რატომ აღარ უნდა ვიყიდოთ ახალი ტანსაცმელი
ფოტო: Shutterstock
მოდის ინდუსტრია გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია. მსოფლიოს მასშტაბით, ჩამდინარე წყლის 20% და ნახშირბადის ემისიის 10% სწორედ ამ ინდუსტრიაზე მოდის (ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის უკანასკნელი მაჩვენებელი 25%-მდე გაიზრდება). ყოველწლიურად მხოლოდ ბრიტანეთის ნაგავსაყრელებზე დაახლოებით 300,000 ტონა ტანსაცმელი ხვდება.
სწრაფი მოდის ბიზნეს-მოდელი 2000-იან წლებში ჩამოყალიბდა და სწორედ ისაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ დიდი რაოდენობის დაბალხარისხიან ტანსაცმელზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ტანსაცმლის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს მხოლოდ მოკლევადიანი მოხმარების მიზნით იქმნება. შედეგად, წარმოებული პროდუქტის ხარისხი იკლებს, მისი მასობრივად მოხმარების დონე კი იმატებს. ეს, თავის მხრივ, უბიძგებს მოდის ინდუსტრიას, წარმოების პროცესში ბუნებრივი რესურსები დიდი რაოდენობით გამოიყენოს.
მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული სამრეწველო-სამიმწოდებლო პროცესი რიგ სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს. ტანსაცმლის მოხმარების მაჩვენებლით ევროპაში ბრიტანეთი ლიდერობს; აქ ერთ სულ მოსახლეზე 26,7 კილოგრამი სამოსი მოდის. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 16.7კილოგრამია, დანიაში - 16, იტალიაში - 14.5, ჰოლანდიაში - 14, ხოლო შვედეთში - 12.6 კილოგრამი.
გზა მაღაზიიდან ნაგავსაყრელამდე სულ უფრო მოკლდება.
ფოტო: Neenawat Khenyothaa / Shutterstock
ცვლილების საჭიროება მოდის ბრენდებსა და მწარმოებლებს ასე თუ ისე გააზრებული აქვთ. მოდის სფეროს წარმომადგენლები სიტუაციის გამოსასწორებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას იწყებენ, თუმცა პროცესი მაინც ნელა მიმდინარეობს. მაგალითად, H&M ბოიკოტს უცხადებს წარმოებაში ბრაზილიური ტყავის გამოყენებას, რადგან ტყავის მწარმოებელი ინდუსტრია ამაზონის ტყის განადგურებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სხვა ისეთი ბრენდები კი, როგორებიცაა Adidas, Stella McCartney და Patagonia, ახალი მატერიალების შესაქმნელად აქტიურად იყენებენ ნარჩენ პროდუქტებს.
ცხადია, მსგავსი პოლიტიკა მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია, მაგრამ საკითხავი ისაა, საკმარისია თუ არა ბრენდების ეს მცდელობები რეალური ცვლილების მისაღწევად? გაეროს ბოლოდროინდელ ანგარიშებზე დაყრდნობით, 11 წელი გვაქვს იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული შეუქცევადი ზარალი თავიდან ავირიდოთ. ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ბიზნესების მიერ ცვლილებებისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯები მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. ამიტომ სიტუაციის გამოსწორებაზე თავად მომხმარებელმაც აქტიურად უნდა იზრუნოს.
მხოლოდ მოდის ბრენდებს არ აქვთ ცვლილებების გამოწვევის უნარი; ვითარების შეცვლის ძალას, ჩვენ, მოდის რიგითი მომხმარებლებიც ვფლობთ. სექტემბერში ლონდონის მოდის კვირეულის გახსნას პროტესტი და დემონსტრაციები მოჰყვა. დემონსტრანტები მოდის ინდუსტრიას გარემოს დაბინძურებაში შეტანილი დიდი წვლილის გამო აპროტესტებდნენ. ამ მოვლენებმა ცხადყო, თუ როგორ შეუძლიათ რიგით მომხმარებლებს ეკოლოგიური პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. სწორედ მომხმარებლებს შეგვიძლია, წავახალისოთ ბრენდები, შეცვალონ წარმოების ფორმები, რითაც მოდის ინდუსტრიას ეკო-მეგობრული მომავლისკენ გავუკაფავთ გზა.
ფოტო: Duy Hoang
რეალური ცვლილებისთვის მეტმა ადამიანმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე წილი პასუხისმგებლობა და ზნეობრივი ღირებულებების შესატყვისად უნდა იმოქმედოს. ცხოვრების სტილის მცირედით გადასხვაფერებასაც კი დიდი და მდგრადი ცვლილებების მოტანა შეუძლია. ამიტომ გთავაზობთ ახალი ტანსაცმლის ყიდვამდე გასათვალისწინებელ რამდენიმე რჩევას:
1. დაფიქრდი, სანამ იყიდი
სანამ ახალ ტანსაცმელს ვიყიდდეთ და ამით ჩვენს წვლილს შევიტანდეთ გარემოს დაბინძურებაში, ალტერნატიულ ვარიანტებზე დაფიქრება ღირს. მაგალითად, კარგი იქნება თუ ჩვენს თავებს მსგავს კითხვებს დავუსვამთ: იქნებ საკმარისი ტანსაცმელი მაქვს? ან იქნებ შემიძლია, ვინმესგან ვითხოვო? მეორეული ტანსაცმლის ყიდვაც კარგი იდეაა ან სულაც - ძველის გადაკეთება. ახალი ტანსაცმლის ყიდვა მხოლოდ ბოლო - ყველაზე ნაკლებად სასურველი ალტერნატივა თუ იქნება, გარემოზე მავნე ზემოქმედების პროცესს მნიშვნელოვნად შევამცირებთ.
2. პასუხისმგებლობით მიუდექი ყიდვის პროცესს
კონკრეტული ბრენდის ნაწარმის ყიდვა ამ ბრენდის პრინციპების გაზიარებად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან გადახდილი თანხით ჩვენ მას თავისი პოლიტიკის შენარჩუნებაში ვეხმარებით. სანამ რომელიმე ბრენდის ნაწარმს ვიყიდით, სჯობს, პატარა კვლევა ჩავატაროთ და გავიგოთ, რა ღირებულებებზე დაყრდნობით აწარმოებს ის პროდუქტს. ამ გზით ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას შევძლებთ.
თუ გინდათ იცოდეთ, სად შეიქმნა თქვენი ტანსაცმელი, ისეთ ბრენდებს უნდა მიმართოთ, რომლებიც წარმოება-მიწოდების პროცესს სრულად აცნობენ მომხმარებლებს. მაგალითად, ბრენდი Community Clothing მყიდველებს სრულად ეუბნება, სად მოიპოვეს წარმოებისთვის საჭირო მატერია, საიდანაა ძაფი და სად დამზადდა თავად ტანსაცმელი. ხოლო თუ ოკეანეების პლასტმასით დაბინძურების პრობლემა მიგაჩნიათ ყველაზე მწვავე, მაშინ Ecoalf-ის მსგავსი კომპანიების სამოსის ყიდვა თქვენთვის ზედგამოჭრილი იქნება.
3. იყიდე მეორეული ნივთები
თითოეულ ახლადშეძენილ სამოსს ისე შეხედეთ, როგორც პოლიეთილენის უზარმაზარ პარკს.
ფოტო: Karina Tess
ერთ დროს მეორეული ნივთების მაღაზიებში შოპინგი ინდივიდუალურ, ექსტრავაგანტულ და ეკონომიურ მეთოდად მიიჩნეოდა. თუმცა სამოსის ყიდვისადმი მსგავსი მიდგომა რაღაც ეტაპზე არამოდური გახდა და ის ბაზარზე მასობრივად წარმოებული დაბალხარისხიანი და იაფი ტანსაცმლის შესყიდვის მანიით ჩანაცვლდა. მაგრამ სხვადასხვა ბრენდისა და მაღაზიათა ქსელების საქველმოქმედო კამპანიების წყალობით მეორეული ტანსაცმლის ყიდვა ისევ იბრუნებს პოპულარობას, რაც, თავისთავად, ახალი ტანსაცმლის წარმოების საჭიროებას ამცირებს.
4. აიღე პასუხისმგებლობა ძველ ნივთებზე
როგორც ახალი ტანსაცმლის ყიდვაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, ასევე უნდა მივუდგეთ ძველ ტანსაცმელზე უარის თქმის საკითხსაც. ყოველწლიურად ნაგავსაყრელებზე დაახლოებით 530 მილიონი ლარის ოდენობის ტანსაცმელი იყრება. მათი უმეტესობა სინთეტიკური მასალისგანაა წარმოებული, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანის დაშლას 200 წელი დასჭირდება. ამიტომ, სანამ ტანსაცმელს გადავყრით, აქაც უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ალტერნატივა - სამოსის საქველმოქმედო ცენტრებში ჩაბარება, გადამუშავება, გადაკეთება, მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის მიცემა.
პასუხისმგებლობის აღება ტანსაცმლის ყიდვაზე, ფლობასა და თავიდან მოშორებაზე მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს როგორც მოდის ინდუსტრიაში, ასევე გარემოს დაცვის კუთხითაც. დღესდღეობით სოციალური მედიის ხელშეწყობით მომხმარებლების აზრს მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ოდესმე. ამიტომ გაუმართლებელია, უმოქმედოდ ვისხდეთ და ველოდოთ, როდის შეცვლიან ბრენდები თავიანთ ხედვასა და მიდგომას. ჩვენს მიზანდასახულობასა და კონკრეტულ ქმედებებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია მოდის ინდუსტრიის მიერ ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედების შემცირების საკითხში.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
კომენტარები