10 დოკუმენტური ფილმი ხელოვნების მოყვარულთათვის
ფოტო: Jean-Michel Basquiat: The Radiant Child
რიდლი სკოტის Blade Runner-ში ერთ არაჩვეულებრივ ფრაზას ვხვდებით - "და ის მომენტები დროში ისე დაიკარგება, როგორც ცრემლები წვიმაში". ალბათ ძალიან ბევრი მომენტი არსებობს ადამიანების ცხოვრებაში, რომლის შენახვასაც ისურვებდნენ. როდესაც მოგონებები გახუნდება და გამოწვეული შეგრძნებები სიმძაფრეს დაკარგავს, რაღაც ბიძგის მომცემია საჭირო, რაც საკუთარ თავს ისევ გაპოვნინებს. სწორედ ასე ხდება ვიმ ვენდერსის Paris, Texas-ში, როდესაც გაუცხოებულ მამა-შვილს შორის აღმართულ კედელს ფირზე აღბეჭდილი მოგზაურობა დაანგრევს. იმ დროის გახსენება, როდესაც ყველაზე ბედნიერები იყვნენ ეს მომენტები კი, საბედნიეროდ ფირზეა შემონახული.
კინემატოგრაფის დაბადება 1895 წლის 28 დეკემბრით თარიღდება, როდესაც ძმებმა ლუმიერებმა პარიზში, გრანდ კაფეში სტუმრებს თავიანთი მოკლემეტრაჟიანი ფილმები აჩვენეს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფილმების უმეტესობა დოკუმენტური ხასიათისაა. ისინი ასახავენ სხვადასხვა მიმდინარე ყოფით მოვლენებს. ამ პერიოდის ფილმები ასეთია, უბრალო და მარტივი მოვლენების კონსერვაცია. ცოტა ხნის შემდეგ კინემატოგრაფი ძალას იკრებს და ჩნდება დადგმა, სიუჟეტი და ახალი ენა. ფაქტია, რომ ის, რასაც დღეს კინოს ვეძახით დოკუმენტური ფილმისგან იშვა.
დღესდღეობით ამ ჟანრის კინო ბევრისთვის რატომღაც ავტომატურად უინტერესობასთან და მოწყენილობასთან ასოცირდება. შეუძლებელია ცხოვრებაში რამე გაინტერესებდეს და ამ ინტერესის სფეროზე ვერ იპოვო დოკუმენტური ფილმი, რომელიც შენს ყურადღებას მიიქცევს.
ამ სტატიაში ხელოვნების მოყვარულებს 10 ფილმს შემოგთავაზებთ, რომელიც სხვადასხვა მიმდინარეობებს განსხვავებული კუთხით გაჩვენებთ და საინტერესო პროცესების შიგნიდან დანახვის საშუალებას მოგცემთ.
1) Exit Through The Gift Shop (2010)
ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ იპყრობს სთრით არტის ბრიტანელი მეფე Banksy ამერიკას. ჩანაფიქრში ფილმი სწორედ მასზე იყო, თუმცა მოვლენები რადიკალურად და ძალიან საინტერესოდ იცვლება, როდესაც ახალი არტისტის, Mr.Brainwash-ის დაბადების მომსწრენი ვხდებით. ამ ფილმში ძალიან კარგად ჩანს, თუ რა პროცესს გადის ნამუშევარი იდეიდან კედლამდე და რა პირობებში ხდება ამ ყველაფრის განხორციელება. 87 წუთის განმავლობაში, თქვენ საშუალება გექნებათ, გახდეთ ცნობილი მეამბოხეების თანამზრახველი და გახსოვდეთ: საღებავი კედლიდან შეიძლება ჩამოირეცხოს, თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება.
2) AI WEIWEI: NEVER SORRY (2012)
აი ვეივეი ჩინელი არტისტი და აქტივისტია, რომელიც ჩინეთის ავტორიტარულ მთავრობას ღიად აკრიტიკებს. შესაბამისად, მისი პროფესიული და პირადი ცხოვრება საკმაოდ დაძაბულ ეტაპებს გადის. ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი ელისონ კლეიმანი 2008 წლიდან 2010-მდე ვეივეის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს იღებდა. მზადებას გამოფენებისთვის, დევნას, თვალთვალს, მის დაკავებას და ა.შ. ეს ფილმი მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური ცხოვრება იქცეს ნამუშევრად და ამ შემთხვევაში, დოკუმენტურ ფილმად. ვეივეისთვის ეს ჩანაწერები ერთდროულად თავდაცვისა და თავდასხმის იარაღია, რომელიც ღიად აჩვენებს ჩინელი დისიდენტის ცხოვრებას. იმის მიუხედავად, რომ ის საკმაოდ ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით, ადგილობრივი მთავრობა არანაირად არ ერიდება მასთან ღიად ბრძოლას.
