2016 წლის ყველაზე გაყიდვადი გარდაცვლილი ვარსკვლავები
თუ გგონიათ, რომ თქვენი, უფრო სწორად კი, ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი მთავრდება, ძალიან შემცდარხართ. არავინ იცის სამოთხე და ჯოჯოხეთი მართლა არსებობს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ვარსკვლავები საკუთარი სიკვდილის შემდეგაც მარტივად შოულობენ ფულს. Forbes-მა მოახერხა და გაარკვია, რომელი სული უფრო მეტს გამოიმუშავეს, მას შემდეგ, რაც საკუთარი სხეულს ტოვებს.
10. ბეტი ფეიჯი (1923-2008) - $11 მილიონი
მიუხედავად იმისა, რომ ბეტი 8 წლის წინ გარდაიცვალა, მისი ფოტოებს ბევრი კომპანია საკუთარი პროდუქციის რეკლამებში ამჟამადაც იყენებს .
9. ალბერტ აინშტაინი (1879-1955) - $11.5 მილიონი
აინშტაინი გერმანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი იყო, რომელიც XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად ითვლება. სწორედ მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში, 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აინშტაინმა შექმნა ნაშრომები, რომლებიც მიეძღვნა გრავიტაციული ველის განტოლებებიდან მოძრაობის განტოლებათა გამოყვანას.
8. ჯონ ლენონი (1940-1980) - $12 მილიონი
2010 წლისათვის ლენონის აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატებოდა. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის ასეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი“, სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლენონი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ დაასახელეს.
7. თეოდორ ჟიზელი (1904-1991) - $20 მილიონი
ამერიკელი მწერლისა და ანიმატორის, თეოდორ ჟიზელის საბავშვო წიგნები დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელს მსოფლიოში.
6. ბობ მარლი (1945-1981) - $21 მილიონი
ბობ მარლი მერიტის ორდენის მფლობელი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორია, რომელიც დღემდე რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა და რასტას მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შეტანაში. ალბომი Legend, რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა, წარმოადგენს რეგის ჟანრის ყველაზე გაყიდვად ალბომს, რომელიც აშშ-ში ათგზის გახდა პლატინის სტატუსის მფლობელი.
5. პრინცი (1958-2016) - $25 მილიონი
პრინცი 2016 წლის 21 აპრილს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცი იყო, როგორც სიმღერების ავტორი და მუსიკოსი, ასევე პროდიუსერი. სხვადასხვა სახელით და სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად მას გამოცემული აქვს რამდენიმე ასეული ალბომი. მიღებული აქვს შვიდი გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი.
4. ელვის პრესლი (1935-1977) - $27 მილიონი
როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობი იყო. 10 წლის იყო როდესაც მონაწილეობა მიიღო ტუპელოში გამართულ სიმღერის კონკურსში: სკამზე შემდგარმა, მიკროფონს რომ მისწვდენოდა, იმღერა Old Shep ათასობით მაყურებლის წინაშე და მიიღო მეორე პრიზი - 5 დოლარი და მთელი წლით კარუსელებზე უფასოდ სეირნობის უფლება.
3. არნოლდ პალმერი (1929-2016) - $40 მილიონი
ყველაზე ცნობილი გოლფის მოთამაშე და გოლფ კლუბების დამაარსებელი, ფულს მისი გარდაცვალების შემდეგაც ამ საქმიანობით შოულობს, რადგან მხოლოდ მდიდარ ადამიანებს აქვთ საშუალება იმ კლუბის წევრები გახდნენ, რომელიც არნოლდმა დააარსა.
2. ჩარლი შულცი (1922-2000) - $48 მილიონი
დღესაც ჩარლის შექმნილ ესკიზებს იყენებენ ამერიკაში სხვადასხვა ანიმაციური ფილმების შექმნის დროს.
1. მაიკლ ჯექსონი (1958-2009) - $825 მილიონი
პოპის მეფე და კერპი მაიკლ ჯექსონი 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ყველაზე დიდი და განუყოფელი ნაწილი იყო. 1980-იანი წლების დასაწყისში მაიკლი დომინანტ ფიგურად იქცა მუსიკაში. მისმა ვიდეოკლიპებმა კი უდიდესი წვლილი შეიტანა ვიზუალური ხელოვნების, კერძოდ, ვიდეოკლიპების ტრადიციების განვითარებაში და სწორედ მას მიაწერენ MTV-ს დიდ პოპულარობასაც.
სასცენო გამოსვლებისა და მუსიკალური კლიპების დახმარებით ჯექსონმა სახელი გაუთქვა საკუთარ საცეკვაო ილეთებს. მისი სიმღერების ჟღერადობისა და ვოკალური შესრულების ტექნიკამ კი გავლენა მოახდინა ჰიპ-ჰოპზე, პოპზე, თანამედროვე რითმ-ენდ-ბლუზსა და როკ-მუსიკაზე.
ჯექსონის დისკი Thriller ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად ითვლება. მისი სხვა ალბომები, მათ შორის Off the Wall (1979), Bad (1987), Dangerous (1991) და HIStory (1995) ასევე მსოფლიო ბესტსელერებია. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს შორის არის: გინესის მსოფლიო რეკორდები, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო (ყველაზე მეტი ამ ჯილდოს არსებობის ისტორიაში, მათ შორის - საუკუნის შემსრულებლის კატეგორიაში), მისი 13 სინგლი მოხვდა აშშ-ს ჩარტების #1 ადგილზე მოხვდა და სოლო-კარიერის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს დაახლოებით 750 მილიონი ჩანაწერი.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა











კომენტარები