10 კარგი სერიალი არჩევნებზე
თუ უკვე უყურეთ იმ 10 კარგ ფილმს არჩევნებზე, რომელიც გოგი გვახარიამ გირჩიათ, მაშინ დროა სერიალებსაც ჩაუსხდეთ. ხვალ, ზეგ და კიდევ რამდენიმე კვირა მძიმე დღეები გველის, რომლებსაც ჩვენი ნარჩევი სერიალები შეგიმსუბუქებენ.
1. Game of Thrones
მართალია, სერიალი უზურპაციასა და ხელისუფლების არაცივილიზებულად შეცვლის თემატიკაზეა, რომელშიც ხშირად ვნახავთ, როგორ ხოცავენ ადამიანები ერთმანეთს რკინის ტახტისთვის, მაგრამ ამ სერიალში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული ეპიზოდი, რომელიც დეტალურად ჩაგახედებთ ვესტეროსულ საარჩევნო პროცესებში, როდესაც ღამის გუშაგებმა მეთაურად ჯონ სნოუ აირჩიეს.
2. House of Cards
სენატორი ფრენკ ანდერვუდის გზა პრეზიდენტობამდე. ბოლო სეზონი მთლიანად საარჩევნო პროცესს ეთმობა. სერიალში ნახავთ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტი. House of Cards-ში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თქვენი ფუნდამენტური უფლება ბოროტად და დემოკრატიული პროცესები საკუთარ თავზე მოირგონ.
3. The West Wing
ფრენკ ანდერვუდისგან განსხვავებით, პრეზიდენტი ჯოსაია ან იოსია ბარტლეტი აშშ-ს იდეალური პრეზიდენტის პროტოტიპია. ის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს, კეთილია, პრინციპული, განათლებული და მზრუნველი. ყოველდღიური პროცესის გარდა სერიალში საარჩევნო პროცესსაც ნათლად ვხედავთ, ამ პროცესთან დაკავშირებული რისკებს, შიდა სამზარეულოს, ინტრიგებსა და ა.შ.
4. The Good Wife
The Good Wife ერთ-ერთი საუკეთესო პროცედურული დრამაა, რომელიც ოდესმე გადაღებულა. სიუჟტი იურისტი ალიშა ფლორიკის გარშემო ვითარდება, მას შემდეგ, რაც მისი ქმარი, ოლქის პროკურორი პიტერ ფლორიკი სექს და კორუფციულ სკანდალში ეხვევა და ციხეში მიდის, ალიშას უწევს დიასახლისობიდან აქტიურ კარიერაზე გადაერთოს. ის წარმატებული ადვოკატი ხდება. მისი ქმარი მოგვიანებით ციხიდან გამოდის და მთელი 9 სეზონის განმავლობაში ცდილობს რეპუტაციის აღდგენას, არჩევნებში მონაწილეობას, მოგებას, რაც ალიშას დამოუკიდებლად ცხოვრებაში ხელს უშლის და მისი ქმრის საარჩევნო პროცესი უხეშად იჭრება მის ყოველდღიურობაში. მენდეთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია, რომელიც ბოლო წლებში გადაღებულა. თუ მოგწონთ სასამართლო პროცესების ყურება, ადვოკატთა ჭიდილი მსაჯულთა გულების მოსაგებად და ა.შ. მაშინ აუცილებლად ნახეთ ეს სერიალი. არჩევნებიც არ მოგაკლდებათ.
5. Parks and Recreation
ილინოის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ფონიში, რომელიც გამოგონილია, ცხოვრობს ერთი ადგილობრივი საჯარო მოხელე, ლესლი ნოუპი, რომელიც ყველაზე მონდომებული ადამიანია და ცდილობს თავისი პატარა და საყვარელი ქალაქი რაც შეიძლება ლამაზი და კეთილმოწყობილი იყოს. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ ლესლი გადაწყვეტს კენჭი ქალაქის საბჭოს წევრობაზე იყაროს და სწორედ აქ იწყება მისი კოშმარი. მისი გაკეთებული ყველა კეთილი საქმე უცებ ავიწყდებათ, ცდილობენ სკანდალები გამოუჩხრიკონ და მისი კამპანია შეაჩერონ. პარკს ენ რეკი, როგორც სერიალს შინაურულად ვუწოდებთ, ერთ-ერთი საუკეთესო კომედიური სერიალია, რომელიც მოკუმენტარის ფორმატს მიეკუთვნება.
6. Veep
სენატორი სელენა მაიერი ვიცე-პრეზიდენტი ხდება - ეს პოსტი აშშ-ს აღმასრულებელ ხელისუფლებაში უსარგებლოა, ამიტომ ის პრეზიდენტობისთვის იბრძვის. მესამე სეზონიდან პარტიის პრაიმერის არჩევნებში ერთვება და საოცარ მანიპულაციებს, შიდა დაპირისპირებებს და პოლიტიკურ თამაშებს აწყდება. შოუ HBO-ს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც კომედიური ჟანრის ნომინაციებში ყოველწლიურად იღებს ამერიკის სატელევიზიო აკადემიის უმაღლეს ჯილდოს Emmy-ს.
7. boardwalk empire
1920-იანი წლების ამერიკა, განგსტერები, ბუტლეგერები და ხანდახან პოლიტიკა და არჩევნები. მარტინ სკორსეზეს შექმნილი საგა ნაკი ტომფსონის გარშემო ვითარდება, რომელიც ნიუ-ჯერსის ყველაზე მდიდარ ქალაქს აკონტროლებს, როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად. ის წყვეტს ვინ გახდება ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე, ვინ მოიგებს მერის არჩევნებს და ა.შ.
8. Black Mirror
ეს სერიალი ძირითადად დისტოპიურ მომავალზე კონცენტრირდება და ყველა სერია ერთმანეთისგან განსხვავებულ ისტორიას მოგვითხრობს. თუმცა ხშირია პოლიტიკური სიუჟეტებიც. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია The Moment of Waldo, რომელშიც კომედიური ჟანრის გადაცემის ანიმირებული წამყვანი ვალდო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს - უფრო სწორედ, მისი პროდიუსერები და შემქმნელები გადაწყვეტენ.
9. Narcos
სერიალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, მდიდარი და სასტიკი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ბიოგრაფიას მოგვითხრობს. მას შემდეგ, რაც პაბლომ კოკაინის ვაჭრობით ასობით მილიონი დოლარი იშოვა, ის პოლიტიკაში მოსვლასაც გადაწყვეტს და სპოილერი არ იქნება თუ გეტყვით, რომ საპარლამენტო დეპუტატობას მოიპოვებს კიდეც. Narcos-ში დეტალურად არის აღწერილი მისი საარჩევნო კამპანია და პოლიტიკური "მოღვაწეობის" მცდელობა.
10. The Killing
დეტექტივები სარა ლინდენი და ჯეიმს ჰოლდერი თინეიჯერი გოგონას მკვლელობის საქმეს იძიებენ. გამოძიების კვალს დეტექტივები სიეტლის მერის არჩევნების ერთ-ერთ კანდიდატამდე მიჰყავთ. კამპანიასთან დანაშაულის კავშირი პირველივე ეპიზოდში იკვეთება, ამიტომ სიუჟეტი აქტიურად მიჰყვება კანდიდატის შტაბში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია.
თუ ქართულმა პოლიტიკამ დაგღალათ და საერთოდაც ვეღარ ერთობით მიმდინარე პროცესების ყურებით, ეს სერიალები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გეყოფათ და რამდენიმე კვირას ადვილად გადააგორებთ.
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
გადახედვა
-
ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა











კომენტარები