3) FINDING VIVIAN MAIER (2013)
ჯონ მალუფს საკუთარი უბნის ისტორიული წიგნისთვის ფოტოები დასჭირდა, ბედის საცდელად კი ადგილობრივ სააუქციონო სახლს მიაკითხა, სადაც ნეგატივებით სავსე ყუთი იყიდა. ფოტოების გამჟღავნების შემდეგ მიხვდა, რომ მისი პროექტისთვის ეს ყველაფერი გამოუსადეგარი იყო, თუმცა, ფოტოებმა ძალიან მოხიბლა. ავტორი უცნობი ფოტოგრაფი, ვივიან მეიერი იყო, რომელზეც ინფორმაცია არსად იძებნებოდა. ფოტოების ახალმა მფლობელმა გადაწყვიტა უცნობი ფოტოგრაფის და ფოტოების ისტორია გაეცოცხლებინა. ფილმი სწორედ ამ პროცესებზე მოგვითხრობს.
4) PINA (2011)
ამ ფილმზე საუბარი ძნელია, ისევე როგორც თავად პინაზე. გერმანელმა ბალერინამ საკმაოდ უცნაური, თუმცა ლამაზი და საინტერესო ცეკვის სტილი შეიმუშავა, რომელიც ქორეოგრაფიასა და პერფორმანსს აერთიანებს. აქ ყველაფერი შეგრძნებების და ემოციის დონეზეა. ის საკუთარი ენით გვესაუბრება და ამ ყველაფრის ყურებისას ძნელია გაიგო, სწორად ხვდები რის თქმასაც ცდილობს, თუ არა. თუმცა, ერთიანობაში ნამუშევრები საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტაციები კი ალბათ ამ ნამუშევრებს უფრო საინტერესოს გახდის.
5) IT MIGHT GET LOUD (2008)
ჯიმი ფეიჯი (Led Zeppelin), ჯეკ უაითი (White Stripes), ეჯი (U2). თუ როკ-მუსიკა გიყვართ, ეს სახელები თქვენთვის უცხო არ იქნება. სამი ლეგენდარული გიტარისტი ერთმანეთს გიტარებზე სასაუბროდ ხვდება. "ვეცდები ორივე ეშმაკურად გავაცურო და მათი საიდუმლოებები შევისწავლო" ხუმრობს ფილმის დასაწყისში ჯეკ უაითი. ისინი გიტარებზე, განვლილ გზაზე, საკუთარ მიგნებებზე და საიმიჯო საუნდზე საუბრობენ. ფილმში მოისმენთ ისტორიებს, თუ როგორც იწერებოდა ცნობილი კომპოზიციები, გიტარის სოლოები და ა.შ.
6) BEUYS (2017)
იოზეფ ბოისის ცხოვრება საკმაოდ მკვეთრი ცვლილებებით და თამამი ექსპერიმენტებით არის ცნობილი. თავის დროზე მან ხელოვნების ტრადიციული გაგება უარყო და საკუთარ ნამუშევრების აგება სიმბოლიზმის გარშემო დაიწყო, რითიც საკმაოდ უცნაური და ახალი კონცეპტუალური თხრობის სტილი შეიმუშავა. ის უარყოფს ხელოვნების სიბრტყულ აღქმას, მისთვის კედელზე ჩამოკიდებული ფერწერა უინტერესოა, სწორედ ამიტომ, ნამუშევრებში ახალი მასალა შემოაქვს და ცდილობს სივრცესთან კომბინაციით ახალი კონტექსტი შექმნას, რომელიც უფრო ეგზისტენციალური იქნება და ადამიანის ცნობიერებას გაფართოვების საშუალებას მისცემს. მისთვის ახალი კონტექსტი პოლიტიკური იარაღია.
7) Faces Places (2017)
ფრანგული ახალი ტალღის წარმომადგენელი ანიეს ვარდა ახალგაზრდა არტისტთან, JR-თან ერთად ერთად საფრანგეთის რეგიონებში იწყებს მოგზაურობას. ისინი კონკრეტულ ადგილებში აკეთებენ ფოტო ინსტალაციებს, მათ ობიექტივებში ხვდებიან სრულიად უცხო შემთხვევით გაცნობილი ადამიანები, რომელთა ისტორიებიც ლოკაციებს ერწყმის და უზარმაზარი შავ-თეთრი ფოტოების სახით საოცრად შთამბეჭდავ კვალს ტოვებს.
8) Jean-Michel Basquiat: The Radiant Child (2010)
ბასკიას საკმაოდ უცნაური ცხოვრება ჰქონდა. 17 წლის ასაკში მშობლების სახლი დატოვა და ნიუ იორკის ქუჩებში დაიწყო ცხოვრება. რამდენიმე წელიწადში კი ის ერთ-ერთი ცნობილი გრაფიტის არტისტი გახდა, რომელიც SAMO (Same Old Shit) სახელით წერდა ქალაქის კედლებზე. მისმა ნამუშევრებმა ყურადღება მალევე მიიქცია, რაღაც პერიოდის შემდეგ, კი ყველასთვის უცნობმა არტისტმა ტელევიზიით საკუთარი ვინაობა გაამჟღავნა. ამის შემდეგ ქალაქში გაჩნდა წარწერები SAMO is dead - სამო მკვდარია. ამით ბასკიამ ალტერ ეგო მოკლა და საკუთარი სახელის რეპრეზენტაციას შეუდგა. მას სურდა ცნობილი გამხდარიყო და გახდა კიდეც, თუმცა, სიცოცხლე ახალგაზრდა მხატვარმა ტრაგიკულად დაამთავრა.
9) Go: A Film About Moby (2006)
ფილმში ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი მობი საკუთარ ცხოვრებას გვაცნობს, ბავშვობიდან კარიერის პიკამდე. გვაჩვენებს მიტოვებულ ქარხანას, სადაც 90-იანი წლების მიწურულს 3 წელი გაატარა და გვიყვება, თუ როგორ მიიღო სხვადასხვა ადგილებიდან მუსიკალური გავლენა, რაც შემდგომში მის მუსიკაში აისახა. მისი კარიერა დაფუძნებულია ადგილობრივი პატარა სცენების კვლევასა და ურთიერთობებზე. ფილმში გამოყენებულია კადრები, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინაა გადაღებული, სანამ ცნობილი გახდებოდა. ის აკეთებდა ყალბ კლიპებს არარსებული მუსიკალური ტრეკებისთვის და წერდა ინტერვიუებს არარსებულ კორესპონდენტებთან. მას გააზრებული ჰქონდა საკუთარი ნაბიჯები და ემზადებოდა იმ მომენტისთვის, როდესაც ეს ყველაფერი მართლა დასჭირდებოდა. ფილმში ასევე, გაიგებთ, თუ სად მარხია ძაღლის თავი, ანუ რატომ და როდის გახდა მობი ვეგანი.
10) Olafur Eliasson: Space Is Process (2009)
ოლაფურ ელიასონი ისლანდიელი არტისტია. მისი ნამუშევრები ძირითადად სივრცეზე, სინათლესა და ფორმაზეა ორიენტირებული. თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების ნახვისას ხალხი ხშირად კითხულობს - რას ნიშნავს? აზრი რა აქვს? ადამიანებს აინტერესებთ ნარატივი და სოლიდური პასუხი ნამუშევრის მნიშვნელობაზე. თუმცა, ხშირად კონცეპტუალურ ხელოვნებაში ძირითადი საყრდენი ინტერაქციაა. ნამუშევარს არ აქვს მნიშვნელობა იქამდე, სანამ მნახველის შთაბეჭდილება არ გაჩნდება. ასეთ ნამუშევრებში მთავარი კითხვა არ არის - რა? ალბათ გქონიათ მომენტი, როდესაც ქალაქის ძველ უბნებში ფიქრებში გართულს შესახვევი შეგეშალათ და უნებლიედ დაიკარგეთ. შესაძლოა, ქალაქს და ამ კონკრეტულ უბანს ძალიან კარგად იცნობდეთ, თუმცა ისეთ ადგილზე მოხვედრა, სადაც აღმოჩენას არ ელოდებით, სივრცესთან წამიერ გაუცხოვებას იწვევს. ელიასონის ნამუშევრები სწორედ ამ შეგრძნების ხელოვნურად გამოწვევას ცდილობს. მას შეყავხართ უბრალო სივრცეში, რომელსაც განათებით, ხმით ან სხვა ტიპის მედიუმით, ან მასალით ისე ცვლის, თითქოს რომელიმე ფიქციურ სამყაროსთან აქვს პორტალი გახსნილი. ის ოპტიკური ილუზიების მეშვეობით სივრცეს გარდაქმნის და ახალ განზომილებებს აძლევს. თითქოს წამიერ ელდას ყინავს და დროში შლის, რაც მედიტაციურად მოქმედებს. მისთვის სივრცე პროცესია, რომელიც განზომილებებისგან, დროისგან და ამ ყველაფრის ფიზიკურ და გონივრულ დონეზე განცდისგან შედგება.
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
-
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
გადახედვა
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა

კომენტარები