სერიალი ცისფერი ხე 25 წლის გახდა
ფოტო: vivo images
90-იანი წლების ბავშვებს ეზოში თამაშთან ერთად კიდევ ერთი საინტერესო გასართობი გვქონდა - სერიალებს ვუყურებდით. მეორე დღეს კი ერთმანეთს აჟიტირებული ვუყვებოდით შინაარსს, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღის სერია ყველას ნანახი გვქონდა. განვიხილავდით ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს და ვვარაუდობდით, რა მოხდებოდა შემდეგ სერიებში.
ერთ-ერთი ასეთი სერიალი, სახელად ცისფერი ხე, ალფრედო გალინარესმა და Canal 13-მა გვაჩუქა.
ისტორია ჩვენს თანატოლებზე, სკოლის მოსწავლეებზე იყო, რომლებიც სხვადასხვა რასის, რელიგიური მრწამსისა და სოციალური ფენის მიუხედავად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყვნენ სკოლაშიც და სამეზობლოშიც. ეს იყო კომედია, რომელშიც ხშირად ამოვიცნობდით საკუთარ თავს, ჩვენს მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს. სერიალი ახსენებდა მაყურებელს, რომ მთავარია მეგობრობა, სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა. არ არსებობს პრობლემა, რომელიც ერთიანი ძალისხმევით ვერ მოგვარდება.
ცისფერი ხე ეკრანზე ზუსტად 25 წლის წინ გამოვიდა. საინტერესოა, როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ სერიალის მსახიობები დღეს.
გვიდო კაჩკა - დანიელ ფიგუეირო
ფოტო 1: youtube / ფოტო 2: tade argentina
გვიდო დღეს არგენტინაში ერთ-ერთი პოპულარული შოუმენია: ერთდროულად მიჰყავს რამდენიმე გადაცემა, მონაწილეობს ფილმებსა და სერიალებში და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიის, ენდემოლის პროდიუსერია. 1999 წელს ის მსახიობ ფლორენცია ბერტოტიზე დაქორწინდა და 2008 წელს მამაც გახდა, თუმცა წყვილი 2010 წელს განქორწინდა.
2011 წლიდან დღემდე გვიდო პოპულარული გეიმ შოუ ყველაფერი ან არაფერის წამყვანია.
ბელენ ბლანკო - ლუსიანა ფერნანდესი
ფოტო 1: youutube / ფოტო 2: figueiro
ბელენ ბლანკო არგენტინაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. ის ამავდროულად რეჟისორის ამპლუასაც ირგებს და კინოში დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს. 2016 წელს ეკრანზე ბლანკოს გადაღებული ფილმი ბუნება გამოვა.
მსახიობი მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ სერიალში მკვლელი ქალები.
ფაკუნდო ესპინოზა - ფედე
ფოტო 1: youtube / ფოტო 2: el trece
ფაკუნდო ესპინოზა როლების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა მას არგენტინაში მუსიკოსის სახელით უფრო იცნობენ. ამჟამად მონაწილეობს სერიალში მდიდრებს ნებართვა არ სჭირდებათ.
ეუხენია ტულიჩი - მარინა
ფოტო 1: youtube / ფოტო 2: instagram
ეუხენია ტულიჩის კვალი არგენტინული ტელესივრციდან 2002 წლის შემდეგ ქრება. შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველაზე ცნობილი როლი ცისფერ ხეში განსახიერებული მარინას პერსონაჟია.
გილერმო სანტა კრუზი - პანჩო ფერნანდესი
ფოტო 1: youtube / ფოტო 2: twitter
გილერმო შეიძლება ცისფერი ხიდან არ გეცნობათ, მაგრამ აუცილებლად გაგახსენდებათ მისი როლი მეამბოხე სულებში, სადაც ის ნიკოლასის როლს ასრულებდა. გილერმო 2004 წლიდან 2012 წლამდე ჩინეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. ამჟამად ის ბუენოს აირესში ცხოვრობს, პროფესიით გარემოს დაცვის ინჟინერია და მუშაობს ადამიანების მიერ დაზიანებული რეგიონებისა და ტერიტორიების აღდგენაზე.
ვიქტორია ონეტი - ანჟელიკა
ვიქტორია აქტიურად ჩნდება ეკრანზე და ამავდროულად საკუთარი გადაცემა "თაობები" აქვს Canal 9-ზე, სადაც სხვადასხვა თაობის სტუმრები ფილმებზე საუბრობენ.
მატიას პუელესი - ხოსე
ფოტო 1: youtube / ფოტო 2: el trece argentina
სამწუხაროდ უცნობია ამჟამად რას საქმიანობს მატიასი, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ცისფერი ხე მისი კარიერის ყველაზე წარმატებული პროექტია.
დიეგო ბოზოლო - მატიასი
ფოტო 1: youtube / ფოტო 2: twitter
ერთადერთი, რაც დიეგოს შესახებ იცის საზოგადოებამ, არის ის რომ ამჟამად ის ლეიკემიას ებრძვის. იმედია გამოჯანმრთელდება.
რა თქმა უნდა, ეს ცისფერი ხის სრული სამსახიობო ანსამბლი არ არის. სამწუხაროდ ბევრმა მსახიობმა ამ სერიალის შემდეგ მალევე შეწყვიტა კარიერა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ისინი არასდროს დაგვავიწყდება, რადგან ამ ჯადოსნური ბავშვების დახმარებით ჩვენი ბავშვობაც უფრო სახალისო და საინტერესო გახდა.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები