ქალები სამხედრო სფეროში: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საკუთარ გამოცდილებაზე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ ისაუბრა
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანია დასრულდა . ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება წელსაც ტრადიციულად ჩართული იყო კამპანიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი ამ 16 დღის მანძილზე რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლა.
სტუდენტების მონაწილეობით დისკუსია შედგა ისეთ მნიშვნელოვან და მძიმე თემებზე, როგორებიცაა სექსუალური ძალადობა, ბავშვთა ქორწინება და სხვა. დასკვნითი ღონისძიება კი სამხედრო სფეროში ქალების მონაწილეობას დაეთმო.
რა სირთულეებს აწყდებიან ქალები სამხედრო სფეროში? რა პოლიტიკა არსებობს უსაფრთხოების სექტორში ქალთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის? როგორ უნდა ასრულებდეს სახელმწიფო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელთა მოთხოვნაა ქალთა გაზრდილი მონაწილეობა უსაფრთხოების სექტორსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში? როგორია ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება?
ამ საკითხებზე სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესაუბრა. მომხსენებელი იყო ასევე თამუნა ქაროსანიძე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე 2012-2014 წლებში.
ორივე სპიკერმა გულწრფელად გაუზიარა სტუდენტებს, რას ნიშნავს ქალისათვის კაცებით დომინირებულ სფეროში მუშაობა, რა პრობლემებს აწყდებოდნენ ისინი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე და როგორ ებრძვიან სექსიზმს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
"დღევანდელმა ლექციამ და დისკუსიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ არსებობს სფეროები, სადაც ქალებისთვის კარი დაკეტილი შეიძლება იყოს. არ არსებობს სფეროები, რომლებიც კონკრეტულად მამაკაცებისთვისაა და ქალს შიგნით არ შეესვლება. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მომხსენებლის, როგორც ამერიკის თავდაცვის ატაშეს, ასევე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გამოცდილება უამრავი ახალგაზრდისათვის იქნება ინსპირაცია", - განაცხადა დისკუსიის მოდერატორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ.
პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ აღნიშნა, რომ ქართული სამხედრო ძალებისთვის მთავარი ქალების დაინტერესება და მათი შენარჩუნებაა.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამჟამად მუშაობს იმაზე, რომ დასაქმების ცენტრები რეგიონში გახსნას, რაც საზოგადოების თითოეულ წევრთან მიწვდომის შანსებს ზრდის. სამუშაო არის იმაზეც, რომ ქალებს სურვილი გაუჩნდეთ, ხოლო მას შემდეგ, რაც ქალები სამხედრო სამსახურით დაინტერესდებიან, მთავარი გამოწვევა მათი შენარჩუნება და მუდმივად მოტივირება იქნება", - თქვა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ.
თამარ გურჩიანი ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული დირექტორია. მისი აზრით, ქალთა უფლებების კუთხით პროგრესისთვის მნიშვნელოვანია, გოგონებს სწორი როლური მოდელები ჰყავდეთ.
"დღევანდელი შეხვედრით აღტაცებული ვარ. ჩვენს სტუდენტებს დღეს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადამიანისთვის, რომელსაც წარმოუდგენლად წარმატებული სამხედრო კარიერა აქვს. 16-დღიანი კამპანია, რომელშიც საკმაოდ მძიმე თემები განვიხილეთ, ბოლოს იმედიან ნოტაზე დავასრულეთ. სტეფანი ბეგლიმ ისაუბრა კარიერაზე, გამოწვევებზე, ოჯახისა და სამხედრო საქმის დაბალანსების სირთულეებზე და გაუმხილა სტუდენტებსაც ისიც, რომ მიუხედავად შთამბეჭდავი ბიოგრაფიისა, როცა უნიფორმა არ აცვია, ხშირად ხვდება ისეთ სიტუაციაში, როცა მასთან ერთად მიმავალ მამაკაცს ართმევენ ხელს და მას - არა. დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით გოგოებისთვის, რომელთაც, ალბათ, ხშირად ეპარებათ საკუთარ თავში ეჭვი, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანის მოსმენა სტიმული იქნება. ნებისმიერი საჯარო გამოსვლა, სადაც სტუდენტებს ასეთ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ, ბევრ რამეს ცვლის. შეიძლება ეს ცვლილება მყისიერად არ ჩანდეს, თუმცა დროთა განმავლობაში შედეგს აუცილებლად დავინახავთ", - თქვა თამარ გურჩიანმა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანი მსოფლიოში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასრულებაა. გაეროს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით 2019 წელს კამპანიის მთავარი თემა იყო გაუპატიურება, როგორც სექსუალური ძალადობის ფორმა, რომელსაც განსაკუთრებული ზიანი მოაქვს ქალებისა და გოგონებისთვის.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები