ქართული კომპანია Pulsar AI სილიკონ ველის ინვესტორებმა $1,2 მილიონით დააფინანსეს
ფოტო: Pulsar AI
ქართულმა კომპანიამ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს, სილიკონ ველის ინვესტორებისგან $1.2-მილიონიანი ინვესტიცია მოიპოვა.
დაფინანსების მოძიების წარმატებული რაუნდის შედეგად პულსარი პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელმაც სილიკონ ველის ენჯელ ინვესტორებისა და ფონდების ინვესტიციის მოპოვება შეძლო. დღეს პულსარს ორი ოფისი აქვს: ერთი თბილისში, მეორე კი - სან-ფრანცისკოში. თბილისის გუნდი ტექნოლოგიის განვითარებასა და კვლევაზე მუშაობს, კალიფორნიის ოფისი კი - ბიზნეს-მიმართულებებზე.
რას საქმიანობს Pulsar AI?
პულსარი 2016 წელს დააარსეს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ. კომპანიამ ქართულ ბაზარს ინოვაციური სერვისი შესთავაზა და სულ მალე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერი გახდა. თუ მესენჯერში ჩეტბოტთან ქართულ ენაზე გილაპარაკიათ, ესე იგი, პულსარის პროდუქტთანაც გქონიათ შეხება. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ქართული ენის ხმოვანი დამუშავება: ტექსტის ხმად და ხმის ტექსტად გარდაქმნა.
2018 წელს პულსარმა თიბისი ბანკთან ერთად გადახდის ინოვაციური მეთოდისათვის საერთაშორისო გადახდების ჯილდო მოიგო. პულსარის ხმოვანი ტექნოლოგია გამოიყენება თიბისის მობაილ ბანკშიც, რომელიც 2019 წლის საუკეთესო მობაილ ბანკად დაასახელეს.
2018 წელს პულსარის გუნდი Startup Grind-ის კონფერენციის ფარგლებში სილიკონ ველის ეწვია და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან ერთად, იქ Shift-ის დამფუძნებელ ჯორჯ არისონს შეხვდა - ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპერს აშშ-ში. პულსარის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ჯორჯ არისონის ცოდნა ავტოინდუსტრიის კუთხით წარმატებული სინთეზი აღმოჩნდა. 2019 წელს პულსარი და ჯორჯი გაერთიანდნენ, რათა მანქანების ინდუსტრიაში ავტომატიზაცია შეეტანათ.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, დაჩი ჭოლაძე ამბობს, აღებული ინვესტიცია კომპანიისთვის ამერიკის ბაზარზე ბიზნეს-ოპერაციების გამართვის საშუალებაა: "ამავდროულად ვგეგმავთ, განვავითაროთ და დავხვეწოთ ჩვენი ტექნოლოგია, რათა მოვემზადოთ კომპანიის შემდეგი მასშტაბირებისთვის. ამერიკულ ბაზარზე ოპერირების პროცესში წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გველის, რისთვისაც გუნდის გაზრდაც იქნება საჭირო და, შესაბამისად, ინვესტიცია ამასაც მოხმარდება"
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები