა — მოსკოვი ბერლინს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
"ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია" — მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ "ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია" — მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები